ზიონი კრწანისში საელჩოებთან 

წინასაახალწლო სითიში სულ სხვა ამბავს მოგიყვებით. ამბავს გამორჩეული, უნიკალური, სულ სხვა ცხოვრების შესახებ, რომელიც კრწანისის დიპლომატიურ უბანში იწყება – “ზიონი კრწანისში საელჩოებთან’’. 

ბრენდის მთავარი განაცხადია – სულ სხვა ცხოვრება, რომელიც სულ სხვა სიმშვიდეს, სუფთა ჰაერს, დაცულობასა და უსაფრთხოებას მოიაზრებს. ამ პარამეტრებს კი ადგილმდებარეობა განსაზღვრავს. ცხოვრების ახალი სტანდარტის დასამკვიდრებლად ზიონის დამფუძნებლებმა თბილისის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ლოკაცია აირჩიეს – კრწანისის დიპლომატიური უბანი. პროექტი მდებარეობს ბრიტანეთის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს, მეზობლად კი განლაგებულია სამი სხვადასხვა ქვეყნის საელჩო და სამთავრობო რეზიდენცია.

ჩვენს დედაქალაქში ჰაერის შემოდინება სწორედ კრწანისის ხეობის გავლით ხდება, შესაბამისად კრწანისი ისტორიულად გამოირჩევა  მიკროკლიმატით, ჯანსაღი ეკოსისტემითა  და პანორამული ხედებით ქალაქზე.

სწორედ ამ ადგილას შენდება ქართულ-ებრაული დეველოპერული კომპანია ზიონის პროექტი – “ზიონი კრწანისში საელჩოებთან’’, რომელზეც მოსაყოლი ბევრია და ამ მასალის მომზადებაში ზიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი – ნათია ცხადაია დაგვეხმარა. 

სულ სხვა ცხოვრება – ბრენდის მთავარი განაცხადი 

,,სულ სხვა ცხოვრების’’ კონცეფცია გულისხმობს სულ სხვა არქიტექტურას, მსოფლიო დონის ინტერიერს, გამორჩეულ ხედსა და სიმწვანეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოვლა-პატრონობას, კომფორტსა და პრივატულობას. 

ზიონის შესახებ 

ზიონი არის ქართულ-ებრაული დეველოპერული კომპანია მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებითა და ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეული ცოდნით, რომელიც საქართველოში საცხოვრებლის აღქმას ცვლის და მომავლის პროექტებს ქმნის. 

– მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრემიალური კომპლექსის აშენებისთვის ბევრი კომპონენტია საჭირო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი არის ლოკაცია. ვეცადეთ, შეგვერჩია ისეთი ადგილი, რომელიც იქნებოდა ეკოლოგიურად სუფთა, დაბალი მტვერიანობითა და გამწვანებული რეკრეაციული ზონებით. ამას გარდა, უსაფრთხოების, პრივატულობის, დაცულობისა და სიმშვიდის გათვალისწინებით, არჩევანი გაკეთდა კრწანისზე. ეს თბილისის სამხრეთ-აღმოასავლეთი გორაკებიანი ადგილია, რომელიც გამოირჩევა რბილი ეკოლოგიური ჰაერითა და ბუნებრივი ეკოსისტემით. – აღნიშნავს ‘’ზიონის’’ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ნათია ცხადაია. 

სულ სხვა არქიტექტურა 

პროექტი ინარჩუნებს ძველი თბილისის იერსახეს; არის დაბალი განაშენიანებისა და ტერასული განლაგების. ფასადზე გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ტერაკოტას ფილები, ფარული რიგელების კონსტრუქცია და 3.40 მეტრი ჭერის სიმაღლე კი უზრუნველყოფს მეტ სივრცეს თითოეულ საცხოვრებელ ბინაში. შენობის არქტირექტურა შემუშავებულია საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია – DEPHANI-ს მიერ.

