ტანსაცმლისა და სამკაულების დიზაინერი, ფოტოგრაფი & „სთორი თელერი“ ვარ, 2015 წლიდან პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებს მუდმივად ვსტუმრობ. ასევე გამოვარჩევ ჩემთვის საყვარელ კოპენჰაგენის მოდის კვირეულს. ვიღებ „სთრითსთაილს“, „ბექსთეიჯის“ მომენტებს, ვესწრები ჩვენებებს და ვხვდები ცნობილი ფოტოგრაფების ობიექტივში და სხვადასხვა გამოცემების გვერდებზე, როგორც მოდის კვირეულის გამორჩეულად ჩაცმული სტუმარი.
მილანის მოდის კვირეულის განმავლობაში დიზაინერებმა შემოდგომა – ზამთარი 2026/27 წლის კოლექციები წარგვიდგინეს და მოგვაწოდეს სამოსის, აქსესუარების, ფერებისა და სილუეტების უახლესი ტენდენციები. როგორც ყოველთვის გადატვირთული განრიგით: ჩვენებებით, პრეზენტაციებით, პერფორმანსებით და ბრენდების მიერ ორგანიზებული ე.წ „ავთერ-ფართებით“ განვლო მოდის კვირეულებმა. კვირეულის განმავლობაში ლეგენდარული და ყველასათვის ცნობილი მეგა მოდის სახლების გვერდით ნიჭიერი დიზაინერების შედარებით ახლადდაარსებული ბრენდებიც იყვნენ წარმოდგენილი. საერთო ჯამში მოდის დედაქალაქმა ასზე მეტ ღონისძიებას უმასპინძლა.
როგორც იცით მამაკაცების მოდის კვირეულის ფარგლებში დიზაინერები ძირითადად მამაკაცის კოლექციებს წარადგენენ, ამ სეზონზე ზოგიერთმა ბრენდმა გაერთიანებული – ე.წ co-ed შოუები შემოგვთავაზა. შემდეგ კი დავესწარი მეტად დატვირთული განრიგით წარმოდგენილ ქალების ანუ ე.წ მთავარი მოდის კვირეულს. ყოველი ბრენდი და დიზაინერი ცდილობს საუკეთესო და განსხვავენული გზით წარმოაჩინოს სამოსი და გამოხატოს საკუთარი თავი.

მილანის ქალების მოდის კვირეულის დროს გავეცანი შემოდგომა–ზამთარი 2026/27 კოლექციებს. კვირეულის ფარგლებში გაიმართა ასზე მეტი ღონისძიება – პოდიუმის ჩვენება, პრეზენტაცია, პეფორმანსი თუ “ავთერ-ფართი”. კვირეულის მონაწილეები, როგორც ცნობილი მოდის სახლები, ისე ახალი და ექსპერიმენტული ბრენდები იყვნენ. ქალაქი ამ დღეებში გადაიქცა კრეატიულ პლატფორმად, სადაც მოდის ინდუსტრიის პროფესიონალები, მედია და სტუმრები ერთად ვაკვირდებოდით სეზონის მთავარ ტრენდებს — მდიდარ ტექსტურებს, ძლიერი სილუეტების “ლუქებს”, თანამედროვე სამკერვალო ტექნიკასა და შესრულების მაღალ ხარისხს. კვირეული გაიხსნა Diesel-ის ჩვენებით, რომელიც სათამაშოებით სავსე – ფერად სივრცეში ჩატარდა, დახურვით კი Francesca Liberatore-მ საჯარო სკოლაში გამართული ჩვენებით დაასრულა ქალების მოდის კვირეული.
ცნობილი მოდის სახლებთან ერთად: Gucci, Fendi, Jil Sander, Missoni და ა.შ


ახალგაზრდა ნიჭიერი ტალანტების Florania, Institution by Galib Gassanoff და Tell The Truth ჩვენებებიც ვიხილეთ. ასევე კვირეულის განმავლობაში ყოველთვის იმართება Fashion Hub, რომელიც აერთიანებს იმედისმომცემ ტალანტებს. წელს მათ სიაში იყვნენ: DennJ, Cavia, Lessico Familiare…

ჩემთვის გამორჩეული კოლექცია Galib Gassanoff-მა წარმოადგინა თავისი ახლად დაარსებული პროექტის Institution-ის სახელით.

