0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული

პირველი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

12-18 მაისს, ICF საქართველო მეშვიდედ მასპინძლობს ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულს, რომელიც წელს განსაკუთრებული მასშტაბით და მნიშვნელობით ტარდება. მთელი მაისის განმავლობაში დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები, ხოლო 18 მაისს პირველად გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში, რომელიც განათლებაში ქოუჩინგის როლს მიეძღვნება.

ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მონაწილეობა 11 უფასო ვებინარში, დაესწროს 3 საჯარო დემო სესიას და ისარგებლოს პრო ბონო ქოუჩ სესიებით. ეს შესანიშნავი შესაძლებლობააა მათთვის, ვინც დაინტერესებულია პიროვნული განვითარებით, პროფესიული ზრდითა და ქოუჩინგის პრაქტიკული ეფექტით.

მთავარი ღონისძიება,  18 მაისის საერთაშორისო კონფერენცია,  განათლებაში ქოუჩინგის გავლენას გაანალიზებს. წამყვანი სპიკერები ადგილობრივ და გლობალურ დონეზე გაგიზიარებენ ხედვებს და გამოცდილებას:

–  როგორ უწყობს ქოუჩინგი ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას

– როგორ აძლიერებს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას

–  როგორ იქმნება ნდობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო

ICF საქართველოსთვის 2025 წელი ორმაგად სიმბოლურია — ორგანიზაცია აღნიშნავს არსებობის 5 წლის იუბილეს, ხოლო ICF-ის გლობალური ქსელი — 30 წლისთავს.

ღონისძიებების სრულ განრიგს და მონაწილეობის დეტალებს გაეცანით:
https://icf.ge/events.php?cat=4

ასევე წაიკითხეთ