მსოფლიო დონის ინტერიერის დიზაინი 

კომპლექსის ინტერიერის დიზაინი შეიმუშავა მსოფლიოში აღიარებულმა იტალიელმა  დიზაინერმა – Matteo Nunziati-მ. ინტერიერში გამოყენებული თითოეული დეტალი ქართული ტრადიციისა და თანამედროვეობის ჰარმონიულ ნაზავს წარმოადგენს და მაცხოვრებლების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. პროექტის გამორჩეული ნაწილია 150 მ2 ლობი, რომლის ჭერის სიმაღლეც 7.5 მეტრია და სხვა საერთო სივრცეებთან ერთად ჯანსაღი ცხოვრებისა და განტვირთვის ყველა პირობას ქმნის.

,,ზიონზე მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კავკასიის რეგიონში ჩვენი პირველი პროექტია. უზარმაზარ ძალისხმევას ვდებთ და თითოეულ დეტალს მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ. პროექტის დიზაინი თანამედროვე ხედვითა და ევროპული მასალებით იქმნება, თუმცა მეორე მხრივ,  შთაგონებულია ძველი თბილისის არქიტექტურით, ხალიჩების ტრადიციული ორნამენტებითა და იტალიური ეზოების კულტურით. 

თბილისში სტუმრობისას თქვენი დედაქალაქის ძველ უბნებს ვესტუმრე და აღფრთოვანებული დავრჩი ქალაქის მდიდარი ისტორიით – განსაკუთრებით კი ევროპისა და აზიის კავშირით, დიდი აბრეშუმის გზის კვალით თბილისზე.” – აღნიშნავს იტალიელი დიზაინერი მატეო ნუნზიატი ჩვენთან საუბრისას. 

სულ სხვა ხარისხი 

პროექტი გამორჩეულია 150 წლიანი გამოცდილების შვეიცარიული ბრენდი Schindler-ის ექსკლუზიური ლიფტებით, ესპანური პრემიუმ ბრენდი “კორტიზოს” ალუმინის კარ-ფანჯრებითა და სკანდინავიური ბრენდი Akukon-ის სტანდარტის შესბამისი 60 დეციბელამდე ხმის იზოლაციით.

ჭკვიანი კომპლექსი 

ჭკვიანი სისტემებით თანამედროვე სამყაროში ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ზიონი აქაც სულ სხვა მიდგომას, გამოცდილებასა და ხედვას სთავაზობს კომპლექსის მაცხოვრებლებს: 

,,თანამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი სივრცე ფეხს უწყობდეს მისი ცხოვრების რიტმს და ამასთანავე აგრძობინებდეს თავს უსაფრთხოდ. ზიონის მაცხოვრებელი სახლში დაბრუნებისთანავე იგრნობს კომფორტსა და დაცულობას: პარკინგის შესასვლელში მას ხვდება ჭკვიანი ბოძწკინტები, რომელიც ამოიცნობს მანქანის ნომერს, დაპარკინგების შემდეგ კი უკვე ჭკვიანი სისტემებით მართული ლიფტი ელოდება. კომპლექსში შესვლა-გამოსვლა კონტროლდება უახლესი ტექნოლოგიის QR სისტემით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ გამორჩეულ და სანდო ბრენდებთან, რომლებიც ინოვაციურ მიდგომებს გვთავაზობენ, ისეთ სისტემებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არავის გამოუყენებია.

ეს კომპლექსი ინოვაციისა და ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს. ერთი მხრივ, ზიონის მაცხოვრებლები ძველი თბილისური ეზოს ატმოსფეროში იცხოვრებენ, განტვირთვისა და დასვენების საერთო სივრცეებით, მეორეს მხრივ, მათი პირადი სივრცე დაცული იქნება და თვითგამოხატვაში ხელს არავინ შეუშლის. შესაბამისად, ბინები ჭადრაკული პრინციპითაა განლაგებული, რათა შევუქმნათ პრივატული გარემო და კარის გაღებისას არ დაირღვეს ოჯახის სიმყუდროვე.  

