0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

“ნიკორას” რეცეპტები – საშემოდგომო წვნიანი ანა ტყებუჩავასგან

ამ პროექტით “სითიში” ანას დებიუტი შედგა. მის საქმიანობაზე რაღა უნდა ვთქვა. ფაქტია, რომ 10 წელია თითქმის ყველა ოჯახში ელოდებიან ეკრანზე მის გამოჩენას. დატვირთული გრაფიკის პირობებში, კულინარია მისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. სანამ ჩვენი უგემრიელესი საშემოდგომო წვნიანის ინგრედიენტები იხარშებოდა, ფოტოების გადაღება და სხვადასხვა თემაზე საუბარიც მოვასწარით.

ანა, დაიწყო “ჩემი ცოლის დაქალების” ახალი სეზონი, რომელსაც ყველა ასე ველოდით…

ესაა დღესდღეობით ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. დიდი პასუხისმგებლობაა ჩართული იყო პროექტში, რომელიც უკვე წლებია ხალხს ასე უყვარს და არ კარგავს აქტუალობას. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ სერიალი იმის ანარეკლია, რაც ჩვენ ირგვლივ ყოველდღიურად ხდება. ცოცხალია და, რაც მთავრია, ქართულია, ორგანული ჩვენთვის.

თავიდან, ჩემი გმირი თითქოს, ხისტ თინასა და ქარიზმატულ, თავნება კატოს გამშველებელი, “მშვიდობის მტრედი”იყო. თუმცა, ნინას პერსონაჟი ძალიან განვითრდა, მრავალი გარდატეხა გამოიარა. ემოციურია, ფეთქებადი ამიტომ, ჯანმრთელობის პრობლემებისა და ღალატის გადალხვა მისთვის რთული იყო. დიდი განხილვის თემა იყო მისი და დათოს შერიგება-არშერიგების საკითხი. თითქოს გასაკვირი იყო ეს შერიგება, მაგრამ, ალბათ, ნინაზე ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებამაც იმოქმედა. დამშვიდდა, სტრესიდან გამოვიდა და მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიცაა. ამას ხომ დრო სჭირდება…

რა თქმა უნდა, ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს. მორგებული ვართ სერიალის რეჟიმს. ცოცხალი პროცესია, ვერ განსაზღვრავ დასრულების დროს. თუმცა ეს იმდენად სასიმოვნოა, თითქოს დაღლასაც ვერ გრძნობ.

რთული არ არის ამ რეჟიმში ოჯახსა და საქმეს შორის ბალანსის პოვნა?

კოვიდის მერე თითქოს ცოტა სხვაგვარად შევხედე სხვადასხვა საკითხს. ეს სამყარო სულაც არ არის შექმნილი იმისთვის, რომ შენ რამით დაითრგუნო. ჩვენთვისაა შექმნილი, ჩვენ რომ მივიღოთ კარგი რაღაცები. რა თქმა უნდა, მუდმივად ამ განწყობაზე არ ვარ, მაგრამ მეგობრები ამას ხშირად ვახსენებთ ხოლმე ერთმნეთს.

მე და ჩემი მეუღლე მაქსიმლურად ვცდილობთ ერთმანეთს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა. მახსოვს, როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით, ჩემმა ქმარმა მითხრა — მე მყავს კიდევ ერთი დიდი სიყვარული-ჩემი პროფესიაო. ძალიან გამიხარდა, რადგან ზუსტად იგივე აზრზე ვიყავი მეც. 30 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. დიდი პასუხიმგებლობაა, არის რთული პერიოდებიც. თუმცა, ყოელთვის კარგის მოლოდინში უნდა იყო. ჩემი გოგოები ( ნენე 7 წლისაა და თაია 4-ის), ძალიან განსხვავდებიან და ამავდროულად, გვანან კიდეც ერთმანეთს. რაც მთვარია, ერთმანეთი ძალიან უყვართ. ხშირად მითქვამს მათთვის, რომ მეც მათთან ერთად ვსწავლობ დედობას, არაა მარტივი. ვიღაცებმა დაასკვნეს, რომ წარმატებული თუ ხარ პროფესიაში, წარუმატებელი უნდა იყო პირად ცხოვრებაში ან პირიქით. მსგავს სტერეოტიპულ აზრებს რომ ისმენ ხანდახან ხვდები, რომ ეს სულაც არ შეეფერება შენს ცხოვრებას.

