პარფიუმერული ქსელი Voulez-Vous • ვულე ვუ წარმოგიდგენთ ამ სეზონის სიახლეებს

გაზაფხულზე Calvin Klein – ი საკულტო არომატების ხაზს — euphoria elixirs ახალი სუნამოებით აფართოებს.  კამპანიის სახე, ბრენდის გლობალური ელჩი, მსოფლიო ვარსკვლავი, ROSALÍA  გახდა. მომღერალი, რომელიც ცნობილია ჟანრების შერწყმითა და გამორჩეული ვიზუალური სტილით, იდეალურად გამოხატავს თანამედროვე ქალის ბუნებას. მისი მეშვეობით, სურნელი იქცა არა უბრალოდ პარფიუმად, არამედ ემოციურ მოგზაურობად, რომელიც სამივე ახალი არომატის ინდივიდუალურ ენერგიას გადმოსცემს.

“euphoria elixirs  სავსეა ენერგიით, გამოხატვის შესაძლებლობითა და მრავალფეროვნებით!“ – ამბობს ROSALÍA . „სამივე სურნელი საკუთარ განწყობას წარმოაჩენს.  ვანილის ნოტები კი, კანზე თბილ და ნაცნობ შეგრძნებას ქმნის.  Calvin Klein – ის შრომისმოყვარე გუნდთან შეხვედრა ჩემი ოცნება იყო!

19 თებერვალს, ნიუ-იორკი euphoria elixirs -ის ოფიციალურ პრეზენტაციას უმასპინძლებს, სადაც სამ ახალ არომატს ბრენდის გლობალური ელჩი — ROSALÍA  წარადგენს. თითოეული სუნამო განსხვავებულ ენერგიას, ხასიათსა და ემოციას ატარებს, რაც მათ სრულიად უნიკალურს ხდის.

რას იგრძნობთ ახალ არომატებში?

Calvin Klein – მა მოახერხა შეენარჩუნებინა ლეგენდარული euphoria – ს დნმ-ი, თუმცა მას სრულიად ახალი სიცოცხლე შთაბერა;

• ვანილის ნოტები: სამივე ახალ არომატს დამატებული აქვს ვანილის თბილი და მიმზიდველი აქცენტები, რაც სურნელს მეტ სიღრმეს სძენს.

• ორქიდეის ელეგანტურობა:  ორქიდეის დახვეწილი ფენა არომატებს იმ ორიგინალურ და ნაცნობ შარმს უნარჩუნებს, რომლითაც euphoria – მ მსოფლიო წლების წინ დაიპყრო.

პარფიუმერიის მოყვარულებს ლოდინი დიდხანს არ მოუწევთ – euphoria elixirs – ის გაყიდვები მარტის თვიდან დაიწყება.

 ვანილის სამი სახე  euphoria elixirs – ში

ახალი კოლექციის მთავარი გმირი ვანილია. თუმცა, Calvin Klein – მა ის სრულიად ახლებურად დაგვანახა. თითოეული  ვანილის არომატის განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავს — ნედლი სიმწვანიდან, მზისგან გამომშრალ, თბილ ნოტებამდე.

გაიცანით სამი ახალი ელექსირი, რომლებიც თქვენს ინდივიდუალურობას გაუსვამს ხაზს:

solar elixir (მზის ელექსირი) – სიხარულის ენერგია

ეს არის კაშკაშა და სიცოცხლით სავსე სურნელი. წარმოიდგინეთ მზისგან გამთბარი კანი და ზაფხულის ოქროსფერი ბზინვარება.

• მთავარი ნოტები: წვნიანი მანგო და ვანილი;

• განწყობა: მანათობელი, ენერგიული და პოზიტიური;

• პარფიუმერი: ნიკოლას ბონევილი;

 magnetic elixir (მაგნიტური ელექსირი) – დაუძლეველი მიმზიდველობა

მდიდარი და ტკბილი არომატი, რომელიც თბილი შეხებასავით რჩება კანზე. ის იპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას თავისი რბილი სენსუალურობით.

• მთავარი ნოტები: მუშკის ვანილი, ამბრეტი და ორქიდეა;

• განწყობა: რომანტიკული, ინტიმური და თავდაჯერებული;

• პარფიუმერი: კაროლინ დიუმური; 

bold elixir (თამამი ელექსირი) – ძლიერი ხასიათი

ეს არის ყველაზე ინტენსიური და იდუმალი არომატი კოლექციაში. შემწვარი ვანილის სიღრმე და შებოლილი ნოტები მას განსაკუთრებულ სიმკვეთრეს სძენს.

• მთავარი ნოტები: მუხის ხე, შებოლილი ორქიდეა და ჟასმინი;

• განწყობა: თამამი, ინტრიგებით სავსე და შეუვალი;

• პარფიუმერები: კარლოს ბენაიმი, დომიტილ მიშალონი, კაროლინ დიუმური;

დიზაინი: კლასიკური ფორმა, ახალი ფერები;

euphoria – საკულტო, სკულპტურული ფორმის ბოთლი ამჯერად კაშკაშა ფერებით ბრუნდება. თითოეული არომატის ხასიათი მის შეფუთვაშიც აისახა:

• ვარდისფერი (magnetic), იისფერი (bold) და ყვითელი (solar).

მონოქრომატული დიზაინი და ნათელი ტონები ხაზს უსვამს კოლექციის ახალგაზრდულ ენერგიასა და თავისუფლების იმ სულისკვეთებას, რომელსაც კამპანიის სახე — ROSALÍA  გადმოსცემს.

მისი შეძენა შეგიძლიათ “ვულე ვუ”-ს ფილიალებში  ასევე,

ონლაინ მაღაზიაში:  https://voulez-vous.ge/

Facebook : Voulez-Vous • ვულე ვუ 

Instagram: Voulez_Vous_perfumery

ხელმისაწვდომია 100 მლ, 50 მლ, 30 მლ ზომებში.

ასევე წაიკითხეთ

vertical horizontal