10 წელი iTechnics-თან ერთად

ზუსტად 10 წლის წინ, ქართულ ბაზარზე გაჩნდა კომპანია, სახელად iTechnics. ამ წლების განმავლობაში, მან მომხმარებლის განსაკუთრებული სიყვარული და, რაც მთავარია, ნდობა დაიმსახურა. უკვე წლებია, iTechnics-ი ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანიაა ქართულ ბაზარზე. საიუბილეო თარიღის მისალოცად, iTechnics-ის განახლებულ ფილიალს ვესტუმრეთ, რომელიც პეკინის #13-ში მდებარეობს. აქ განსაკუთრებული საზეიმო განწყობა დაგვხვდა. კომპანიის 10 წლიანი ისტორიის მოყოლა კი, iTechnics-ის გენერალურ დირექტორს, გვანცა მიქუჩაძეს ვთხოვეთ.

გვანცა მიქუჩაძე

როგორ დაიწყო iTechnics-ის ისტორია?

ჩვენი ისტორია 2011 წლის 5 აგვისტოდან იწყება, როდესაც iTechnics-ის გუნდი პირველად შემოვიდა ბაზარზე. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო შეგვექმნა კომპანია, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა Apple-ის ოფიციალურ პროდუქციას შესაბამისი სტანდარტებითა და საგარანტიო პირობებით. Apple-ის ყველა მოთხოვნა შევასრულეთ და 2017 წელს მოვიპოვეთ ოფიციალური რესელერის სტატუსი. ამით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანია ქართულ ბაზარზე.

როგორ შეაჯამებდით განვლილ 10 წელს?

10 წლის მანძილზე, ჩვენი მეგობრული, პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წყალობით, შევძელით გავმხდარიყავით მოწინავე კომპანია Apple-ის ტექნიკის სფეროში. დღეს iTechnics საქართველოში, Apple-ის პროდუქციისა და აქსესუარების რეალიზატორ კომპანიათა შორის, ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი.

ჩვენს ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ Apple-ის პროდუქციის სრული ასორტიმენტი ოფიციალური საგარანტიო პირობებით, დაზღვევით, ყველა საჭირო აქსესუარითა და პროგრამული უზრუნველყოფით.

ამჟამად, iTechnics წარმოდგენილია ოთხი ფილიალით, ერთი express სტენდითა და ერთი მთავარი სერვისცენტრით, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი ტექნიკური მომსახურება Apple-ის ნებისმიერ ტექნიკაზე, მათ შორის iMac-ზე და MacBook-ზე.

Itechnics

ასევე აღსანიშნავია, რომ განვაახლეთ ვებგვერდი, სადაც პროდუქციის ონლაინ შეძენა უსაფრთხო, მოსახერხებელი და მარტივია. პროდუქციის მიტანა კი, იმავე დღეს ხდება, სწრაფად და უფასოდ. თქვენ შეგიძლიათ ონლაინ დაიმტკიცოთ განვადება, გაეცნოთ სიახლეებს საიტის ბლოგში და რაც მთავარია, სპეციალური შეთავაზებების კატეგორიაში (Special Offers), აღმოაჩინოთ საუკეთესო შეთავაზებები მხოლოდ საიტზე შეძენისას.

iTechnics-ში ნებისმიერ შენაძენზე მომხმარებელს გადაეცემა iTechnics-ის უნივერსალური ბარათი iCard, რომელსაც აქვს როგორც ფასდაკლების, ისე დაგროვების ფუნქცია. ბარათით შესაძლებლობა გაქვთ დააგროვოთ ქულები და გადაცვალოთ ისინი iTechnics-ში არსებულ ნებისმიერ პროდუქციაზე.

როგორ შეხვდა კომპანია 10 წლის იუბილეს?

5 აგვისტოს, iTechnics 10 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სრულად განვაახლეთ პეკინის #13-ში არსებული ფილიალი. მისი განახლებული დიზაინი Apple-ის სტანდარტებითაა შესრულებული.

ასევე, 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებელს წარვუდგინეთ ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გზავნილი არის “ემოციების გაზიარება”! ამ ვიდეორგოლით მადლობას ვუხდით მომხმარებელს 10 წლიანი ნდობისთვის, ერთგულებისთვის, ემოციების შექმნისთვის და გაზიარებისთვის.

5 აგვისტოს, კომპანიის ყველა ფილიალში, მომხმარებელს აქამდე არნახული ფასდაკლებები, საჩუქრები, სიურპრიზები შევთავაზეთ. ასევე, ყველა მე-10 მომხმარებელს გადავეცით ექსკლუზიური საჩუქრები.

Itechnics tbilisi

როგორია “აიტექნიკის” სამომომავლო გეგმები?

ჩევენი კომპანია, განვითარების ყველა ეტაპზე, ორიენტირებულია მომხმარებელზე. ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. სწორედ ეს განაპირობებს ლოიალური მომხმარებლის იმ რაოდენობას, რომელიც გვყავს და საფუძველს უყრის მათთან გრძელვადიან ურთიერთობას. ჩვენ, მომავალში გაფართოებას, ახალ ფილიალებს, ბევრ ძალიან საინტერესო და გრანდიოზულ სიახლეს ვპირდებით მომხმარებელს.

კონტაქტი: 2 14 90 90

მისამართები:

თბილისი:

ქავთარაძის N1 ს/ც “სითი მოლი”, მე-2 სართული

პეკინის N13

ჭავჭავაძის N34 ს/ც “პიქსელი”, 1-ლი სართული

ბათუმი:

გორგილაძის N88, “ბათუმი მოლი”, მე-2 სართული

საიტი: www.iTechnics.ge

ფოტო: აზი სვანიძე

ასევე წაიკითხეთ