კულინარიას რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?

პატარა ასაკიდან მომწონდა დედაჩემი რომ ამზადებდა. ერთი სული მქონდა როდის გავიზრდებოდი რომ მეც გამეკეთებინა. თან ზუსტად ვიცოდი, რომ გამომივიდოდა. ვამზადებ სხვადასხვა კერძს. თითქმის ყველაფერს- ქართულს, ევროპულს… მიყვარს ახალი რეცეპტების აღმოჩენაც. უშუალოდ მზადების პროცესს რაც შეეხება, განტვირთვასავითაა, ჭიქა ღვინით ხელში, სარელაქსაციო მუსიკის, ბუნების ხმების ფონზე სიამოვნებით ვამზადებ ხოლმე. ვცდილობ, ჩვენი რაციონი მრავალფეროვანი იყოს. რაც მთავარია მინდა, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად ჯანსაღად იკვებონ. ამიტომ ვცდილობ სახლში ყოველთვის იყოს გემრიელი და ჯანსაღი, დაბალანსებული კერძები.

საშემოდგომო წვნიანი

ამ წვნიანის რეცეპტი ჩემმა ქმარმა იპოვა ინტერნეტში. ბავარიული სამზარეულოდანაა. მეგობრები როცა გვსტუმრობენ, ხშირდ ვამზადებ ხოლმე. ძალიან უხდება თეთრ ღვინოს და შემოდგომას. არ სჭიდება დიდი კულინარიული ნიჭი, მარტივი მოსამზადებელია და სჭირდება მინიმლური რაოდენობის ინგრედიენტები. ბოსტნეული, ნაღები, “ნიკორას” შაშხი და “ბავარიული სარდელი”. სხვათა შორის, “ნიკორასთან” ჩემი მეგობრობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა თინეიჯერი ვიყავი. ჩვენს სამეგორობროში, პირველი სამსახური ჩემი მეგობრის “ნიკორაში” დასაქმება იყო. ტრდიციასავით გვქონდა შეკრებები, სადაც მას მოჰქონდა ჩვენთვის დასაგემოვნებლად ძეხვეული, თევზეული. დეგუსტაციას გვიტარებდა და თან გვიყვებოდა თითოეულ პროდუქტზე, როგორ მზადდებოდა. ვიცოდით, რომ რადგან რეკომენდაციას უწევდა, ნამდვილად კარგი იყო. დღემდე მაქვს ნდობა ამ კომპანიის მიმართ და წლების მანძილზე იმედი არ გამცრუებია.

ინგრედიენტები:

  • 4 კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 1 კონა ნიახურის ღერები
  • 500 გრ ნაღები
  • 400 გრ “ნიკორას” შაშხი
  • “ნიკორას” “ბავარიული სარდელი”
  • ორცხობილები
  • კარაქი შაშხის მოსაბრაწად
nikora

მომზადების წესი:

  1. ბოსტნეულს მოვხარშავთ და დავაბლენდერებთ. ცოტა რომ შეგრილდება, დავუმატებთ ნაღებს და დაბალ ცეცხლზე მივიყვანთ ადუღებმდე.
  2. ცალკე ტაფაზე კარაქში მოვბრაწავთ შაშხს, გადმოვიღებთ ხელსახოცზე. იმავე ტაფაზე მოვბრაწავთ პურის ორცხობილებს.
  3. სერვირების დროს, წვნიანს ზემოდან მოვაყრით მობრაწულ შაშხს და ორცხობილებს. წვნიანს ძალიან უხდება შებრაწული “ბავარიულ სარდელი”, დიჟონის
  4. მდოგვთან ან ნებისმიერ თქვენს საყვარელ სოუსთან ერთად. სულ ესაა… გემრიელად მიირთვით!

ფოტო: ლიზა გაბუნია

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

ასევე წაიკითხეთ