გალიბი ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქართველი მილანში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა დიზაინერად ითვლება, ის ახლახანს 2026 წლის LVHM პრემიის ნახევარფინალისტად შეირჩა. გალიბის ძირითადი ინსპირაცია კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიაა. კოლექციაში გამოყენებული იყო საუკუნოვანი ხალიჩების დამზადების ტექნიკა.


პოდიუმზე წარმოდგენილი ზოგიერთი კოსტიუმი ფეხსაცმლის თასმებისგან შექმნილი იყო, რამდენიმე ლუქი კი აწყობილია ხალიჩებისგან, რომლებსაც აზერბაიჯანელი ქალები ქსოვენ. სამოსი თითქოს სკულპტურის ობიექტების ფუნქციას ასრულებს, იდენტობის შესახებ ისტორიებს მოგვითხრობს და ეთნიკური თემის იდეოლოგიის გამტარია- ყოველივე ეს Institution-ს მილანში გამორჩეულს ხდის, სადაც ბევრი კოლექცია უფრო მეტად ფუფუნების ტენდენციებზეა ორიენტირებული, ვიდრე კულტურულ ხელნაკეთობებზე.

Anteprima-ს კოლექცია მილანის მოდის კვირეულზე გამოირჩეოდა მინიმალისტური ელეგანტურობითა და დახვეწილი ტექსტურებით. ბრენდმა წარმოადგინა ქალის გარდერობის თანამედროვე ვერსია. თავისუფალი სილუეტების პალტოები, ნაზი ნაქსოვი კაბები და დახვეწილი კოსტიუმები.


ფერთა პალიტრა მოიცავდა ნეიტრალურ ტონებს: კრემისფერს, ნაცრისფერს, ხაკისფერსა და ლურჯს. სხვადასხვა ფაქტურის ტექსტილისგან შემდგარი კოლექციის მთავარი იდეა იყო ქალის ყოველდღიური კომფორტისა და დახვეწილობის შერწყმა.
Florania-მ მილანში წარმოადგინა რომანტიკული და ქალური ესთეტიკის კოლექცია. ბრენდის ჩვენებაში ყურადღება გამახვილდა დეკორატიულ დეტალებზე: ყვავილოვან პრინტებზე, მსუბუქ ქსოვილებზე, ნაზ ფერებზე ამასთანავე კოლექციაში ტყავის ნაწარმის ე.წ “თოთალ ლუქებიც” მრავლად იყო რაც ძლიერი ქალის იმიჯს უსვავდა ხაზს. კოლექცია წარმოაჩენდა ბუნებასთან კავშირსა და თანამედროვე ქალურობას, სადაც კლასიკური ფორმები თანამედროვე სტილთან იყო შერწყმული.

Le Silla-მ მოდის კვირეულის ფარგლებში წარმოადგინა ფეხსაცმლის კოლექცია, რომელიც გლამურისა და სენსუალურობის ნაზავია. კოლექციაში დომინირებდა: მაღალქუსლიანი ჩექმები, კრისტალებითა და მეტალის დეტალებით გაფორმებული ფეხსეცმელი. გრძელი, მუხლამდე თასმიანი ტყავის ჩექმები. ჩემის აზრით ბრენდის უახლესი ზეთისხილისფერი მაღალქუსლიანი ფეხსეცმელი წლის ტრენდულ აქსესუარად იქცევა.

Tokyo James-ის პოდიუმი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ექსპერიმენტული იყო.

დიზაინერმა წარმოადგინა “ქუჩის სტილით” ინსპირირებული კოლექცია, რომელიც გამოირჩეოდა ფართო ქურთუკებით, ტყავის დეტალებითა და არქიტექტურულ ფორმებთან ახლოს მდგომი სამოსით. ბრენდის ჩვენება ასევე co-ed შოუ იყო.

AGL-მ მილანში კოლექცია შოურუმის ფორმატში წარმოადგინა. ბრენდის წარმომადგენლებმა გამაცნეს ფეხსაცმელის უახლესი კოლექცია, რომელშიც შედიოდა ტყავის ბოტები, პლატფორმიანი ფეხსაცმელები და მინიმალისტური სნიკერები.


