ნინა რიჩის შვილთაშვილის, რომანო რიჩის მიერ, საფრანგეთში, პარიზსა და გრასს შორის შექმნილი სუნამოს გმირი, შექსპირის უკვდავი პერსონაჟის, ჯულიეტას, 21-ე საუკუნისეული ვერსიაა. ის თანამედროვეობას მეტაფორული იარაღით – მაცდური სუნამოთი ევლინება.
ფრანგული ბრენდის – Juliette Has a Gun-ის სუნამოები იქმნება მათთვის, ვინც აცნობიერებს, რომ საფირმო სურნელი ბევრად მეტია, ვიდრე – “კარგი არომატი”. ეს არის სურნელოვანი გამოხატულება იმისა, თუ ვინ ხარ შენ?!

რომანო რიჩის მიზანი, სუნამოსთვის მისი პირვანდელი დანიშნულების, სტილისა და ორიგინალურობის ემბლემის სტატუსის დაბრუნებაა. უკვე თხუთმეტი წელია, რაც რომანომ ნიშ პარფიუმერიის ინდუსტრიაში საავტორო ბრენდით – Juliette Has a Gun-ით შეაბიჯა.



აღნიშნული ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლად, საქართველოში, Estel Holding-ი მოგვევლინა, რომელიც, პორტფოლიოში ათეულობით ექსკლუზიურ ბრენდს აერთიანებს. ჰოლდინგის ქართული წარმომადგენლობა, 19 ოქტომბერს, თბილისში, მორიგ პომპეზურ წვეულებასა და პრეზენტაციას გამართავს, ექსკლუზიურად, თავისუფალი, ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ირჩევენ Juliette Has a Gun-ს.