გასტროგიდი – განახლებული კულინარიული პლატფორმა „ბორჯომისგან“

   პირველი ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“, როგორც სუფრისა და კულინარიული კულტურის განუყოფელი ნაწილი, აგრძელებს გასტრონომიული მიმართულების განვითარებას და მომხმარებელს განახლებულ, საერთაშორისო პლატფორმა – გასტროგიდს სთავაზობს.

   გასტროგიდი „ბორჯომის” მიერ შექმნილი პირველი გასტრონომიული პორტალია, რომელსაც ქართველი მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს. უნიკალური გასტრონომიული ციფრული პლატფორმა წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა და 135-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდმა, საქართველოსთან ერთად ცენტრალურ აზიაში – უზბეკეთსა და ყაზახეთში წარადგინა, მომავალი წლიდან კი სხვა ქვეყნებიც დაემატება. გასტროგიდი მიზნად ისახავს კულინარიის მხარდაჭერას და „ბორჯომის” პარტნიორი ობიექტების პოპულარიზაციას საქართველოსა და ყველა საექსპორტო ქვეყანაში.

   „ბორჯომის” გასტროგიდი რესტოგიდს, ღონისძიებებს და „ბორჯომი” კერძებთან მიმართულებებს აერთიანებს.

   რესტოგიდი – ეს არის ციფრული გზამკვლევი, რომელიც კულინარიით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ გამორჩეული კვების ობიექტები როგორც საქართველოში, ისე – მის ფარგლებს გარეთ. „ბორჯომი“ ამ გზამკვლევით რეკომენდაციას უწევს რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს, წარადგენს მათ კერძებს, შეფ-მზარეულებს და მომხმარებლებს, მდიდარ გასტრონომიულ გამოცდილებას უზიარებს.

   „ბორჯომი” კერძებთან – ეს არის სივრცე სტუმარმასპნიძლობის აღმოსაჩენად. „ბორჯომი” სუფრის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ტრადიციულად, ყველა შეკრება „ბორჯომის” გახსნით იწყება. „ბორჯომთან” ერთად, თითოეული კერძი უფრო გემრიელი, ხოლო გემოები უფრო ინტენსიური ხდება. ამიტომ სუფრა, მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნება და საყვარელ ადამიანებთან შეკრება, „ბორჯომთან” ერთად უფრო სასიამოვნო ხდება. სწორედ ამ ტრადიციას და „ბორჯომის” და სხვადასხვა კერძის შეხამებას აღმოაჩენთ გასტროგიდის ამ ნაწილში, რაც კიდევ ერთხელ ყველას შეახსენებს ბრენდის მთავარ საკომუნიკაციო გზავნილს – გახსენი, ისიამოვნე, შეიგრძენი სიმსუბუქე!

   გასტროგიდის ღონისძიებების ნაწილში კი აღმოაჩენთ, კულინარიულ ფესტივალებს და აქტივობებს.

   ეს მიმართულებები ერთად კი ქმნის გასტროგიდს – უნიკალურ ციფრულ გამოცდილებას, რომელიც გასტრონომიული ჰაბია პროფესიონალებისთვის, მოყვარული კულინარებისთვის და ამ თემით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს არის სივრცე, რომელიც დაგეხმარებათ, რომ დაუსრულებლად იმოგზაუროთ კულინარიის სამყაროში, აღმოაჩინოთ უნიკალური ადგილები, ავთენტური გემოები და ექსპერტების რჩევები.

   ამ პროექტს „ბორჯომმა” საქართველოში განსაკუთრებული კონცეფციის ვახშმების სერია მიუძღვნა, რომელიც გალა ვახშმით დასრულდა. ღონისძიებების ფარგლებში „ბორჯომმა” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის, სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს საქართველოდან და საექსპორტო ქვეყნებიდან, შეფებს, პარტნიორებს და ინფლუენსერებს, თბილისში, უმასპინძლა. ამ შეხვედრებით, ქართული კულტურის და თანამედროვე ქართული კულინარიის გაზიარებით, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ის იდეა, რის გარშემოც გასტროგიდი შეიქმნა. „ბორჯომის” განსაკუთრებული კონცეფციის ვახშმები ყოველ წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