ქალაქის დინამიკა ადამიანს მუდმივ მოძრაობაში ამყოფებს – სამსახური, ვალდებულებები, სოციალური რიტმი. ამის ფონზე, საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა ხშირად ფუფუნებად გვესახება. თუმცა, სინამდვილეში სწორედ ეს არის ენერგიის, ჯანმრთელობისა და შინაგანი ბალანსის შენარჩუნების აუცილებელი პირობა. არსებობს ადგილები, სადაც ეს მარტივად ხდება – გარემო, რომელიც პირველივე წუთიდან გაძლევს განცდას, რომ ყოველდღიური რუტინა შენგან შორს არის!
„სამ რაან სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი“ სწორედ ასეთი სივრცეა – დახვეწილი ესთეტიკა, პროფესიონალიზმი და გარემო, რომელიც შენზე ზრუნავს. ბრენდი წლების განმავლობაში ქალაქის (და არა მხოლოდ) ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცედ ჩამოყალიბდა. მის კონცეფციასა და განვითარების გზაზე „სითის“ ესაუბრა „სამ რაან სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის“ ბრენდ მენეჯერი – ეკა ბახტაძე.

სივრცის კონცეფციისა და დიზაინის უნიკალურობა
– ცენტრი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – როგორც საუკეთესო სპა ცენტრმა და როგორც გამორჩეული ინტერიერის მქონე სივრცემ. ერთ-ერთ საერთაშორისო დაჯილდოებაზე „სამ რაანი“ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ინტერიერის მქონე სპა-ცენტრადაც დასახელდა.
რა ქმნის ამ სივრცის უნიკალურობას და როგორ იქმნება განსხვავებული გამოცდილება სტუმრისთვის?
– ჩვენი კონცეფციის მთავარი ღირებულება არის უნიკალური გარემო და სპა ზონების მრავალფეროვნება ერთ სივრცეში – სტუმარს შეუძლია მიიღოს სრული მომსახურება, რომელიც აერთიანებს რელაქსაციას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ესთეტიკურ სიამოვნებას. აქ ერთ სივრცეში თავმოყრილია როგორც კლასიკური, ასევე უნიკალური სივრცეები. კომპლექსი მოიცავს აუზს, სხვადასხვა სახის საუნას, ფიტნეს ზონას, სათავგადასავლო და შოკ-შხაპებს, ყინულის შადრევანს, თურქულ აბანოსა და სამასაჟო სივრცეს, სადაც სპა-პროცედურების ფართო არჩევანია. ერთ-ერთი უნიკალური მიმართულებაა ჰიმალაის მარილის ოთახი – მარილიანი ჰაერი დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, განსაკუთრებით რეკომენდებულია ქრონიკული რესპირატორული პრობლემების დროს. ასევე, გვაქვს ფლოტაციის აუზი, მკვდარი ზღვის მინერალებით გაჯერებული, მაღალი სიმკვრივის და კონცენტრაციის მარილიანი წყალი. წყლის ზედაპირზე ტივტივისას, დუნდება ყველა კუნთი და სახსარი. ეს პროცესი იძლევა უწონობის შეგრძნებას, იწვევს სტრესის შემცირებას, ძილის გაუმჯობესებას, სრულ რელაქსაციას და ასევე, გამაჯანსაღებელ ეფექტს კანსა და ძვალსახსროვან სისტემაზე.


რა როლს ასრულებს პროფესიონალიზმი და გუნდის გამოცდილება სპა სივრცის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაში?
– პროფესიონალიზმი ჩვენთვის ფუნდამენტურია. გვყავს საერთაშორისო სპეციალისტები ტაილანდიდან, ინდონეზიიდან, თურქეთიდან. ასევე, მაღალკვალიფიციური ადგილობრივი გუნდი. რეგულარული ტრენინგები გვაძლევს საშუალებას მომსახურების სტანდარტი მუდმივად მაღალ ნიშნულზე შევინარჩუნოთ.
სახელწოდება „სამ რაან“ ტაილანდური სიტყვიდან მოდის და სიამოვნებას, დასვენებასა და ტკბობას ნიშნავს – იდეას, რომელიც სივრცის ფილოსოფიას სრულად გამოხატავს. ინტერიერი „სამ რაანის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილებაა. ამ გარემოს აზიური ელემენტებისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმა ქმნის. თითოეული სარელაქსაციო სივრცე განსხვავებული და უნიკალურია. დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება – სურნელი, განათება, მუსიკა ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, სადაც ადამიანი ყოველდღიურობას მარტივად სცილდება.
გამორჩეული სპა გამოცდილებები
რომელი ელემენტების ერთობლიობა ქმნის სტუმრისთვის სრულყოფილ სპა გამოცდილებას?


