0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ვიქენდი ეშლი პარკთან ერთად

დანიშნულების ადგილიხმელთაშუა ზღვა.

მსახიობ ეშლი პარკთან ერთად შექმნილი Weekend Max Mara – ს ახალი 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის Signature კოლექცია სახელწოდებით “ვიქენდი ეშლი პარკთან ერთად” იდეალურ, მსუბუქ, ჰაეროვან და მეოცნებე ზაფხულის პეიზაჟს წარმოადგენს, რომელიც შექმნილია როგორც ქალაქისთვის, ასევე ზღვისპირა გარემოსთვის. 

პარკმა, რომელიც ცნობილია თავისი როლებით Beef – ში, Only Murders in the Building – ში, Joy Ride – ში და განსაკუთრებით პოპულარულ სერიალში “ემილი პარიზში”, წარმოიდგინა მრავალფუნქციური გარდერობი, რომელიც ნებისმიერი დანიშნულების ადგილისა და შემთხვევისთვისაა შესაფერისი. პარიზის ხალხმრავალი ქუჩებიდან მზით გაჯერებულ ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე, ელეგანტური ხაზითა და La Dolce Vita – ს დაუდევარი ხიბლით გაჟღენთილი კოლექცია ბუნებრივ მშვენიერებასა და გლამურს ასახავს რაც ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავლებისთვისაა შესაფერისი.

“კოლექციის საერთო განწყობა ზაფხულის მხიარულ სიცოცხლეს და იმ დაუვიწყარი მომენტების სიხარულსა და სიმსუბუქეს ასახავს, რომლებსაც ხმელთაშუა ზღვის თვალწარმტაც სანაპიროებზე დასვენებისას განვიცდით. ჩვენ გვსურდა გადმოგვეცა ის გლამურული სული, რომელიც სერიალ „ემილი პარიზშია“ და ის ავთენტური და მრავალმხრივი არჩევანი შეგვექმნა, რომელიც დახვეწილობას, კეთილდღეობის შეგრძნებას და კომფორტს შიკურ წონასწორობასთან აერთიანებს. თითოეული სამოსი იდეალური სამოგზაურო თანამგზავრია” – ამბობს ეშლი პარკი.

კოლექციის მოდელები მხიარული, ფლირტული და დახვეწილია. მათში იგრძნობა დროის მიღმა არსებული, თუმცა ენერგიული სიმსუბუქე, ასევე გამოირჩევა რეტრო ფემინურობის შტრიხებით, რაც გამოხატულია მომხიბვლელი ქვიშის საათის ფორმის ან სრული, გამოკვეთილი სილუეტებითა და ნატიფი დეტალებით.

კოლექციაში წარმოდგენილია Weekend Max Mara-ს რამდენიმე გადააზრებული კლასიკური ელემენტი, მათ შორის ტრენჩი, დამშვენებული ფუნჯის სტილის ექსკლუზიური პრინტით და ელეგანტური კაბები – დახვეწილი სწორი სილუეტები, დახვეწილი შიფონის შიფტები, მხრებჩამოშვებული გაშლილი მოდელები და მსუბუქი მინი კაბები. ლაიტმოტივად გვხვდება კომბინაციები: ზედები – მოცულობით ქვედაბოლოებზე, ხალტერ ტოპები – ქვედაბოლოებთან და მოკლე ბლუზები – ვიწრო შარვლებთან.  

შეხებაზე ნაზი და მსუბუქი, მაღალი ხარისხის ბამბა და სელი კოლექციის მთავარ აქცენტს წარმოადგენს. ისინი ხშირად გამდიდრებულია შიკური პრინტებით, რომლებიც ერთდროულად ნატიფი და შთამბეჭდავია – ფაქიზი ან აბსტრაქტული ფლორალური მოტივები და ასიმეტრიული, ბუნდოვანი უჯრული ნახატები. დენიმი კი იდეალური სიმსუბუქით და თანამედროვე ტექსტურითაა დამუშავებული.

ფერთა პალიტრა აერთიანებს ნაზი შერბეტისა და ახალ ტონებს, ძვირფასი ქვების ფერებს, ვარდისფერისა და ცისფერის ელფერებს.

ბრენდის Signature Pasticcino ჩანთა იდეალურად ასახავს ზაფხულის ვიბრაციას, შესრულებული ბამბის ტილოს კომბინაციებით – დაბეჭდილით ან ერთტონიანით, დახვეწილი ნაქსოვი კალათის სტრუქტურით და დამახასიათებელი ნაქსოვი ბურთულებით. ამ სეზონურ ლუქებს თასმებიანი სანდლები, მარგალიტებით მორთული ბადისებრი ბრტყელი სლინგბეკები და ცოცხალი სამკაულები ავსებს.

იქნება ეს ქალაქის ქუჩებში გასეირნება თუ სანაპიროზე დღის გატარება, მოემზადეთ მზეში სტილური გართობისთვის.

Weekend Max Mara 1983 წელს ვიქენდისთვის განკუთვნილი ყოველდღიური საგარეო ტანსაცმლის გამოშვებით დაიწყო, ამჟამად კი ავთენტური იტალიური “ლაიფსთაილ” ხაზია თავისი უნიკალური იდენტობითა და რელევანტური თვისებებით. დღესდღეობით ვიქენდ მაქს მარას ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო კოლექციები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აბალანსებს დღევანდელობასა და მარადიულობას.

თანამედროვე და დახვეწილი არჩევანი აერთიანებს ფორმალურ და არაფორმალურს, რაც მას თავსებადს ხდის სხვადასხვა გარემოებებისთვის და მისი ყოველდღიური ელეგანტური მოდელები თავისუფალი ქალებისთვის იქმნება, რომელთა ინდივიდუალიზმი მოდის და სეზონების საზღვრებს სცდება. ბრენდის Signaturi Capsule კოლექციები შექმნილი ან შთაგონებული ცნობილი ადამიანების მიერ, კრეატიულია და ყოველ სეზონზე ინტერპრეტაციას უკეთებს ბრენდის სტილს რითიც უნიკალური გარდერობი იქმნება. Weekend Max Mara დაახლოებით 250 მონობრენდულ მაღაზიასა და წამყვან უნივერმაღებშია ხელმისაწვდომი.

ასევე წაიკითხეთ