FlexUp

ინოვაციური სტარტაპის FlexUp – ის პრეზენტაცია სასტუმრო MOXY By Marriott Tbilisi – ში

ინოვაციური სტარტაპის „ფლექსაფ“ – ის აპლიკაცია სულ  მალე მომხმარებლებისთვის ხელმისწვდომი იქნება. მისი ამოქმედების შესახებ ინფორმაციას, დაინტერესებულ პირებს FlexUp  სოცილური ქსელების სხვადასხვა საშუალებით ამცნობს.

საქართველოს მასშტაბით, სტუმარმასპინძლობისა და რითეილის სექტორში დამსაქმებლებსა და დასაქმების მსურველთა მარტივი დამაკვშირებელი  აპლიკაციის მიმართ მოლოდინი უკვე საკმაოდ დიდია. სწორედ ამიტომ, მის ამოქმედებამდე „ფლექსაფ“ – ის სამივე თანადამფუძნებელი ყველა დეტალს  პოტენციურ თუ, უკვე არსებულ პარტნიორთან განიხილავს.

„თბილისი მარიოტის“, „ქორთიარდ მარიოტისა“ და „მოქსი თბილისი“ – ს  „ფლექსაფ“ -თან უკვე შემდგარი თანამშრომლობის ფარგლებში,  20 ოქტომბერს, პირველი  ღონისძიება გაიმართა. 

სასტუმრო “MOXY By Marriott Tbilis” – ში  ინოვაციური სტარტაპის, “ფლექსაფ”-ის, პრეზენტაციაზე, აპლიკაციის თანადამფუძნებლებმა: რატი დანელიამ და თორნიკე აბალაკმა სტუმარმასპინძლობისა და რითეილის სექტორის წარმომადგენლებს ახალი პროდუქტი წარუდგინეს.   

შეხვედრაზე მომავალმა  პარტნიორებმა  სრული ინფორმაცია მიიღეს პლატფორმის მუშაობასთან დაკავშირებით. ასევე, გაეცნენ ფუნქციონალებს, როგორ ხდება ვაკანსიის განთავსება, ანგარიშსწორება, ავტომატიზებული ხელშეკრულებების გენერირება . სტუმრები ასევე გაეცნენ თუ რა განაპირობებს „ფლექსაფ“ -ის“ სანდოობას. შემდეგ კი, სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 „ფლექსაფ“ – ის გამოჩენა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი ტიპის აპლიკაციები დამსაქმებლებს კიდევ უფრო გაგვიმარტივებს სასურველი კადრის მოძიებას მოკლე დროში. მოხარულები ვართ რომ ვუმასპინძლეთ პროექტის პრეზენტაციას და ხელი შევუწყვეთ მასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას შესაბამის აუდიტორიამდე.“ – „თბილისი მარიოტის, ქორთიარდ მარიოტისა და მოქსის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი, ქეთო შუბლაძე .

„ფლექსაფ“ -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ავთანდილ პაპუაშვილი,  ამჟამად საზღვარგარეთ, ამსტერდამში ფინტექ მიმართულებით  მუშაობს.  როგორც ის აღნიშნავს, სწორედ სხვა ქვეყანაში ცხოვრებისას  გაუჩნდათ დამფუძნებლებს იდეა საქართველოში დაენერგათ სტუდენტებისთვის მოქნილი დასაქმების ევროპული მოდელი. საქართველოში,  სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის შრომით ბაზარზე ხშირად წააწყდებით ისეთ სისტემურ პრობლემას, როგორიცაა დღიური კვალიფიციური კადრის დეფიციტი. განსაკუთრებით  პოსტკოვიდურ რეალობაში, როდესაც მომსახურების სფეროში დასაქმებულმა მუდმივმა კადრებმაც კი, 2 წლიანი ჩავარდნის შემდეგ, დატოვეს სამსახური. შესაბამისად, ბიზნესებს, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, კადრების მოძიება უწევთ ნაცნობობით, დასაქმების სააგენტოებით, ფეისბუქ ჯგუფებით და ასე შემდეგ. რაც, ცხადია, არ იძლევა საშუალებას გავიგოთ კანდიდატის გამოცდილება, არის თუ არა ის კვალიფიციური.

,,ამ პრეზენტაციის მიზანი სტუმარმასპინძლობის დარგის სპეციალისტებისთვის  ბაზარზე არსებული პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო  ინოვაციური ხედვის წარდგენაა. ასევე, პროდუქტის საბოლოო სახის ჩამოყალიბებისთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ მათი შეფასებები და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ მოსმენილი რჩევები.“ – კომპანიის თანადამფუძნებელი რატი დანელია.

 ,,ჩვენს აპლიკაციაში დარეგისტრირების შემდეგ, პოტენციური პერსონალი გაივლის ვერიფიკაციას.  მოხდება მათი გამოცდილების გადამოწმება. ასევე, გამოძახების შემთხვევაში, მოხდება მათი დასწრების გადამოწმება და ცვლის შეხსენება. არგამოცხადების შემთხვევაში კი, კადრი სამუდამოდ დაიბლოკება ჩვენი პორტალიდან. ასევე, როგორც დამსაქმებელი, ისე დასაქმებული შეძლებს ერთმანეთის  შეფასებას, რაც შემდგომში გამოჩნდება აპლიკაციაში რეიტინგის სახით.“ – თორნიკე აბალაკი, კომპანიის თანადამფუძნებელი.

სტუდენტებისთვის სწავლასთან შეთავსებადი სამსახურის პოვნა დიდ სირთულეს წარმოადგენს. დატვირთული სალექციო გრაფიკის გამო, ახალგაზრდები ვერ ეწყობიან შრომით ბაზარზე არსებულ სრულ განაკვეთიან ვაკანსიებს. რაც რიგი პრობლემების გამომწვევია მათ ცხოვრებაში.

რატი დანელია: ,, სტუდენტებისთვის შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრება დიდ სირთულეს წარმოადგენს. სალექციო პროცესის გამო მათ არ შეუძლიათ დასაქმდნენ სრულ განაკვეთიან სამსახურებში, ხოლო „ფლექსაფი“ არის ზუსტად ის პლატფორმა რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ გამოეხმარუონ დღიურ ვაკანსიებს, და მათზე მორგებული გრაფიკით გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავალი. საზღვარგარეთ სწავლისას, მსგავსი აპლიკაციით  არაერთხელ გვისარგებლია მე და ჩემს მეგობრებს და საკმაოდ წაგვდგომია ის.“

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ძირითად სამიზნე აუდიტორიად სტუდენტებს მიიჩნევს, FlexUp – ის აპლიკაციის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, მათ შორის უცხოელ მომხმარებლებსაც. სტარტაპმა 2022 წელს GITA-ს 150 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა და ამ ეტაპზე ბაზარზე ჩაშვების ბოლო ფაზას გადის. FlexUp-ის მიზანი, ქართული ბაზრის ათვისების შემდეგ, უცხოურ ბაზარზე გასვლაა.

ასევე წაიკითხეთ