0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

2023 წლის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი ვაკის საცურაო აუზზე

25-26 მარტს სპორტულ კომპლექსში “ვაკის საცურაო აუზი” 2023 წლის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა.

ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება და ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას საქართველოში.

„ვაკის საცურაო აუზი“ ერთ სივრცეში აერთიანებს უამრავ სპორტულ აქტივობას, მათ შორის: ცურვას, ფიტნესს, დაივინგსს, წყალში ხტომას, ჯგუფური ვარჯიშების სახეობებს: აერობიკა, კრივი, პილატესი და მრავალი სხვა. ამ სახეობათა ჩამონათვალშია მაგიდის ჩოგბურთიც, რომელიც წლების განმავლობაში ვაკის საცურაო აუზის კლუბის წევრებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობაა.

ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ეგიდით წელს მეოთხედ ჩატარდა. წლევანდელი ჩემპიონატი განსხვავებული პრინციპით წარიმართება. შერჩეული მონაწილეები 2 ლიგაში გადანაწილდნენ – A და B ლიგა, საიდანაც B ლიგა მოყვარული, ხოლო A ლიგა – პროფესიონალი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილით, სპორტულ კომპლექსს “ვაკის საცურაო აუზი” უამრავი ახალი კლუბის წევრი დაემატა. მონაწილეობის სურვილი 40-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

2023 წლის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი 30-ზე მეტი სპონსორი და პარტნიორი კომპანიის მხარდაჭერით ჩატარდა, რომლებმაც ვაკის საცურაო აუზის კლუბის წევრებისთვის 150-ზე მეტი პრიზი დააწესეს. ჩემპიონატის გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს სოლიდური საჩუქრები გადაეცათ.

სპორტული კომპლექსი “ვაკის საცურაო აუზი” აგრძელებს ტრადიციას და გეგმავს, მომდევნო ჩემპიონატებს უფრო მასშტაბური სახე მისცეს.

ფოტო: გიორგი აბდალაძე

ასევე წაიკითხეთ