New Nordic-ით საქართველოში ჯანმრთელობისა და სილამაზის ახალი ერა დაიწყო. სკანდინავიური პრემიუმ ბრენდი საზოგადოებას ბიოლის საოცარ სივრცეში წარედგინა. პრეზენტაციაც განსხვავებული სტილით გადაწყდა: მცირე ექსკურსი გაშლილი პანელური დისკუსიის სახით, კითხვებით, პასუხებით. ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა ადგილზევე გაცნობოდა სკანდინავიურ ბრენდს და საჭირო ინფორმაცია მიეღო.


ბრენდის ფილოსოფიას გადმოსცემდა New Nordic საქართველოს მიერ მომზადებული ვიდეოისტორია, სადაც მშვენიერი სალომე ღვინიაშვილი ადასტურებს მარტივ ჭეშმარიტებას სილამაზე და ჯანმრთელობა ეს შინაგანი და გარეგნული ჰარმონიაა – Beauty in and Out! – გვახსენებს New Nordic.


სკანდინავიური ბრენდი გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ საკვებ დანამატებს ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის.


New Nordic დაარსდა 1990 წელს. 35-წლიანი გამოცდილების მქონე შვედური ბრენდი დღეს მსოფლიოს 45 ქვეყანაში სარგებლობს მომხმარებლის ნდობით. ის ლიდერის პოზიციას იკავებს ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში.


ყველა პროდუქტი 100%-ით ნატურალური და ვეგანურია – შექმნილი ჩრდილოეთის ველური ბუნების წიაღში მოპოვებული უმაღლესი ხარისხის მცენარეული ნედლეულის, ვიტამინებისა და მინერალებისგან.


New Nordic იყენებს 400-ზე მეტ განსხვავებულ რეცეპტს, ყველა მცენარე გადის საფუძვლიან სამეცნიერო კვლევას და მისი ეფექტიანობა ლაბორატორიებში მოწმდება .


ნიუ ნორდიკის ლოგოში დატანილი ვერცხლისფერი ხის სიმბოლო გარანტიაა, რომ იღებთ სუფთა სკანდინავიურ პროდუქტს, რომელიც მეცნიერთა კვლევით ადასტურებს მის ჰარმონიულობას ადამიანის სხეულთან.
მოდით, მოკლედ გავეცნოთ ბრენდის ვარსკვლავ პროდუქტებს:
• ეფლ საიდერი – მაღალკონცენტრირებული ვაშლის ძმრისა და არტიშოკის შემცველი ფორმულა წონის კორექციასა და ორგანიზმის დეტოქსისთვის.


• განსხვავებული და საინტერესო პროდუქტი “ზუკარინი” – თეთრი თუთისა და ქრომის უნიკალური კომბინაცია, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ტკბილზე მოთხოვნას და იდეალურია წონის კლებისთვის.


• ჰეა ვოლუმი – მსოფლიოში აღიარებული #1 სილამაზის პროდუქტი თმის ზრდისა და მოცულობისთვის.
• სრულიად ახალი თაობის კრილის ომეგა 3 – რედ ოილ-ი თევზის ქონთან შედარებით ორჯერ მეტი ეფექტით გამოირჩევა; ასევე ყველაზე მოთხოვნად საკვებ დანამატებშია ფოლკეპილენი, რომელიც ენერგიის, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის უნიკალური ე.წ. ხალხური აბია.


New Nordic-ის ხაზში ასევე წარმოდგენილიასპეციალიზებულ პრემიუმ დანამატებს იმუნიტეტის, თვალის, სმენის, შარდსასქესო სისტემის, ღვიძლის, გულისა და ტვინის ჯანმრთელობისთვის.


ნიუ ნორდიკის ბესთსელერი საკვები დანამატები უკვე დაგხვდებათ ფარმსახლის აფთიაქებში, ონლაინ – ვოლტსა და ველიზე, ხოლო უახლოეს მომავალში მათ ნახავთ ჯიპისისა და ფარდმადეპოს სივრცეებში.


„ჩვენ ფეხს ვუწყობთ თანამედროვე მიღწევებსა და აღმოჩენებს ადამიანების კეთილდღეობისთვის. New Nordic-ის საკვები დანამატები უკვე ხელმისაწვდომიაქართულ ბაზარზე – რაც ნიშნავს, რომ სკანდინავიური ბუნების საიდუმლოები უკვე ჩვენს ოჯახებშიც შემოვა.” – ამბობს ლიკა ლობჟანიძე, ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.