La DoubleJ-ის პრეზენტაცია მილანში ნამდვილ ფერების ფესტივალს ჰგავდა.
ბრენდი ცნობილია ჭრელი ტექსტილებითა და პრინტების გამოყენებით და ამ სეზონზეც წარმოადგინა: ძლიერი გეომეტრიული და ყვავილოვანი პრინტები, ფართო სილუეტის კაბები, დეკორატიული აქსესუარები. კოლექციის იდეა იყო სიხარული, ენერგია და იტალიური ცხოვრების სტილი. სამოსის პრეზენტაციასთან ერთად კრეატიულმა დირექტორმა JJ Martin-მა მოცეკვავეების მიერ დადგმული პერფორმანსიც შემოგვთავაზა. პრეზენტაციაზე შევხვდი ისეთ ცნობილ და ელეგანტურ ინფლუენსერებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებს, როგორიცაა კელი რუსერფორდი, ოლივია პალერმო და ვიკი მონტანარი და სხა მრავალი.
ბრენდები რომლებსაც პირველად ამ სეზონზე გავეცანი არის: Zona20 Milano, Art259Design, Jarel Zang, Nissa. Sara Behbud – ირანული ბრენდია რომლის პერფორმანსის მთავარი მესიჯი იყო- ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება.

Zona20 Milano-მა წარმოადგინა თანამედროვე ურბანული კოლექცია, რომელიც შთაგონებული იყო მილანის არქიტექტურითა და ქალაქის რიტმით. კოლექციაში დომინირებდა: მონოქრომული ლუქები, სტრუქტურული პალტოები, კუბოკრული ქსოვილი. ბრენდის ესთეტიკა აერთიანებს იტალიურ კლასიკას და თანამედროვე ქალაქურ მინიმალიზმს.


Art259Design-მა მათთვის დამახასიათებელი შავ-თეთრი, ბუნებრივი ქსოვილებისგან შემდგარი კოლექციის შოურუმის ტიპის პრეზენტაცია მოაწყო, ხოლო Jarel Zang-მა განსხვავებულ სივრცეში გვამოგზაურა. პოდიუმი მოიცავდა ოფისის ტიპსა და ბუნების ელემენტების მიქსს. კოსტიუმების ფორმები კი არაორდინალური და ექსტრავაგანტული იყო, ფერთა გამა კი მუქი ტონალობები ნეონის აქცენტებით.

პირველად დავესწარი ბრენდების Kasai და Nissa-ს პრეზენტაციებს, მათ საერთო ხაზი აღმოაჩნდათ -კოლექცია საღამოს კაბებისა და ელეგანტურ კოსტიუმებს მოიცავდა. ბრენდმა Tell the Truth გაგვაცნო ქუჩის მოდით ინსპირირებული კოლექცია, რომლის ჩვენება მილანის ცათამბრჯენის ბოლო სართულზე მოეწყო. ქალაქის ულამაზესი ხედი იყო მოდელების ე.წ “ბექგრაუნდი”გახდა.

Fondazion Sozzani-ის სივრცემ ბევრ საინტერესო და ახალბედა ბრენდს უმასპინძლა: აქ მოეწყო Setchu-ს პრეზენტაცია, დიზაინერმა სამოსთან ერთად ახალი სუნამოსა და სამკაულის კოლექციაც გამოფინა.


აქვე გაიმართა ფრანკა სოზანისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

Ports 1961-ის კოლექციის პრეზენტაციაც Fondazione Sozzani-ის სივრცეში იყო წარმოდგენილი: მკაცრი კოსტიუმები, ფართო პალტოები, გრძელი მინიმალისტური კაბები. ფერთა პალიტრა ძირითადად მონოქრომული იყო — შავი, თეთრი, ნაცრისფერი და მუქი ლურჯი. კოლექცია ქმნიდა თანამედროვე ინტელექტუალური ქალის იმიჯს, სადაც ფორმა და სტრუქტურა მთავარ როლს თამაშობს.


Alessandro enriquez-მა Rossella Jardini-სთან კოლაბორაციით შექმნილი ფერადოვანი კოლექციის პრეზენტაცია მილანის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას “ბანი მისტერიოზიში” გამართა. კოლექციაში კარგად ჩანდა დიზაინერების განწყობა და ხასიათი. ალესანდრომ ჩვეულ ხაზს არ უღალატა და ახალი კოლექციაც მკვეთრი ფერების სიჭრელითა და პრინტების სიუხვით გამოირჩეოდა.

