’90s FASHION

ჩაიცვი, როგორც 90-იანების გოგომ

ქეით მოსი 90-იანების მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გოგო იყო. მოდელი ცნობილია მოდის ტოპ სახლებთან თანამშრომლობითა და დასამახსოვრებელი გადაღებებით. მის საუკეთესო მეგობარ, ნაომი კემპბელთან ერთად წვეულებებზე სიარული, ქეითის ახალგაზრდობის განუყოფელი ნაწილი იყო. 

მოსი ქეითი

თუ გსურს გამოსასვლელი საღამოსთვის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ლამაზად გამოიყურებოდე, გადახედე კეიტის 90-იანების გარდერობს. ამ გზით, შენ აუცილებლად იპოვი სასურველ სტილს, რომელიც შეიძლება შედგებოდეს შავი, ტანზე მომდგარი მაისურისა და ღია ფერის ქვედაბოლოსგან.

ქეით მოსი

ქეით მოსი, ნაომი კემპბელი და კრისტი ტურლინგტონი 1998 წელს. ფოტო “ვერსაჩეს” მიერ გამართულ ჩვენებაზეა გადაღებული.

ნაომი ქეითი

ოპერაში, გამოფენაზე ან მნიშვნელოვან საღამოზე აპირებ წასვლას და არ იცი რა ჩაიცვა? სავარაუდოდ, გარდერობი უამრავჯერ გადაათვალიერე და აღმოაჩინე, რომ შენი სამოსი მოსაწყენია და არ შეესაბამება იმ ივენთს რომელზედაც აპირებ წასვლას? არ იდარდო, რადგან ამ სიტუაციიდან პრაქტიკული გამოსავალი არსებობს. თუ გადახედავ 90-იანების სუპერმოდელის, კრისტი ტურლინგტონის გარდერობს, აღმოაჩენ, რომ რამდენიმე კლასიკური ნივთისგან თავისუფლადაა შესაძლებელი ელეგანტური სტილის აწყობა.

შავი კოსტიუმი და თეთრი პერანგი ყველა ელეგანტური ქალის გარდერობშია. ცნობილი ინსტაგრამ ინფლუენსერი Marie von Behrens-Felipe შავი კოსტიუმის თანამედროვე და უფრო ყოველდღიურ ვარიანტს გვთავაზობს. კრისტი ტურლინგტონისგან განსხვავებით, მან კოსტიუმთან თეთრი ტოპის და ბოტასების ჩაცმა არჩია.

გვინეთ პელტროუმ ფილმ Great Expectations-ში ესტელას როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანების რომანტიკულმა ფილმმა განსხვავებული შეფასებები მიიღო, გვინეთის სამოსი მაინც დაუვიწყარი დარჩა. მსახიობს Donna Karan-ის ზედა და გრძელი აბრეშუმის ქვედაკაბა აცვია. ესტელას მწვანე სამოსი ბევრისთვის დღესაც ინსპირაციის წყაროა, მათ შორის მოდის ინფლუენსერ Camille Charriere-ისთვის.

ავტორი: ნატალია პაპუაშვილი

ასევე წაიკითხეთ