ეს არის გაბედული ხედვა და ნაბიჯი, რომელსაც გამოცდილი გუნდი პირველი დგამს და გამორჩეული ხარისხი, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს.
სითი “მაქრო სითი თბილისის” შესახებ გიყვებათ.
უძრავი ქონების პროექტებზე საუბარი ხშირად იწყება ციფრებით, კვადრატული მეტრებითა და ფასებით. თუმცა, “მაქრო სითი თბილისის” შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი დიდი შთაბეჭდილება მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული გაყიდვების ოფისია – მოგზაურობა თქვენს მომავალ სახლში. ამაში თავადაც დარწმუნდებით, როცა მათ ეწვევით მისამართზე: სამგორი, ნოე რამიშვილის N30
შოურუმში წარმოდგენილი რეალური მასალები მომხმარებელს საშუალებას აძლევს არა უბრალოდ წარმოიდგინოს, არამედ პრაქტიკულად “შევიდეს” კიდეც მომავალ სახლში. ბინის ყიდვაც, აბსტრაქტული პროცესიდან, რეალური გადაწყვეტილება ხდება. სწორედ ამ სივრცეში იკვეთება კომპანიის მთავარი ხასიათი – მასშტაბური ხედვა, დეტალებსა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს პროექტის მაკეტიც – 10 ჰექტარზე გაშენებული მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დეველოპერული ინიციატივაა. მაცხოვრებლებს ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ტერიტორიის დატოვება არ დასჭირდებათ. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია კომერციული ფართები, რომლებიც სრულად ფარავს მოთხოვნილებების ფართო სპექტრს.

რას აერთიანებს “მაქრო სითი თბილისი”?
კომპლექსი ოთხ საცურაო აუზს აერთიანებს. მათ შორის, საბავშვო აუზები და უსაფრთხო, სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე – სამი ჩოგბურთის კორტი, ველო და სარბენი ბილიკები, ღია და დახურული ფიტნეს ზონები, საბავშვო ბაღი. მსგავსი მასშტაბის სპორტულ-სარეკრეაციო გარემო თბილისში პრაქტიკულად უნიკალურია. ქალაქის გადატვირთული მოძრაობისა და დროის დეფიციტის პირობებში, ეს ნიშნავს უფრო მარტივ ყოველდღიურობას – დილის რუტინა, ფიზიკური აქტივობა და დასვენება ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

ინვესტიციური პოტენციალი და მზარდი ღირებულება
პროექტი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს ინვესტორებსაც. ოპტიმალური დაგეგმარება და მრავალფუნქციური გარემო ქმნის სტაბილური სარგებლის მიღების წინაპირობას. კომპლექსის ტერიტორიაზე დედაქალაქში პირველი, შვეიცარიული, საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება, რაც პროექტის პრესტიჟსა და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ზრდის. „მაქრო დეველოპმენტის” დასრულებული წარმატებული პროექტები – “მწვანე ბუდაპეშტი” და “მწვანე ალმასი” ამის მკაფიო მაგალითია. კვადრატული მეტრის ფასი, პროექტების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსგავსი მოლოდინია “მაქრო სითი თბილისის” შემთხვევაშიც, რომელიც უკვე აჩვენებს ფასის ზრდის დინამიკას.
რატომ “მაქროს სითი თბილისი”?
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა უკვე გარემონტებული ბინების ჩაბარება. ბაზარზე გავრცელებული კარკასული მდგომარეობისგან განსხვავებით, მომხმარებელი იღებს დასრულებულ საცხოვრებელს – შეღებილი კედლები, ლამინირებული იატაკი, ალუმინის ფანჯრები, სრულად აღჭურვილი სამზარეულო და სველი წერტილი… პროექტში გვხვდება ისეთი იშვიათი გადაწყვეტები, როგორიცაა ორსაძინებლიანი ბინები ცალკე სამზარეულოთი და სტუდიო სივრცით, რაც ბაზარზე ნაკლებად გავრცელებულია. აქ კი, არჩევანის შესაძლებლობა დაგხვდებათ.
გადახდის პირობები
მოქნილი, შიდა უპროცენტო განვადება, მინიმალური, 10%-იანი პირველადი შენატანი, დამატებითი ფასდაკლებები და მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, ბინის შეძენის შესაძლებლობა თვეში 480 დოლარიდან.
ხელმისაწვდომი ხარისხი “მაქრო სითი თბილისის” ნიშაა, რომელიც ცდილობს დაარღვიოს სტერეოტიპი, თითქოს დახურული, განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე კომპლექსები მხოლოდ მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. პროექტის კონცეფციაა მაღალი ხარისხის ცხოვრების წესი ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ამას ემატება გამწვანებული სივრცეები – პროექტის ნახევარი მწვანე ზონას უკავია.
პროექტი კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს – თბილისში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი გამტარუნარიანობის მქონე მაგისტრალზე. ახლოსაა აეროპორტი, სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“, მეტრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს კი ტერიტორიას ქალაქის საკვანძო წერტილად აქცევს. ამ არეალის განვითარებას დამატებით აძლიერებს სამომავლო ინფრასტრუქტურული გეგმებიც.
ხედვა, რომელიც მასშტაბს სცდება
გაყიდვები 2025 წლის ივნისში დაიწყო და ამ ეტაპზე უკვე 1000-მდე ბინა გაიყიდა. მშენებლობის პირველი ეტაპი კი 2028 წლის ივნისში დასრულდება. სწორედ ეს ხედვა, ინოვაცია და გამოცდილი გუნდი განსაზღვრავს პროექტის მნიშვნელობასა და მის მომავალ წარმატებას თბილისში და მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის სამომავლო გეგმებშია მასშტაბური, ინოვაციური პროექტი ბათუმში, რომელიც რეგიონში სრულიად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს და ბაზარზე ინოვაციით შევა.
ხარისხი, ინოვაცია, გაბედული ხედვა, გამოცდილი გუნდი და ბაზრის ღრმა ცოდნა – ეს ის ფაქტორებია, რომლებმაც “მაქრო დეველოპმენტი” უკვე აქცია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და სანდო დეველოპერულ ბრენდად ქვეყანაში და განაპირობა წარმატება პროექტიდან პროექტამდე. ამაში კი თავადაც დარწმუნდებით, როცა გაყიდვების ოფისს ეწვევით მისამართზე: სამგორი, ნოე რამიშვილის N30