ბრენდი Themoirè ცნობილია ჩანთების დიზაინით, ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადი მოდა და ეკოლოგიური მასალები. რაც ჩემის აზრით უმნიშვნელოვანესია დღევანდელ მოდის ინდუსტრიაში. ამ სეზონზეც მთავარი აქცენტი გაკეთდა: ვეგანურ ტყავზე, გადამუშავებულ ქსოვილებზე, რბილ, სკულპტურულ ფორმებზე. პრეზენტაცია გაიმართა შოურუმის მშვიდ და მინიმალისტურ გარემოში, სადაც კოლექცია წარმოდგენილი იყო როგორც თანამედროვე, ეკო-ლუქსის მაგალითი. ფერთა პალიტრაში დომინირებდა მიწისფერი ტონები- ყავისფერი, ქვიშისფერი, მწვანე.


Fabiana Filippi-ს პრეზენტაცია “ოსტატობის ძაფი” მილანის მოდის კვირეულზე გამოირჩეოდა იტალიური ელეგანტურობითა და დახვეწილი მინიმალიზმით. კოლექციაში წარმოდგენილი იყო რბილი ქაშმირის პალტოები, ნაქსოვი კაბები, მსუბუქი-ფენებად ჩასაცმელი კოსტიუმები. ფერთა პალიტრა ძალიან ნაზი — კრემისფერი, ნაცრისფერი, ღია ყავისფერი და რბილი ვერცხლისფერი დეტალები. კოლექციის იდეა იყო თანამედროვე ქალის მშვიდი ლუქსი, რომელიც ხარისხსა და კომფორტზეა დაფუძნებული.

Fratelli Rossetti-მ მილანში წარმოადგინა ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების შავ-თეთრი კოლექცია, რომელიც ბრენდის ისტორიულ ხელობას უსვამდა ხაზს. პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილდა: კლასიკურ ლოფერებზე, მაღალი ტყავის ჩექმებზე, თანამედროვე ფორმის ბოტებზე.

მიმიწვიეს ასევე Delvaux-ის პრეზენტაციაზე, სადაც ჩანთების უახლეს კოლექციას გავეცანი. ბრენდი არის უძველესი, რომელიც დაარსდა 1829 წელს ბელგიაში და დღემდე ერთ-ერთი პრესტიჟულია და ცნობილია მაღალი ხარისხის ტყავის ჩანთებით. Delvaux-ის ახალი კოლექცია აერთიანებს ბრენდის ისტორიულ მემკვიდრეობას და თანამედროვე დიზაინს. კოლექციაში წარმოდგენილია „აიქონიქ“ ჩანთების განახლებული ვერსიები.


Des Phemmes-ის კოლექცია მილანში გამოირჩეოდა დრამატული და გლამურული ესთეტიკით. ბრენდი ცნობილია: კრისტალებით გაფორმებული კაბებით, ბრჭყვიალა ქსოვილებით. დიზაინი Salvo Rizza აერთიანებს ქალურობასა და თეატრალურობას. ბრენდის ნამუშევრები ხშირად ჩანს წითელ ხალიჩაზე და მუსიკალურ ღონისძიებებზე.

Moncler-მა მილანის მოდის კვირეულზე წარმოადგინა კოლექცია, რომელიც ბრენდის მთავარ თემას — მთის სპორტსა და ტექნიკურ ტანსაცმელს — თანამედროვე მოდასთან აერთიანებს. კოლექციის მთავარი ელემენტები იყო: პუფერული ქურთუკები, ტექნიკური პალტოები, ბეწვისა და ნეილონის კომბინაციები. დიზაინში იგრძნობოდა ალპური გარემოს გავლენა, თუმცა ლუქები ადაპტირებული იყო ქალაქური ცხოვრებისათვისაც. Moncler-ის ივენთები ხშირად აერთიანებს მოდას, სპორტსა და ტექნოლოგიას.


Maria Grazia Chiuri-ის მიერ შექმნილი Fendi-ის საოცარი კოლექციის ჩვენების შემდეგ კოსტიუმების ახლოდან გასაცნობად მოდის სახლს ვესტუმრე ე.წ Re-see-სთვის, რაც კარგი საშუალებაა კოლექციის დეტალების – ქსოვილების, კერვის ტექნიკისა და აქსესუარებზე დაკვირვებისთვის. განსაკუთრებით მომეწონა Fendi-ს საფირმო – „Fendi Baguette“ ჩანთების ახალი კოლექცია. მარია გრაციას შექმნილ სამოსს ავხსნიდი ორი სიტყვით „Chic & Cool“.