ასევე გვაქვს სრულად გამწვანებული შიდა უმანქანო ეზო, სადაც გათვალისწინებულია 20-მეტრიანი აუზი, რომელიც ზამთარში გათბება. 4000 კვ.მ.-მდე რეკრეაციული ზონის გამწვანებაზე ზრუნავს ლანდშაფტის არქიტექტორი, რომელმაც შეიმუშავა 5-წლიანი დენდროლოგიური გეგმა, შეინარჩუნა ტერიტორიაზე არსებული გამწვანება და გაამდიდრა 300-მდე ახალი ხე-მცენარით.’’ – ნათია ცხადაია, ზიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

30 კვ.მ.-იანი საინვესტიციო ბინებიდან – 450 კვ.მ-იან პენტჰაუსებამდე 

კომპლექსი შედგება 5 ბლოკისგან, თითოეულში გათვალისწინებულია შინდლერის 2 ლიფტი და სამდონიანი ჭკვიანი პარკინგი. ყველაზე პატარა სტუდიოს ტიპის ბინები 30 კვ.მ.-დან იწყება და 450 კვ.მ-ის ფართის პენტჰაუსებამდე აღწევს, საიდანაც იშლება შეუდარებელი ხედები ქალაქსა და კრწანისის ეკოსისტემაზე. 

კომპლექსის მოვლა-პატრონობის საერთაშორისო სერვისი 

ზიონი თანამშრომლობს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ებრაულ კომპანიასთან – Capital Maintenance, რომელსაც აქვს 15-წლიანი გამოცდილება A-კლასის ბიზნეს ცენტრების, პრემიალური კომპლექსებისა და სასტუმროების მოვლა-პატრონობის მიმართულებით.
სულ სხვა მოვლა-პატრონობა არ მოიაზრებს მხოლოდ კონსიერჟის მომსახურება, არამედ შემდეგ სერვისებს: საერთო სივრცეების რეგულარული დასუფთავება, ელექტროგენერატორის მართვა-მომსახურება, გამწვანება და მებაღეობა, სადარბაზოებისა და ლიფტების მოვლა, 24/7 უსაფრთხოების მონიტორინგი, სახანძრო სისტემების მომსახურება, წყლის რეზერვუარების მონიტორინგი და საერთო აგრეგატების მოვლა-პატრონობა. 

0 კომერციული ფართი კომპლექსში 

‘’ზიონის კომპლექსში არ არის გათვალისწინებული არც ერთი კომერციული ფართი. ვეცადეთ ის მინუსები, რომელიც კომერციული ფართების გაქირავებას შემოაქვს კომპლექსის ტერიტორიაზე – მაგალითად უცხო პირების მიმოსვლა, ზედმეტი ავტომობილების გადაადგილება ეზოში – აგვერიდებინა ეს დისკომფორტი მობინადრეებისთის და კომერციული ფართის არარსებობა გვექცია გამორჩეულ უპირატესობად. ეს კომპლექსი არის ზიონის მაცხოვრებლებისთვის, აქ უცხო ადამიანების შემოსვლა ძალიან გაჭირდება და ინფრასტრუქტურითან მხოლოდ მოსახლეობა ისარგებლებს’’ – გვიყვება ნათია ცხადაია. 

‘’ზიონის’’ მომავალი მაცხოვრებლები 

„სითის“ ამ სტატიის მომზადებისას არაერთხელ ვესტუმრეთ პროექტს “ზიონი კრწანისში საელჩოებთან’’, წყნარ და მშვიდ გარემოში ზიონის გაკრიალებული მშენებლობის პროცესს ადევნებ თვალს, რომელიც 19 თვეში დასრულდება; გაყიდვების ოფისს პერიოდულად მომავალი მობინადრეები სტუმრობენ. ამ სიჩუმეში და ცოტა ტოსკანურ გარემოში უნდა მიიღო, ალბათ, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შენს ცხოვრებაში და იცხოვრო სულ სხვა ადგილას, ზიონში – კრწანისში საელჩოებთან!

„ადამაინებს რა მოსწონთ?  თავიანთ სახლში შემოქმედებითად ცხოვრება; ვცდილობთ მათ შევთავაზოთ ისეთი სახლი, რომელსაც რომ შეიძენ, აღარ გაყიდი. ეს არაა მათთვის  მორიგი  კომერციული  ნაბიჯი, აქ ადამიანებს უნდათ ცხოვრება  ოჯახებით  და ჩვენი სურვილი და მიზანიც  სწორედ ამ გარემოს შექმნა იყო“- დამშვიდობებისას მთავარს გვიზიარებს ჩვენი რესპონდენტი ნათია ცხადაია.

ასევე წაიკითხეთ