„სითის“ და „ნიკორას“ ერთობლივი კულინარიული პროექტისთვის მსახიობ ნინო გაჩეჩილაძეს ვეწვიეთ სახლში. ამჯერად, მას მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი კერძის მომზადება ვთხოვეთ „ნიკორას“ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით: ჰოთ დოგი „ნიკორას“ სოსისით „პიკანტური“ და ღვინოში კარამელიზირებული ხახვით. ჩვენს ინტერვიუში კი, თქვენ გაიგებთ როგორი კულინარია ნინო გაჩეჩილაძე, როგორი კერძების მომზადება უყვარს თავისუფალ დროს და ასევე, უახლეს ამბებსაც გაგიზიარებთ მსახიობის ცხოვრებიდან.
რამდენად საინტერესოა თქვენთვის კულინარია, რა კერძებს ამზადებთ სახლში და რა სიხშირით?
კულინარია ჩემთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ის ჩემთვის შემოქმედებით პროცესთან ასოცირდება. ძალიან მეზარება ხოლმე სახლის დალაგება და სარეცხის ან ჭურჭლის გარეცხვა. თუმცა, არასდროს მეზარება კერძების მომზადება. განსაკუთრებით, თუ რაიმე ახალს და ექსპერიმენტულს ვამზადებ. მიყვარს ახალი გემოების აღმოჩენა. ხშირად ვამზადებ ხოლმე მაგალითად, „ნიკორას“ შაშხისგან იტალიურ კარბონარას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძი ძალიან კალორიულია, მაინც არასდროს ვამბობ მასზე უარს. ზოგადად, იტალიური სამზარეულო ძალიან მიყვარს. ისევე, როგორც ქართული.
„ნიკორამ“ იცის, რომ მისი პროდუქციის ხშირი მომხმარებელი ხართ და თქვენთვის მარტივი, გემრიელი რეცეპტი შექმნა: სოსისი “პიკანტურით“ მომზადებული ჰოთ–დოგი. მოგეწონათ?
„ნიკორა“ ქართული ბრენდია და ამავდროულად, ძალიან ხარისხიან და გემრიელ პროდუქციას სთავაზობს მოხმარებელს. უკვე წლებია, რაც მათი მოხმარებელი ვარ. ყოველთვის ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას ქართულ პროდუქციას, თუკი ბრენდი მაღალი ხარისხისაა. წლების მანძილზე „ნიკორამ“ საგრძნობლად გააფართოვა ასორტიმენტი. თითქმის არ არის ისეთი პროდუქტი, რომ არ იყოს წარმოდგენილი მათ მაღაზიებში. ამიტომ, თუ ხორცპროდუქტების მოყვარული ხართ, აქ ყველაფერს ნახავთ.
ჰოთ დოგი ჩემი ერთ – ერთი ყველაზე საყვარელი კერძია. ყველაზე მეტად მანაყრებს ალბათ იმიტომ, რომ მასში ხორცპროდუქტია. ეს რეცეპტი, რომელიც “ნიკორამ” შემომთავაზა, სრულიად ახალია ჩემთვის, მაგრამ ძალიან გემრიელი და პიკანტური გემო აქვს. ვერც ვიფიქრებდი კარამელიზირებული ხახვი ასე თუ მოუხდებოდა ჰოთ დოგს. რა თქმა უნდა, სხვა დროსაც მოვამზადებ ხოლმე სტუმრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის.
ტელემაყურებლისთვის, წლების მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი “ჩემის ცოლის დაქალები” იყო. ფილმის პერსონაჟების ცხოვრების ეპიზოდები ბევრისთვის ხშირად განხილვის საგანი ხდებოდა. ხომ არ გწყდებათ გული ამ სერიალის დასრულების გამო?
მართალია, მაყურებელი წლების მანძილზე პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობდა და ახლა, როდესაც სერიალი დამთავრდა, ყველაზე მეტად მათ დასწყდათ გული. მეც, ცხადია, გული მწყდება, რადგან ჩცდ-ს უკავშირდება ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. როგორვ ყველა დანარჩენი, ეს სერიალიც დასრულდა…
რა ხდება თქვენს კარიერაში ახლა ?
ამჟამად ვთამაშობ თეატრში. (ისევე, როგორც სერიალამდე.) ვფიქრობ, თუ საშუალება და სურვილი იქნება, დავუბრუნდები ტელევიზიას რაიმე ახალი პროექტით. ვნახოთ, ჯერ ყველაფერი იდეის დონეზეა…
დაბოლოს, ნანატრი და დამსახურებული ზაფხულის არდადეგები, რომელიც თქვენ სექტემბრისთვის შემოინახეთ
დიახ, ამჟამად ბათუმში ვარ ჩემს ოჯახთან ერთად. ეს ქალაქი ბავშვობიდან მიყვარს და ზაფხულის მოსვლა იმიტომ მიხარია, რომ ვიცი, ზღვაზე უნდა წავიდე. ზოგადად, დასვენება და მოგზაურობა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დასვენებისა და ძალების აღდგენის გარეშე, უბრალოდ, გამოვიფიტებით და მუშაობის გაგრძელებას ვერ შევძლებთ. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტად დავისვენოთ და ნაკლები ვიმუშაოთ!:)
„ნიკორას“ რეცეპტი
ჰოთ დოგი „ნიკორას“ სოსისით „პიკანტური“ და ღვინოში კარამელიზირებული ხახვით.
● „სპეცი პიკანტური“ – 1 ცალი
● ჰოთ დოგის პური – 1 ცალი
● მდოგვი – 40 მლ.
● თეთრი ხახვი – 150 გრამი
● წითელი ღვინო – 300 მლ.
● შაქარი – გემოვნებით
● პარმეზანი – 25 გრამი
● კაპერსი – 15 გრამი
● მარილი – გემოვნებით
● ზეთი
მომზადების წესი:
პირველ რიგში, მოვამზადოთ კარამელიზირებული ხახვი – გავჭრათ ხახვი ჯერ შუაზე და შემდეგ დავჭრათ ფენებად. დავბრაწოთ მანამ, სანამ არ გახდება კარგი ოქროსფერი. შემდეგ დავასხათ ღვინო, მოვაყაროთ შაქარი და მარილი გემოვნებით. ვადუღოთ მანამ, სანამ სითხე არ აორთქლდება ბოლომდე. პარალელურად, დავბრაწოთ სოსისები, გავხუხოთ ჰოთ დოგის პური და მოვათავსოთ სოსისი პურში. მოვასხათ მდოგვი, დავადოთ კარამელიზირებული დაჭრილი ხახვი, კაპერსი და მოვახეხოთ პარმეზანი.
ტექსტი: თეა ხოფერია
ფოტო: LIG Studio; ნატატო ასანიძე