Demna Gvasalia-ს გუჩის მოდის სახლისთვის სადებიუტო ჩვენების აღსანისნავად მოეწყო გრანდიოზული Gucci After Party, ეს ღონისძიება, მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საღამო გახდა.

ღონისძიებაზე შეიკრიბნენ დიზაინერები, მოდელები და ინდუსტრიის წარმომადგენლები. საღამოზე უამრავ ცნობილ ადამიანს შევხვდი. სკულპტურებით სავსე სივრცე ჩვენების შემდეგ სტუმრებმა შევავსეთ და EsDeeKid-ის მიერ შესრულებულ მუსიკაზე გავერთეთ.
მილანის მამაკაცის მოდის კვირეულმა – შემოდგომა–ზამთარი 2026/27 დაახლოებით 76 ღონისძიება გააერთიანა, მათ შორის პოდიუმის ჩვენებები და პრეზენტაციები. სეზონი ერთგვარ შემოქმედებით პრელუდიად იქცა მომავალი მილანო–კორტინა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის წინ. მრავალი კოლექცია შთაგონებული იყო ზამთრის ლანდშაფტებითა და სპორტით. კვირეულის განმავლობაში იტალიური ისტორიული მოდის სახლები საერთაშორისო დიზაინერებთან ერთად წარდგნენ, რითაც ტრადიციასა და ინოვაციას შორის მდიდარი დიალოგი შეიქმნა. კლასიკური სამკერვალო ფორმები თანამედროვე ხედვით წარმოგვიდგა, ხოლო სპორტული გავლენები, მდგრადობა და თანამედროვე ლუქსის დახვეწილი ხედვა სეზონის განმსაზღვრელ თემებად იქცა. მამაკაცების მოდის კვირეული Zegna-ს ჩვენებით გაიხსნა და PDF-ის ბრენდმა დახურა. ჩემთვის საინტერესო და ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავებული კოლექციებს გავეცანი.

Eleventy-ის კოლექციამ გააერთიანა კლასიკური სარტორიული სტილი და სპორტული კომფორტი. მთავარი ელემენტები: მანდარინის საყელოს პიჯაკები, ქაშმირისა და მატყლის ნაქსოვი სამოსი. თემატიკა: ქალაქსა და ბუნებას შორის გარდამავალი გარდერობი.


K‑Way-ს ბრენდმა Vogue Italia-სთან ერთად კოლაბორაციით შემოგვთავაზა ახალი კოლექციის პრეზენტაცია და პარალელურად გამართა „საუბრები“ მოწვეულ სპიკერებთან ერთად. სივრცის დეკორაციის დიზაინმა ალპებში მამოგზაურა. K-Way-ს პრეზენტაცია გაკეთდა პროექტით “მილანის მთები: ალპები ქალაქში”. კოლექციამ გააერთიანა: ალპური სტილი, წყალგამძლე ტექნიკური მასალები, ურბანული სპორტული ლუქები.
Plās Collective- მილანში დაფუძნებული არტისტული კოლექტიური ბრენდია, რომელიც კრეატიული, თავისუფალი, ახალგაზრდული სტილით გამოირჩევა. დიზაინერმა Nathi Danten კოლექციას “არაფერი სერიოზული” უწოდა და მეგობრულ გარემოში მისი პრეზენტაცია მოაწყო.


Cortigiani იტალიური ბრენდი, რომელიც ცნობილია კლასიკური ელეგანტურობით. უახლეს კოლექციაზე აქცენტი გააკეთა პრემიუმ ქსოვილებსა და დახვეწილ სილუეტზე. პრეზენტაციაზე გავიცანი ცნობილი მოცეკვავე ფრანჩესკო მარიოტინი, რომელიც ბრენდის სამოსში იყო წარმოდგენილი.

Harmont & Blaine – ნეაპოლიტანური ბრენდი, რომელიც ცნობილია ხმელთაშუაზღვის ყოველდღიური ელეგანტურობით. როგორც ყოველთვის ბრენდმა მამაკაცებისა და ქალბატონების ფერადი სამოსი წარგვიდგინა და პრეზენტაციაზე აპერიტივოთიც გაგვიმასპინძლდა სტუმრებს. კოლექციაში ჭარბად იყო, ლურჯი, მდოგვისფერი, ნაცრისფერი.

