კოვიდი, კვება და ვიტამინები. პასუხები მთავარ კითხვებზე ლაშა უჩავასგან

ამ ბოლო წლებში, პანდემიის არაერთმა ტალღამ, ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ყველა ამოგვაგდო. ვიყავით სახლებში და კვირების განმავლობაში ქუჩაშიც კი ვერ გავდიოდით. გვქონდა უამრავი შეზღუდვა, მივიღეთ მინიმუმ, ფსიქოლოგიური სტრესი და ბევრმა უკვე გადავიტანეთ ვირუსი. პანდემია ჩვენი იმუნური სისტემისთვის ძალიან დიდი გამოწვევა გახდა. ამ დროს, სწორედ იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა და ბრძოლისუნარიანობა.

მეც სულ ახლახან გადავიტანე კოვიდი. მართალია არცერთმა ტესტმა დამიდასტურა, მაგრამ რამდენიმე დღე სიმპტომები მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქ ფორმებში ჩაიარა ჩემმა ვირუსმა, დავინტერესდი როგორი კვების რაციონი შემედგინა და რომელი ვიტამინები შემეძლო შემეძინა ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის, იმუნური სისტემის მოსამძლავრებლად.

პირველ რიგში, ინტერნეტის საშუალებით, მოვიძიე საქართველოში მომუშავე, პროფესიონალი და სანდო ექიმების რჩევები. ჩემთვის გასაგებად და დამაჯერებლად განმარტავდა ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა, რომ კოვიდისა და პოსტ-კოვიდის პერიოდებში, ერთ-ერთი ფაქტორი D ვიტამინისა და თუთიის მიღების აუცილებლობაა.

გადავწყვიტე ჩემს საყვარელ სააფთიაქო ქსელ “ფარმსახლში” შემეძინა Covid-Kit-ის ნაკრები მთელი ოჯახისთვის, რომელშიც შედის სუფთა სახით D ვიტამინი – “ვიტაფეროლის ემულსია” სერტიფიცირებული დოზატორით და “ცინკევალინი” – სუფთა სახით თუთია, დანამატების გარეშე. შეძენილი ვიტამინებით კი მივსულიყავი ბატონ ლაშა უჩავასთან და ჟურნალი “სითის” მკითხველებისთვისაც გამეზიარებინა მისი რჩევები სწორ კვებასა და ვიტამინების მიღებასთან დაკავშირებით.

ლაშა უჩავა, ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი

პირველ რიგში, ვისაუბროთ თუ არსებობს რაიმე რეკომენდაცია კოვიდის და პოსტ-კოვიდის პერიოდში კვებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ დროს?

– კითხვა ნამდვილად აქტუალური და საინტერესოა, რადგან ხშირ შემთხვევაში, საზოგადოება ფიქრობს, რომ იმუნური სისტემის გაძლიერებისა და გამართული მუშაობისათვის აუცილებელია ბევრი და ნოყიერი საკვების მირთმევა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ნახშირწყლებით და ქოლესტერინით დატვირთული რაციონი პირიქით, ასუსტებს იმუნურ სისტემას. 2020 წლის მარტში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid-19-ის პანდემია გამოაცხადა, რამდენიმე დღეში გამოსცა სპეციალური ბროშურა ჯანსაღი კვების როლის შესახებ, რომელშიც კონკრეტულად იყო აღწერილი კვების რაციონი და მოიცავდა შემდეგს: კვირაში 2 დღე წითელი (მსხვილფეხა პირუტყვის) ხორცი, კვირაში ორი დღე თეთრი (ფრინველის) ხორცი, კვირაში ორი დღე თევზი და კვირაში ერთი დღე მცენარეული ცილა (პარკოსნები). ასევე, ყოველდღიურ რაციონში 400-600 გრ. ხილი, 600-800 გრ. ბოსტნეული, 300-400 გრ. რძის პროდუქტები და აუცილებლად, 6-8 ჭიქა წყალი. ასევე, აღნიშნული ბროშურით ცნობილი გახდა, რომელი პროდუქტები უნდა ამოგვეღო ან შეგვეზღუდა რაციონში: სწრაფი კვება, ძეხვეული, რაფინირებული (თეთრი) შაქარი, ცხიმიანი საკვები და მარილი.

