სიმპატიური ტაქსას ლოგოთი წარმოდგენილი ბრენდი საქართველოში, ევროპისა და აზიის ცოცხალ გზაჯვარედინზე გაფართოებას აგრძელებს!
2023 წელს ბათუმში დებიუტის შემდეგ, Harmont & Blaine-მა საქართველოში მეორე დამოუკიდებელი მაღაზია გახსნა, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 50 ნომერში მდებარეობს — ქალაქის ცენტრალურ უბანში, სადაც მრავალი მაღალი დონის მოდური ბუტიკია განლაგებული.


სივრცე ბრენდის იტალიური ფესვებითა და ხმელთაშუა ზღვის წარმომავლობითაა შთაგონებული, რომელიც სტილის ხედვის ცოცხალ და მხიარულ განწყობას ასახავს. ეს განწყობა პროდუქტს სცდება და სიმშვიდის, სიხარულისა და კავშირის ღრმა შეგრძნებას ატარებს.


80 კვადრატულ მეტრზე განლაგებული მაღაზია Harmont & Blaine-ის ხელწერის — “Living in Color“-ის — არსს წარმოადგენს. მასში დამამშვიდებელი, ფრთხილად შერჩეული ფერები შერწყმულია ბუნებრივ და თანამედროვე მასალებთან, ისეთებთან, როგორიცაა ხე, გაპრიალებული ლითონი და LED განათება.


მომხმარებლებსა და სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ SS25-ის მამაკაცისა და ქალის საზაფხულო კოლექციას Summer Euphoria, მათ შორის ჩანთებს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს, რომლებიც ზღვის მიმართ ბრენდის სიყვარულს გამოხატავენ, ასევე წარმოაჩენენ მის საყვარელ მზით გამთბარ ადგილებს — ამალფის სანაპიროდან მაიამის ოქროსფერ ქვიშამდე.


ახალი კოლექციის ესთეტიკას სიწმინდე, სიმსუბუქე და ფერები განსაზღვრავს – ყველაფერი რაც სიცოცხლის სიმხიარულესა და კარგ ვიბრაციას გამოხატავს, შთაგონებულია წყლის მოციმციმე ფერებით, ნაყინის, ხილის ფერებითა და ექსკლუზიური საღებავების კრეატიული ტექნიკებით, რომელიც ბრენდის ხელოვნებისა და ოსტატობის ფილოსოფიაშია ფესვგადგმული.


თბილისის Harmont & Blaine-ის მაღაზიის გახსნა ბრენდის კავკასიის რეგიონში გაფართოების სტრატეგიის ნაწილია. აქამდე მაღაზიები გაიხსნა სოფიას ექსკლუზიურ Paradise Center lifestyle მოლში, ათენის Attica City Link-სა და Porto Montenegro-ში — ყველაზე პოპულარულ მოდურ და ელიტურ საკურორტო ადგილზე, ქალაქ ტივატში.


გახსნას მოწვეული სტუმრები, პრესის წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები დაესწრნენ. სტუმრებს შორის მამაკაცები სჭარბობდნენ, ზოგი მეუღლესთან ერთად მოვიდა, ზოგი მეგობართან. ჭავჭავაძის გამზირზე მხიარული, ფერადი და სასიამოვნო გარემო სუფევდა. საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, ეკა კვანტრიშვილი, სტუმრებს ბრენდის შემოსვლის ისტორიას უყვებოდა, საზეიმო ლენტი მან Halmont& Blane დირექტორთან, სტეფან ბრუგენკამპთან, ერთად გახსნა. სტუმრებს შორის შევნიშნეთ რუსა ჩაჩუა, თაკო ჩხეიძე, ჯანეტ ქერდიყოშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ნოე სულაბერიძე, ირაკლი მაქაცარია, გიორგი იაშვილი . . . ბრენდის ფერადი, სასიამოვნო და ხალისიანი ფერებით უკლებლივ ყველა იყო აღფრთოვანებული!


Harmont & Blaine SpA
Harmont & Blaine არის იტალიური კომპანია, რომელიც ტაქსას ჯიშის ძაღლის ლოგოთია ცნობილი და პრემიუმ სეგმენტისთვის მაღალი ხარისხის, ელეგანტურ-ყოველდღიური სტილის სამოსს აწარმოებს. კომპანიას 600-ზე მეტი თანამშრომელი და 1,000-ზე მეტი არაპირდაპირი დასაქმებული ჰყავს. მისი სათავო ოფისი ნეაპოლში მდებარეობს.


ბრენდი როგორც იტალიაში, ასევე საერთაშორისო ბაზარზეა აღიარებული მისი უნარისთვის წარმოაჩინოს ხმელთაშუა ზღვის ცხოვრების სტილი, კოლექციებით, რომლებიც მაღალი ხარისხით და ფერებით ხასიათდება, ფორმებისა და ახალი მასალების მუდმივი ძიებით, რომლებიც სულ უფრო ყურადღებიან და მომთხოვნ საერთაშორისო მომხმარებელს აკმაყოფილებენ.ბრენდს აქვს 99 მონობრენდის მაღაზია, 464 მულტიბრენდის ბუტიკი და 58 უნივერმაღი კუთხეებითა და მაღაზია-მაღაზიაში კონცეფციით მსოფლიოს 34 ქვეყანაში. ამ ქვეყნებსა და ქალაქებს უკვე თბილისიც შეემატა.