Santoni ცნობილი იტალიური ლუქს ბრენდია, რომელიც ფოკუსირდება ფეხსაცმელსა და ჩანთებზე. ბრენდის პრეზენტაციები გამოირჩევა ხელით დამზადებული ნაწარმის წარდგენით, პრეზენტაციაზე ტყავის დამუშავების ყველა ეტაპის ჩვენებით, რაც ჩემის აზრით გამორჩეული მიდგომაა “დამზადებულია იტალიაში” ხაზგასმისა და თვითშემეცნებისთვის.

Marcello Pipitone-მ ამ სეზონზე ბრენდის 5 წლის იუბილე აღნიშნა. მისი კოლექციების იდენტობა ურბანული სპორტული სტილია. დიზაინერმა გადამუშავებული მასალები გამოიყენა ახალ კოლექციაში.

Bikkembergs ცნობილი ბრენდი თავისი სპორტული დიზაინით, რომლის კრეატიული დირექტორი Lee Wood-ია. მან ახალი კოლექცია ბრენდის სათაო ოფისში წარგვიდგინა.
Rold Skov- დანიელი დიზაინერის ბრენდი, რომელიც ცნობილია ნოსტალგიური და არტისტული მამაკაცის სტილით. კოლექცია დატვირთული იყო ვინტაჟური ტექსტურებითა და ფერების ექსპრესიული კომბინაციებით.

გამორჩეულად კრეატიული ნამუშევრები ქონდათ Pecoranera-ს ბრენდს რომელიც რამდენიმე დიზაინერის ერთობლივი პროექტია.

Corneliani-ი აერთიანებს იტალიურ ტრადიციულ სარტორიულ სტილსა და ელეგანტურ თანამედროვე სილუეტებს, რაც ბრენდის იდენტობის მთავარ ნაწილს წარმოადგენს.
Salvatore Santoro ცნობილია ხელით დამუშავებული ტყავის სამოსით. დიზაინი აერთიანებს იტალიური ხელით ნამუშევარ და თანამედროვე ფორმებს. ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექციის კონცეფცია წარსულისა და თანამედროვეობის დიალოგი გახდა. ფერების გამა მოიცავდა ყავისფერის, მწვანის, ლურჯისა და შინდისფერის ტონის გრადაციებს, ასევე რამდენიმე კოსტუმში ანიმალისტური ფაქტურა იყო გამოყენებული.
Bottega Bernard დამწყები ტალანტია, რომელიც პირველად გამოჩნდა მილანის მოდის კვირეულის კალენდარში. კოლექცია ფოკუსირდება: მინიმალისტურ იტალიურ ესთეტიკაზე. დიზაინერმა კოლექცისათან ერთად გამაცნო ე.წ “მუდბორდები”.

Victor Hart ახალგაზრდა ბრენდია, რომლის სადებიუტო ჩვენებაც შედგა ოფიციალური მოდის კვირეულის ფარგლებში. კოლექციის მთავარი ნაწილი დენიმისგან შედგებოდა. დიზაინერმა შეძლო აფრიკული მოტივებისა და ევროპული სამკერვალო ტექნიკის იდეალურად შერწყმა.

პორტუგალიელმა დიზაინერმა Miguel Vieira, რომელიც დახვეწილი მინიმალიზმით არის ცნობილი, წარმოადგინა შემოდგომა/ზამთარი 2026–27 კოლექცია, რომელსაც ახასიათებდა სუფთა ხაზები, თანამედროვე ელეგანტურობა. ფერთა გამა მოიცავდა ძირითადად შავსა და პასტელურ ტონებს, რაც კოლექციის თანამედროვე ხასიათს უსვამდა ხაზს. მიგუელ ვიეირას ბრენდის ე.წ ბექსთეიჯში ფოტოების გადაღება და ჩვენებისთვის მზადების ფუსფუსის კამერით აღბეჭდვა ჩემთვის საინტერესოდ სასიამოვნო აღმოჩნდა.