2019 წლიდან საკმაოდ გაიზარდა D ვიტამინის მიმართ ინტერესი. რატომ გახდა ეს ვიტამინი ასეთი პოპულარული, რა მნიშვნელობა აქვს მის მიღებას და რა გართულებებს იწვევს მისი ნაკლებობა ორგანიზმში?

რამდენიმე ათეული წლის წინ, D ვიტამინის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობდა. თუმცა, ბოლო პერიოდში მედიცინისა და კლინიკო-ლაბორატორიული ტექნოლოგიების განვითარებამ აჩვენა, რომ ვიტამინი D ჩართულია ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა იმუნო-ბიოლოგიურ და მეტაბოლურ პროცესში და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ჩვენი ჯანმრთელობისათვის. D ვიტამინს, მისი მრავალფუნქციური მოქმედებიდან გამომდინარე, დღეს D ჰორმონადაც კი მოიხსენიებენ. ორგანიზმში D ვიტამინის ბალანსირებული არსებობა განაპიროებებს ენდოკრინული, ძვალ-სახსროვანი, ნერვ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, იმუნური და სხვა ორგანოთა სისტემების ჯანსაღ ფუნქციონირებას. D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია ძალიან ბევრ პათოლოგიურ ცვლილებასთან. მაგალითად, ხშირი ავადობა ვირუსული თუ სეზონური ინფექციებით, ჭარბი წონა, დიაბეტი, გუნება-განწყობის ცვლილება, დეპრესია, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, მეტაბოლური სინდრომი, ჰიპერტენზია, მეხსიერების გაუარესება, თმის ცვენა და სხვა ქრონიკული თუ არაქრონიკული დაავადებები მჭიდრო კავშირშია D ვიტამინის დეფიციტთან.

ლაშა უჩავა

D ვიტამინის მსგავსად, საკმაოდ ხშირად გვესმის თუთიის შესახებაც…

რაც შეეხება თუთიას, მის შესახებაც ინფორმაცია ბოლო პერიოდში მეტად შეივსო. ცნობილია, რომ თუთია ნივთიერებათა ცვლის, ჰორმონებისა და ფერმენტების გამომუშავების და სხვა ბიოლოგიური პროცესების წარმართვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ორგანიზმში მის არსებობაზე 300-ზე მეტი ნივთიერების ბალანსია დამოკიდებული, რომელთაგან საზოგადოებაში ცნობილი და მნიშვნელოვანი ჰორმონებია, მაგალითად, ინსულინი და თავისუფალი ტესტოსტერონი. გარდა ამისა, თუთიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმუნური სისტემის სიჯანსაღისთვის – მისი ძლიერი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნომოდოლუატორული როლიდან გამომდინარე. აღსანიშნავია თუთიის როლი თმის, კანის და ფრჩხილის სტრუქტურის გაჯანსაღებაში, რადგან იგი აქტიურადაა ჩართული კოლაგენის და ელასტინის სინთეზში. მის დეფიციტთან ასოცირებულია ხშირი ავადობა, გემოსა და ყნოსვის გაუარესება, თმის ცვენა, დეპრესია, დიარეა, ჭარბი წონა და სხვა უამრავი დაავადება.

რატომ გახდა ასეთი აქტუალური Covid-19-ის დროს D ვიტამინი და თუთია?

