“ისი პარის” ისტორია 1995 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში “ისი პარის” პირველი მაღაზია გაიხსნა, რომელიც სახელს სრულად ამართლებდა. Ici paris ქართულად ხომ ნიშნავს – “აქ არის პარიზი”.
კრემისფერისა და შავის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და წარწერა Ici paris, დღეს ყველასთვის კარგად ნაცნობია. 26 წლის შემდეგ, საქართველოში უკვე ბრენდის 18 მაღაზიაა, სადაც 80-მდე პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier, Chopard, Furla, Pilipp Plein… აქ გვხვდება როგორც ლუქს პროდუქცია, ასევე შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი. შესაბამისად, გვაქვს საშუალება ჩვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოვარგოთ ერთმანეთს.
პარფიუმერული სამყაროს ძალიან სწრაფ განვითარებასთან ერთად, იცვლება მომხმარებლის მოთხოვნა და გემოვნებაც. სიახლეები და ინოვაციები “ისი პარის” საშუალებით დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მყიდველამდე. ყოველთვის ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მაღაზიების განახლებულ ვიტრინებს და საპრეზენტაციო ზონებს. ისინი მუდმივად გვაცნობენ ახალ პარფიუმერულ პროდუქტებს.
“ისი პარის” ნებისმიერ მაღაზიაში გვხვდება თბილი და მეგობრული გარემო. ამასთანავე, მაღალი პროფესიონალიზმი იგრძნობა პირველი წუთიდან. შესვლისთანავე გვეგებება “მითერი”, ადამიანი, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად, ზუსტად გვამისამართებს მაღალკვალიფიციურ კონსულტანტებთან ან სილამაზის ექსპერტებთან. ისინი გვაცნობენ თანამედროვე პარფიუმერულ ტენდენციებს და ინდივიდუალურად მორგებულ მაკიაჟსაც შემოგვთავაზებენ. კანის ტიპის გასაგებად “ისი პარიში” დიაგნოსტიკა სპეციალური აპარატით ტარდება, რაც გვეხმარება სახის მოვლის პროდუქტების სწორად შერჩევაში.
“ისი პარის” “შანელის” კაბინეტიც აქვს. აქ CHANEL-ის მიერ გადამზადებული სპეციალისტი კანის მოვლის განსაკუთრებულ პროცედურებს სწორედ “შანელის” პროდუქტებით გვთავაზობს.
გარდა ამისა, “ისი პარი” ფლობს საკუთარ სალონს, სადაც სილამაზისთვის განკუთვნილი ყველა მიმართულებაა დანერგილი. აქვე, ექსკლუზიურად, ფრანგული ბრენდების, Sisley-ს და Methode Jeanne Piaubert-ის მოვლისა და მასაჟის კაბინეტებიც ფუნქციონირებს.
“ისი პარი” ყოველთვის პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს. ამიტომაც, 2020 წლიდან უკვე ვებ-ფილიალიც აქვს. ონლაინ მომსახურების მეშვეობით სასურველი პროდუქციის შერჩევა სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია.
“ისი პარის” პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. მრავალფეროვანია არა მარტო პროდუქცია და მომსახურება, არამედ ის სპეციალური აქციები და მომხმარებლის დღეები, რომლის დროსაც ბრენდი საჩუქრებით, სიურპრიზებით და ფასდაკლებებით გვანებივრებს.
“ისი პარი” ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, იყოს თანამედროვე და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს.