ლეონარდო დიკაპრიოს, შონ პენსა და ბენისიო დელ ტოროს Hammond Cinema Vanguard Award გადაეცათ

სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე ჰოლივუდის ვარსკვალავებმა საპატიო ჯილდო ფილმში One Battle After Another შესრულებული როლების შესრულებისთვის მიიღეს. ფილმი უკვე მიიღო კრიტიკოსების მაღალი შეფასებები და წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კინოპროექტად დასახელდა.

Hammond Cinema Vanguard Award ტრადიციულად ენიჭება მსახიობებს, რომლებმაც საკუთარი კარიერით თანამედროვე კინოს განვითარებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ლეონარდო დიკაპრიო, შონ პენი და ბენისიო დელ ტორო სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან — მსახიობებს, რომლებიც წლების განმავლობაში ინარჩუნებენ მაღალი ხარისხის შესრულებას, ირჩევენ რთულ და მრავალფეროვან როლებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ კინემატოგრაფიულ კულტურაზე.

ცერემონია  ქალაქ სანტა ბარბარაში, კალიფორნიის შტატში, არლინგტონის თეატრში გაიმართა და კინოსამყაროს არაერთ ცნობილ სახეს უმასპინძლა.

Santa Barbara International Film Festival კვლავ რჩება იმ მნიშვნელოვან პლატფორმად, სადაც სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოაღიარებები გაიცემა და წლის მთავარი ფილმები და შემოქმედები ყურადღების ცენტრში ექცევიან.

ასევე წაიკითხეთ

vertical horizontal