Bally-ის შვეიცარიული მემკვიდრეობითა და ევერესტის ისტორიული ექსპედიციებით შთაგონებული კოლექცია აერთიანებს ფუნქციურობასა და დახვეწილ ურბანულ ელეგანტურობას. ალპური მოტივები, არქივიდან აღებული გრაფიკა და „სასრიალო“ სიმბოლიკა გვხვდება, როგორც კლასიკურ სილუეტებში, ისე ტექნიკურ ზედა ტანსაცმელსა და აქსესუარებში. ბრენდის დამახასიათებელი დეტალები — „B“-ის ქვილთირებული რელიეფი და უტილიტარული ელემენტები — ხელობის ხარისხსა და ფუნქციურობას უსვამს ხაზს. ფეხსაცმელში გამორჩეულია განახლებული “ქალაქური კერლინგი” და ახალი “ალპური ჩექმები”, რომლებიც მემკვიდრეობას, ინოვაციასა და თანამედროვე სტილს აერთიანებს.


Tod’s-ის შემოდგომა-ზამთარი 2026/27 მამაკაცის კოლექცია, რომელიც წარმოდგენილი იყო შთამბეჭდავი სლოგანით „იტალიური შეხება“, როგორც ყოველთვის ულამაზეს ვილა ნეკი კამპილიოში ჩატარდა. ეს ადგილი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია მილანში. Tod’s-ის პრეზენტაცია ყპველთვის იტალიური ცხოვრების ავთენტურობის, ოსტატობისა და ბუნებრივი ელეგანტურობის ზეიმია. სტუმრების თვალწინ ხელოსნებმა ხელით დაამუშავეს მასალები და გააცოცხლეს კოლექციის მთავარ გმირი — ცნობილ ზამთრის “გომინოს” ჩექმა-ბოტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობილი პერსონები, მათ შორის მსახიობი ედ ვესტვიკი. Tod’s-მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავისი მემკვიდრეობის ერთგულებას. ბრენდისთვის „დამზადებულია იტალიაში“ საუკეთესო გამოხატულებად იქცა.

მილანის მამაკაცის მოდის კვირეულზე Lardini-მ კოლექცია წარმოადგინა მყუდრო გარემოში- სახელწოდებით “წარმომავლობა”, რომელიც კონცენტრირებული იყო ბრენდის მუდმივ იდენტობაზე. კოლექცია ასახავს Lardini-ის “შესრულების ხელოვნება“-ს, სადაც ხელობა ერთდროულად კულტურული ღირებულებაცაა და ინოვაციის ძრავაც. ტრადიციული სარტორიული სტილი ტექნიკურ სიზუსტეს ერწყმის, ხოლო მასალები და წარმოების პროცესები ნამდვილ ლუქსს განსაზღვრავს.

Boglioli-მ თავისი ახალი 26/27 წლის მილანის ცნობილი უბნებით შთაგონებული კოლექცია წარმოადგინა, როგორც ურბანული ლუქსის დახვეწილი გამოხატულება. ულტრა-თხელი შალი და განახლებული ქაშმირი ხაზს უსვამს ბრენდის ტაქტილურ ოსტატობას, ხოლო ტექნიკური პიჯაკები თანამედროვე ცხოვრების ელეგანტურობას. ფერთა პალიტრა აერთიანებს ლურჯის ტონებს, თბილ ნეიტრალურ ფერებსა და Boglioli-ისთვის დამახასიათებელ მწვანეს.


Rowen Rose-ის ჩვენება მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა განსაკუთრებულ გარემოში — დეკონსეკრირებულ ეკლესიაში, სადაც სანთლების შუქმა და წითელმა განათებამ შოუს დრამატული ატმოსფერო შესძინა. კრეატიულმა დირექტორმა Emma Rowen Rose-მა ხელოვნებისა და არქიტექტურის გავლენით შექმნა კოლექცია, რომელიც გამოირჩევა სკულპტურული ფორმებით, ფერების სიუხვით(ტერაკოტა, მდოგვისფერი, ზეთისხილისფერი, ყავისფერი…), ტექსტურიანი ქსოვილებითა და თავისუფალი დრაპირებით, რაც თითოეულ ლუქს თითქმის სიურეალისტურ, არტისტულ ხასიათს აძლევს. ერთობლივ (co-ed) კოლექციაში წარმოდგენილი იყო Rowen Rose-ის დამახასიათებელი ელეგანტურობა და ზუსტი სამკერვალო ტექნიკა. სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი ფიგურები: კამილე რაზატი და მარა ლაფონტანი. ეს კოლექცია ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტია ამ სეზონზე.
Reportage by Matassi Tsertsvadze