„სამრაანში“ პროცედურები მორგებულია სტუმრის საჭიროებასა და სურვილებზე. ეს იქნება გამაჯანსაღებელი თუ სარელაქსაციო, ძლიერი თუ მსუბუქი, წყვილის თუ ინდივიდუალური, სპა პაკეტის თუ საცალო პროცედურის სახით. შერჩეულ პროცედურასთან ერთად, სტუმარს საშუალება ეძლევა დაისვენოს სპა-ცენტრის სხვადასხვა სარელქასაციო ზონაში დროში შეუზღუდავად. აუზთან გვაქვს ბარი მსუბუქი მენიუთი და ჩაის ფართო ასორტიმენტით. ასევე, ვთავაზობთ კოსმეტოლოგის და სილამაზის სალონის მომსახურებებს, სტუმარმა რომ მოწესრიგებულმა დატოვოს სპა-ცენტრი. ეს დამატებით კომფორტს უქმნის მათ.
სეზონური შეთავაზებები და სპეციალური პროგრამები
სეზონურ შეთავაზებებს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობთ. სადღესასწაულო პერიოდებში სულ ვცდილობთ განსაკუთრებული შეთავაზებები გვქონდეს. ზამთარში მოთხოვნადია თბილი თერაპიები და ცხელი ქვების მასაჟი. გაზაფხულზე – ვარდის რიტუალები, ზაფხულში – ლავანდას, ლოტოსის და სხვა მცენარეული პროცედურები. შემოდგომაზე კი აქტუალურია ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამა, ღვინის თერაპია – სრულყოფილი სპა-პაკეტი, რომელიც მოიცავს ღვინის აბაზანას ყურძნის ჭყლეტის რიტუალით, ყურძნის წიპწის სკრაბსა და ანტიოქსიდანტურ ნიღაბს, ყურძნის წიპწის ზეთოვან სარელაქსაციო მასაჟსა და სახის მოვლის პროცედურას. ამ რიტუალს ასრულებს თბილი გლინტვაინი ხილით. ღვინის თერაპიის პაკეტი განსაკუთრებით საინტერესოა უცხოელი სტუმრებისთვის.
წლების განმავლობაში სივრცე მუდმივად ვითარდებოდა – დაემატა ახალი სივრცეები, შეიცვალა ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა სერვისები. განვითარების პროცესი კი მუდმივად გრძელდება.


გზავნილი მომხმარებლებს
– ვეტყოდი, საკუთარ თავს მეტი ყურადღება დაუთმონ. გაანებივრონ და გაახარონ ახლობლები სამ რაან სპას სასაჩუქრე ვაუჩერებით. სპა არ არის მხოლოდ კომფორტი – ეს არის ჯანმრთელობისა და ემოციური ბალანსის აღდგენა. სხვადასხვა პროცედურის გამოცდა კი ადამიანს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალური ეფექტი მიიღოს.
***
თანამედროვე სამყაროში კეთილდღეობა უკვე ფუფუნება აღარ არის – ის ცხოვრების ხარისხის აუცილებელი ნაწილი გახდა. „სამ რაან სპა“ სწორედ ამ იდეას ემსახურება. დღეს დასვენება უკვე არჩევანი აღარ არის, ის ბუნებრივი საჭიროება ხდება.
დანარჩენი კი, ნამდვილად, საკუთარი გამოცდილებით უნდა აღმოაჩინოთ!
“სამ რაან სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი”
მისამართი: თბილისი, იალბუზის 14




