იტალიური ბრენდი FURLA ფურლანეტოს ოჯახის მიერ დაარსდა 1927 წელს. დაარსების დღიდან FURLA გამოირჩევა შემოქმედებითი მრავალფეროვნებით და ქმნის მაღალი ხარისხის აქსესუარებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის. FURLA-ს პროდუქტები განკუთვნილია ოპტიმისტი, თავდაჯერებული ადამიანებისთვის.
დღეს ბრენდი მსოფლიოს 1600-ზე მეტ ლოკაციაზეა წარმოდგენილი. მათ შორის, 1200 მულტიბრენდული მაღაზია და სავაჭრო ცენტრია. წლების განმავლობაში, FURLA-მ გააფართოვა მისი ძირითადი საქმიანობა. მაღალხარისხიან ტყავის ჩანთებს დაამატა ფეხსაცმელი, მცირე ზომის ტყავის ნაწარმი, სათვალეები, საათები და შარფები, რათა მსოფლიოსთვის უკეთ გაეცნო იტალიური ხელნაკეთი ნაწარმის შექმნის უნიკალური ტრადიცია.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრენდმა პირველად, სუნამოების წარმოების ლიცენზია მიიღო. FURLA-ს ჯგუფმა და კომპანია Mavive-მ გააფორმეს სალიცენზიო ხელშეკრულება სუნამოების წარმოებისა და მათი მთელ მსოფლიოში გაყიდვის შესახებ. ორივე კომპანია როგორც საოჯახო ბიზნესი ისე დაარსდა გასულ საუკუნეში. შემდეგ წლებში კი, გლობალურ ბაზარზეც გაძლიერდა.
სუნამოების კოლექციის პირველი პრეზენტაცია ჩატარდა 2019 წელს, ქალაქ კანში. 2020 წელიდან კი, 5 არომატი უკვე გაყიდვაშია.
სუნამოს ბოთლის თაღოვანი დიზაინი, შესრულებული მარტივი ხაზებით, ძალიან დახვეწილია და შეესაბამება ბრენდის სტილს. კოლექციის კონცეფცია შთაგონებულია იტალიური არქიტექტურისა და ვიზუალური კოდის ყველაზე გამორჩეული სიმბოლოთი – თაღით, რომელიც, ამავე დროს, “ფურლას” სიმბოლოსაც წარმოადგენს. ბოთლების ფერიც “ფურლასთვის” დამახასიათებელი პალიტრიდან აიღეს. პასტელური ტონები სუნამოს ელეგანტურობასა და ინდივიდუალურობას ანიჭებს.
ხუთივე პარფიუმერული წყალი იდეალურად გადმოსცემს “ფურლას” ქალის ხასიათს და მათი სახელები გვახსენებს იმ არქეტიპებს, რომლებშიც ნებისმიერს შეუძლია საკუთარი თავის ამოცნობა:
- Magnifica – ინტენსიური და ელეგანტური;
- Romantica – დახვეწილი და ნაზი;
- Preziosa – მდიდრული და გრაციოზული;
- Irresistibile – ამაღლებული და თანამედროვე;
- Favolosa – ნათელი და გაბრწყინებული.
Favolosa
შუშხუნა საწყისი ნოტებით. გრეიფრუტისა და მწვანე მანდარინის არომატი მუდამ ყურადღების ცენტრშია. გულის ნოტად გვხვდება გრაციოზული და დახვეწილი ყვავილების თაიგული, სადაც დელიკატური მაგნოლია შერწყმულია პიონის თავბრუდამხვევ ნოტებთან. დასასრულს, სურნელოვან მოგზაურობას უერთდება თეთრი მუშკი, რომელიც სურნელს დაუვიწყარ მომხიბვლელობას მატებს. განკუთვნილია სიცოცხლით სავსე ქალბატონებისთვის, რომლებიც სიამოვნებას იღებენ ყოველდღიურობით.
Irresistible
სუნამოს ჯადოსნური სილამაზე აგებულია ყვავილების სურნელოვანი თაიგულის გარშემო, სადაც ნაზი თეთრი კამელია ერწყმის მაცდურ ტუბეროზას. არომატის მომხიბვლელობას ქმნის მინდვრის შროშანისა და ატმის ყვავილის შუშხუნა ნოტები. დელიკატური, კომპლექსური, მაცდური და მათრობელა კომპოზიცია განკუთვნილია თანამედროვე ქალბატონებისთვის.
Magnifica
არომატი, რომელიც გადმოსცემს ქალის ბუნებრივ მომხიბვლელობას, სინაზეს, გრაციოზულობასა და ელეგანტურობას. შუშხუნა მანდარინს, ცისფერ ლავანდას და წვნიან ატამს ერწყმის მგრძნობიარე ვარდის, მინდვრის შროშანისა და ჟასმინის ფურცლების ნაზი სურნელი. საბაზო ნოტაში იხსნება ამბრის, ვანილის, ორქიდეის, სანდალის ხისა და ენერგიული მუშკის აკორდები.
Preziosa
ვარდისფერი წიწაკისა და ზაფრანას მომხიბვლელობა ხელს უწყობს არომატში არსებული ყვავილოვანი ნოტების მკაფიოდ და ელეგანტურად წარმოჩენას. საოცრად ფერად გულის ნოტაში- სენსუალური ყვავილების თაიგულში, გვხვდება ვარდისა და არომატული გერანიუმის კომბინაცია, რომელიც სურნელს განსაკუთრებულობას ანიჭებს. დასასრულს, ვანილისა და ზამშის გასაოცარი დუეტი ქმნის დახვეწილ და მდიდრულ კომპოზიციას.ეს არის არომატი, რომელიც ფუფუნებისა და გრაციოზულობის ენაზე მეტყველებს.
Romantica
დელიკატური პეონი ქალური მომხიბვლელობის გამოხატულებაა, რომელსაც ერწყმის შავი მოცხარისა და წვნიანი დავანას შუშხუნა ნოტების კომპოზიცია. მაცდური ვანილის, კრემოვანი სანდალის ხისა და მომხიბვლელი ფაჩულის აკორდები არომატს ხავერდოვან ელფერს სძენს. ეს არის განსაკუთრებული ქმნილება, რომელიც ქალბატონებმა უნდა ატარონ, როგორც ელეგანტური აქსესუარი.