ნამდვილი ზაფხული რეალურ ურთიერთობებში იბადება

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილის ზაფხულის კამპანია, რომელიც ადამიანურ ისტორიებს გვიყვება

ზაფხული ყოველდღიურობას უფრო მეტ ფერსა და შთაბეჭდილებას ჰმატებს. ეს არის დრო მოგზაურობისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის, სიცილისა და მეგობრობისთვის. ზაფხულში ვცდილობთ გავთავისუფლდეთ რუტინისგან და ვიყოთ იქ, სადაც ნამდვილ ადამიანებთან, ნამდვილ ემოციებს ვეზიარებით.

სწორედ ამ განწყობას ქმნის სელფი მობაილის ზაფხულის კამპანია. კამპანია სელფიმ ვიდეორგოლით წარადგინა — ამბავი სამეგობროს ნამდვილი ზაფხულიდან, სავსე გულწრფელი ემოციებითა და რეალური ისტორიებით. ეს ის ისტორიებია, რომლებიც ხშირად კადრს მიღმა რჩება და სოციალურ მედიაში არ ხვდება, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია.

ზაფხული სელფის ენით – სიამოვნება, სიმსუბუქე და გულწრფელობა

სელფი მობაილის კამპანიის ფარგლებში შეგვიძლია, ჩვენი ნამდვილი ზაფხული – სიცილით, დაუგეგმავი თავგადასავლებითა და ხანდახან სევდიანი კადრებით – სხვებსაც მოვუყვეთ. ეს არის სურვილი და შესაძლებლობა, რომ ზაფხული არ დარჩეს მხოლოდ მეხსიერებაში და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გავუზიაროთ.

კამპანია შეიქმნა სელფი მობაილის საკომუნიკაციო პლატფორმა „ვილაპარაკოთ“-ის ფარგლებში. პლატფორმის მიზანი გულწრფელი საუბარია სხვადასხვა საკითხზე,  რეალური დიალოგით,  ყოველდღიურ თემებზე.

ზაფხულის კამპანია კი სწორედ ამ სერიის გაგრძელებაა – ვისაუბროთ ბევრი, გავაზიაროთ საკუთარი ისტორიები, ემოციები ურთიერთობები, სიახლეები და ცვლილებები.

ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ კამპანია 

სელფი მობაილი ზაფხულის კამპანიით მოგვიწოდებს, რომ ვიალაპარკოთ ბევრი, გავაზიაროთ ჩენი ზაფხული, მოვყვეთ ამბები, რომლებიც რეალურად, ქმნის დაუვიწყარ თავგადასავლებს – კამპანია საუბრის დაწყების წერტილია.
რეალური ემოციებისთვის, გულწრფელი ამბებისთვის და იმ ზაფხულისთვის, რომელიც ყველას დაგვამახსოვრდება.

სელფი მობაილი არის ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.42 მლნ აბონენტს ემსახურება, კომპანია აპრილში ორი წლის გახდა. ბრენდის გამოჩენიდან დღემდე მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. სელფი მობაილი გახდა ქვეყანაში პირველი მობილური ოპერატორი, რომელმაც საქართველოში 5G ქსელი დანერგა.

სელფი მობაილმა, მომხმარებლების უკეთესი გამოცდილებისთვის,  დანერგა Vodafone-ის ლოიალობის პლატფორმა, რომლის ადაპტაციაც სრულად მოახდინა ქართულ ბაზარზე. პლატფორმა აერთიანებს სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა კატეგორიიდან: კვება, სპორტი, გართობა, მოგზაურობა და სხვა.

ტექსტი: კესო ბოჭორიშვილი

კრედიტები:

Mimosas & Freelance Team

Nino Gordeladze, Natia Kvaratskhelia, Mari Sukhishvili, Irina Sakvarelidze, Sopo Kechkhoshvili, Salome Gordeladze

Elixir Production Studio
Executive Producer – Nata Managadze

Director – Nino Gordeladze

Photographer – Giorgi Nakashidze

Photographer Assistant – Avto Mamulia
Production Manager – Achi Kevlishvili
Production Coordinator – Natashka Doborjginidze

Production Assistant – Iti Keshelava

Production Designers – Tamar Sulakvelidze
Set Dresser – Tazo Bochoidze
Helpers – Ana Qachibaia, Mariam Sulakvelidze

Costume Designer – Elene Gabilaia

Costume Designer Assistant – Nini Natelashvili

Casting Director – Nanuka Sioridze

Make Up – Veriko Bedeladze, Naniko Sulakvelidze

Location Manager – Ana Abashidze
Drivers – Valeri Kevlishvili, Avto Ugulava, Beqa Tsiklauri

Cast – Giorgi Barbakadze, Teona Kublashvili, Jambakur Bakradze, Nanisha Metreveli, Nata Managadze, Achi Kevlishvili, Andria Jaliashvili

Storyboard Artist – Ivane Kipshidze

Post-Production
Editing – Levan Buthkuzi

Motion Design – Koka Kitia
Sound Studio – Avira Sound
Sound Design and Editing – Achi Kevlishvili
Music – Nika Kocharov

Designer – Vano Saginashvili

ასევე წაიკითხეთ