ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო სწრაფი და ინფორმაციული ხდება. იცვლება ტექნოლოგიები, იხვეწება, ვითარდება, ჩვენ კი ვცდილობთ ამ სიახლეებს კვალდაკვალ მივყვეთ და არ გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი!ასეთია
HONOR 400 – არა როგორც მორიგი სმარტფონი, არამედ როგორც მოწყობილობა, რომელიც ითვალისწინებს შენს შეგრძნებებს, საქმიან დღესა და ემოციებს. ხდება ცხოვრების ნაწილი და იწყებ მარტივ, მაგრამ დაუვიწყარ მოგზაურობას ციფრულ ტექნოლოგიაში. ყოველდღიური ცხოვრების რიტმი გვთხოვს, ვიყოთ პროდუქტიული და მუდმივად კავშირში ჩვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან. ასეთ დროს ტექნოლოგია ჩვენი მეგობარი ხდება.
HONOR-ის მიზანი მხოლოდ ტექნიკის შექმნა არაა. ეს ბრენდია, რომელიც გლობალურ სივრცეში სწორედ იმაზე ფიქრობს, როგორ გახადოს შენი და ჩვენი ცხოვრება უკეთესი, მარტივი და უფრო ჭკვიანი. HONOR ქმნის სმარტფონებს, ლეპტოპებს, ტაბლეტებს, ჭკვიან საათებს… მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას იდეა – ტექნოლოგია ემსახურებოდეს ადამიანს, ყველაფერი ისე უნდა მუშაობდეს, თითქოს შენს ფიქრებს მიჰყვება. მორგებულია შენს საჭიროებებზე, იდეებსა და კომფორტზე.


HONOR 400, როგორც შენი ცხოვრების ნაწილი
ეს არის ახალი სმარტფონი, რომელიც გამოირჩევა ძლიერი ტექნოლოგიური კომპონენტებითა და სრულად მომხმარებელზე მორგებული მონაცემებით. მოდელი, რომელიც თანამედროვე დიზაინს და მაღალეფექტურ პროცესორს აერთიანებს.
ახლა კი გავიცნოთ ახალი რეალობა ციფრულ სამყაროში – როგორ გამოიყურება HONOR 400 ?


განსაკუთრებულობა იწყება გამორჩეული დიზაინით და ოთხი დახვეწილი ფერით: შუაღამის შავი, მოქცევის ლურჯი, მეტეორის ვერცხლი და უდაბნოს ოქრო. ის გახდება საუკეთესო მეგობარი მოგზაურობისას, თუ ფოტოგრაფია გაინტერესებს, ეს შესაძლებლობა ნამდვილად შენთვისაა.
HONOR 400 შთამბეჭდავი სმარტფონის ფოტოგრაფიის გამოცდილება 200 MP Ultra-Clear AI კამერის სისტემით, კინემატოგრაფიული ეფექტებით – სმარტფონისთვის არც ღამის განათებაა პრობლემა და სიცხადეს დაბალი განათების პირობებშიც ინარჩუნებს. პროფესიონალური ხარისხის სელფები მნიშვნელოვანი დეტალებითა და ცოცხალი ფერებით. ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის ეს ნამდვილი აღმოჩენა იქნება, რადგან ბარიერი არც დიდი მანძილია – ზუმის წარმოუდგენელი შესაძლებლობებით თვალწარმტაცი პეიზაჟების გადაღებაა შესაძლებელი.

AI საშლელი – არასასურველი ელემენტები ფოტოდან ძალისხმევის გარეშე გაქრება. AI Upscale – ახალი სიცოცხლე იქნება ძველი ან დაბალი გარჩევადობის ფოტოებისთვის, რომელიც საყვარელ მოგონებებს გააცოცხლებს.
ცხოვრების რიტმი სწრაფია და მუდმივად გვჭირდება სმარტფონი, რომლის ბატარეაც ძლიერია და რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდითაა.
დატენვა?
HONOR SuperCharge ტექნოლოგიით მოწყობილობას სრულად დატენვისთვის მხოლოდ 46 წუთი სჭირდება.
მეხსიერება
HONOR 400 ეს წარმოუდგენლად დიდი სივრცეა მონაცემების შესანახად, რომ შენი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი მომენტები არ წაშალო – დაახლოებით 121 000 ფოტო ან 48 500 სიმღერა. ეს ყველაფერი ზუსტად შენს ხელთაა, თამამად შეგვიძლია დავგეგმოთ მოგზაურობა და არ შევიზღუდოთ თავი მოგონებების დაფიქსირებაში.
და რაც მთავარია ფუნქციები ჩვენს ჯანმრთელობაზეც ზრუნავს, დაბალი ლურჯი სინათლის ტექნოლოგიით ნაკლებია მავნე ცისფერ შუქზე ზემოქმედება – თვალის დაღლილობა 18%-ით მცირდება.


ეკრანი – ფერების აღქმა მზეშიც კი
ის საუკეთესო მეგობარია პლაჟზე, ასე რომ HONOR 400 ზაფხულის განუყრელ მეგობრად იქცევა. ეკრანს არ აშინებს წყლის წვეთები – შენ შეგიძლია სმარტფონი დასველების შიშის გარეშე გამოიყენო.
და რა ხდება მგზავრობის დროს?
HONOR 400 არის ინდუსტრიაში ერთ-ერთი პირველი სმარტფონი, რომელიც მოწინავე სენსორის ტექნოლოგიისა და ვიზუალური სტაბილიზაციის გამოყენებით ებრძვის გულისრევის შეგრძნებას, თავბრუსხვევასა და დისკომფორტს მოძრაობის დროს, უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს მგზავრობის დროსაც.
AI Writing Tools, AI ჩამწერი, AI თარგმანი, AI Deepfake Detection – სმარტფონი ხდება მეგობარი, რომელიც გეხმარება წერაში, აკორექტირებს შეცდომებს, ნებისმიერ ენაზე საუბარი მარტივი ხდება. დაგიცავს, რომ ციფრული სახეების გარჩევაში შეცდომა არ დაუშვა. ყველა ფუნქცია დაგეხმარება, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო!


ფიზიკური პარამეტრები
HONOR 400-ის წონა – მსუბუქი – 184 გრამი, სისქე – 7.3 მმ.
და რა რჩება?
მხოლოდ შენი ყოველდღიურობა, სადაც HONOR 400 ზუსტად ისეთია, როგორიც გჭირდება. თითქოს შენი ცხოვრების ნაწილი ხდება, რომელიც შენს გვერდითაა მზის შუქზეც, წვიმაშიც და ღამით, როცა ჩვენს თვალებს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. მოკლედ, HONOR 400 – სმარტფონი, რომელიც იცნობს შენს სამყაროს, მიჰყვება შენს რიტმს და ჩვეულებრივს ნამდვილად აქცევს განსაკუთრებულად.
და შეთავაზება, რომელიც განსაკუთრებულს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის: შეიძინეთ HONOR 400 მომდევნო ივლისის ბოლომდე და საჩუქრად მიიღეთ უსადენო ყურსასმენები და ჭკვიანი საათი!


HONOR 400 – Pro და Standart ვერსიები – ეს არის ის, რაც ზაფხულის თავგადასავლებსაც განსაკუთრებულად უხდება!
შენი რიტმით, შენი სტილით, შენი ცხოვრების ნაწილად…
ავტორი: კესო ბოჭორიშვილი