დადგა პერიოდი, რომელსაც ყველა ასე ველოდებით! წინასაახალწლო დღეებში, განწყობის მსგავსად, განსაკუთრებული ხდება სამზარეულოში ფუსფუსიც. კერძი, რომლის რეცეპტსაც ჩვენი რუბრიკის გმირი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი გაგიზიარებთ, დარწმუნებული ვარ, თქვენს საახალწლო სუფრაზე საპატიო ადგილს დაიკავებს, ბებიების და დიდი ბებიების რეცეპტებით მომზადებული ტრადიციული კერძების გვერდით.
ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი
ჩემი ოჯახისთვის ახალი წელი მართლაც განსაკუთრებით საყვარელი დღესასწაულია. ტრადიცია გვაქვს: მთელი ოჯახი – შვილები, შვილიშვილები ერთად ვიკრიბებით ჩემი მშობლების სახლში და ახალ წელს ერთად ვხვდებით. ძირითადად, საახალწლო პერიოდში სერიალის გადაღებები დასრულებული გვაქვს ხოლმე და მაქსიმალურად ვცდილობ, დღესასწაულებზე დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარო. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ოჯახში, ჩვენს საახალწლო სუფრაზეც თავს იყრის ქართული ტრადიციული საახალწლო კერძები, რომელსაც დიდი მონდომებით ამზადებენ ქალბატონები. მე კი, უკვე რამდენიმე წელია ჩემებური ტრადიცია მაქვს. საახალწლო დღეებში სამეგობროს შეკრება და ჩემი საფირმო, ნეკნების დაფის მომზადება. ამიტომ, გადავწყვიტე დღეს სწორედ მისი რეცეპტი გაგიზიაროთ. უმარტივესი მოსამზადებელია, ამრავალფეროვნებს საახალწლო სუფრას და რაც მთავარია, უხდება სადღესასწაულო განწყობას. მთავარი ამ კერძში, ბუნებრივია, ნეკნებია. სხვათა შორის, პირველად ამ დაფის მომზადება მაშინ გადავწყვიტე, როცა ყოველდღიურ საყიდლებზე “ნიკორას” სუპერმარკეტში ვიყავი და აქამდე რესტორანში არაერთხელ დაგემოვნებული, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი -“ნიკორას” ნეკნები დავინახე. სწორედ მაშინ ვიფიქრე – რატომაც არა, მოდი ვცდი! ვცადე და გამოვიდა. დღეს კი, ამ მარტივ და ჩემთვის საყვარელ რეცეპტს თქვენც თამამად გიზიარებთ.
სხვათა შორის, ჩემი და “ნიკორას” მეგობრობა წლების წინ დაიწყო. მახსოვს, საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ სიახლე იყო “ნიკორას” პროდუქცია, როცა სამეგობროს ერთ-ერთ შეკრებაზე ჩვენმა მეგობარმა გვითხრა, რომ რაღაც ახალი და ძალიან გემრიელი დააგემოვნა. ისეთი აღტაცებით ყვებოდა, ყველას იმდენად დაგვაინტერესა, რომ მეორე დღეს, დილიდანვე მარკეტებში ვეძებდით. დღემდე ღიმილით გვახსენდება ეს ისტორია. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა და გრძელდება, უკვე წლებია. ჩვენს მაცივარში თითქმის ყოველთვისაა “ნიკორას” სოსისი და ძეხვეული, გემრიელი კერძების მარტივად და სწრაფად მოსამზადებლად.
ინგრედიენტები:
- ღორის ნეკნები;
- სოუსი “ბარბექიუ”;
- კარტოფილი;
- აჯიკა;
- მწნილეული;
მომზადების წესი:
ნეკნები დავჭრათ სასურველ ზომაზე. წამოვადუღოთ 10 წუთი. ოდნავ რომ შეგრილდება, წავუსვათ “ბარბექიუს სოუსი”, მარილი გემოვნებით და შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად. როგორც კი შეწითლდება და ზედაპირი მადისაღმძვრელად მოიბრაწება, ჩვენი ნეკნები მზადაა. ასე მომზადებულ ნეკნებს განსაკუთრებით უხდება აჯიკით შესუნელებული გამომცხვარი კარტოფილი და მწნილეული.
გემრიელად მიირთვით!
ფოტო: ლიზა გაბუნია