დიახ, თუთიისა და D ვიტამინის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა კოვიდ-პანდემიის პერიოდში. ისევე, როგორც D ვიტამინი, ასევე თუთიაც, მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის აქტიურ და გამართულ მუშაობაში, ორივე მათგანი არეგულირებს იმუნური უჯრედების აქტივობას, იცავს ე.წ. ციტოკინური შტორმის განვითარებისა და იმუნური სისტემის ჰიპერაქტივობისაგან. მარტივად რომ ვთქვათ, D ვიტამინსა და თუთიას შეუძლიათ გაზარდონ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ და დააჩქარონ გამოჯანმრთელების პროცესი. სწორედ ამიტომ, თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კოვიდ-პანდემიის დროს საკმაოდ აქტუალური გახდა აღნიშნული ნუტრიენტები და საზოგადოებამაც მეტი შეიტყო მათ შესახებ.

მრავალი კლინიკური კვლევით დადასტურებულია, რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტებში D ვიტამინის და თუთიის მიღება, ამცირებს ინფექციის გართულების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შედეგების რისკს.

ბევრმა ადამიანმა უკვე გადაიტანა კოვიდ-ინფექცია, თუმცა ხშირად უჩივიან კოვიდის-შემდგომ გართულებებს. ამ დროსაც აქვს მნიშვნელობა D ვიტამინსა და თუთიას?

თანამედროვე მედიცინაში უკვე არსებობს ტერმინოლოგია “ხანგრძლივი კოვიდი” და “პოსტ-კოვიდი”. ორივე მდგომარეობა აიხსნება კოვიდ-ინფექციის შემდეგ ორგანიზმში განვითარებული მრავალი დარღვევის არსებობით, რაც სიმპტომათა კომპლექსს აერთიანებს. ადამიანების უდიდესი ნაწილი უჩივის კოვიდის შემდეგ დარჩენილ საერთო სისუსტეს, კუნთების ტკივილს, თმის ცვენას, დაღლილობას, ძილის დარღვევებს, მეხსიერების გაუარესებას და ა.შ. მრავალი კვლევით არის დადასტურებული, რომ კოვიდის შემდეგ კიდევ უფრო გაზრდილია ორგანიზმის მოთხოვნა D ვიტამინისა და თუთიის მიმართ. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ აღნიშნული ორი ნუტრიენტის დეფიციტი ზრდის ისეთი ჩივილების არსებობას, როგორიც ახასიათებს “ხანგრძლივ კოვიდსა” და “პოსტ-კოვიდს”. D ვიტამინისა და თუთიის დამატება ამცირებს თმის ცვენას, აღადგენს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ამდიდრებს ორგანიზმს ენერგიით, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, მეხსიერებას, ამცირებს კუნთების ტკივილს და გემოსა და ყნოსვის გაუკუღმართების რისკს. შესაბამისად, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ როგორც კოვიდის, ასევე “ხანგრძლივი კოვიდისა” და “პოსტ-კოვიდის” დროს, რეკომენდებულია D ვიტამინსა და თუთიის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაზაფხული დადგა _ წელიწადის ამ დროს, ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, შესაბამისად, იმ პირებისთვისაც კი, ვისაც არც კოვიდი აქვთ და არც კოვიდის შემდგომი მოვლენები, თუთიაც და D ვიტამინიც მნიშვნელოვან დანამატებს წარმოადგენენ.

რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ D ვიტამინისა და თუთიის მიღება მაქსიმალურად ეფექტიანი და უსაფრთხო რომ იყოს?

ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ეფექტიანობას და უსაფრთხოებას განსაზღვრავს წარმოების ხარისხი, მათი მაღალი ბიოათვისება, შემადგენელი კომპონენტების დოზები, დანამატების არარსებობა და კვლევებით გამყარებული რეკომენდაციები. თუთიისა და D ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიური დანამატებიდან ათვისება ხდება ნაწლავიდან და ამ პროცესს აფერხებს მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ისეთი დაავადებები, როგორიცაა დისბიოზი, გასტრიტი, კუჭის წყლულოვანი დაავადებები და ა.შ შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს ჰქონდეს აღნიშნული ფაქტორებისაგან მაქსიმალური დაცვა და ბიოათვისება. ამასთანავე, თითოეულ ნუტრიენტს გააჩნია დღიური რეკომენდებული უსაფრთხო დოზა – რომელთა დაცვა აუცილებელია ჰიპერ ან ჰიპოდოზირების რისკის შემცირებისთვის. უსაფრთხოებისა და ბიოათვისების მხრივ, აუცილებლად აღსანიშნავია დანამატების არარსებობა, რადგან ჯანმოს მიერ მოწოდებულია 1000-ზე მეტი დანამატი: შაქარი, გლუტენი, ასპარტამი, სხვადასხვა კონსერვანტი და ემულგატორი, რომლებიც ორგანიზმში განიცდიან კუმულაციას და მავნე გავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, მათ შორის ჰორმონალურ ბალანსზე, წონაზე და ა.შ. Mayo Clinc (ამერიკული აკადემიური სამედიცინო ცენტრი) მოგვიწოდებს, რომ თუთიის დანამატის მიღება, მისი მაღალი აბსორბციის ხელშეწყობისთვის, რეკომენდებულია კვებამდე 1-2 საათით ადრე ან კვებიდან 1-2 საათის შემდეგ. საპრევენციო კურსი მოიცავს საშუალოდ, 1 თვეს. ხანგრძლივად თუთიის მიღება არ არის რეკომენდებული. ხოლო D ვიტამინის მიღება უმჯობესია დილით, საუზმის დროს ან შემდეგ. თუთიისაგან განსხვავებით, D ვიტამინი მიიღება ხანგრძლივად, რეკომენდებული ინდივიდუალური დოზების გათვალისწინებით.

როგორც ხედავთ, მე თან მაქვს ორი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი: “ვიტაფეროლი” და “ცინკევალინი”, რამდენად გაუწევთ მათ მიღებას რეკომენდაციას და რატომ?

მოხარული ვარ, რომ თქვენი არჩევანი ემთხვევა ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას, რადგან როგორც “ცინკევალინს”, ასევე “ვიტაფეროლს” აქტიურად ვურჩევ ჩემს პაციენტებსაც. მათ მიმართ ნდობას განაპირობებს სანდო, ევროპული მწარმოებლი, უმაღლესი ბიოათვისების, ეფექტიანობის და უსაფრთხოების პროფილი და მათში დანამატების არარსებობა. “ცინკევალინში” წარმოდგენილია თუთია სუფთა სახით, დანამატების გარეშე, ორგანული ანუ ბიოლოგიურად უკვე აქტიური და უსაფრთხო თუთიის ფორმით. მისი დაცული, შემოგარსული აბი ორგანიზმის მიერ აითვისება სრულად. შესაბამისად, დროის მოკლე მონაკვეთში ოპტიმალურად აღადგენს თუთიის ბალანსს და მიღებულ შედეგს ინარჩუნებს ხანგრძლივად.

“ვიტაფეროლი” კი, ერთადერთი სუფთა სახის D ვიტამინის შემცველი ბრენდია საქართველოში, რომლის ორივე ფორმაშიც D ვიტამინი წარმოდგენილია ESPGHAN-ის მიერ რეკომენდებული ფორმით – ემულსიით. სწორედ ემულსიფიცირებული D ვიტამინი არის ჩვენი ორგანიზმისთვის ყველაზე ადვილად ასათვისებელი კონსისტენცია, რომლის ბიოათვისებაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ფაქტორი არ ახდენს გავლენას. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ “ვიტაფეროლი” არ შეიცავს ისეთ დანამატებს, როგორიცაა შაქარი, გლუტენი, კონსერვანტები, სპირტი, საღებავები, არომატიზატორები და სხვა _ შესაბამისად, მისი მიღება სრულიად უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისას. კომფორტულია, რომ კონკრეტულად “ვიტაფეროლი” ასაკობრივი და ინდივიდუალური დოზირების განსაზღვრის მიზნით, წარმოდგენილია გამოშვების ორი ფორმით: “ვიტაფეროლი ემულსია” – სერტიფიცირებული დოზატორით და “ვიტაფეროლი ომეგა D3” – მაღალტექნოლოგიური სოფტ-გელის გასტრორეზისტენტული კაფსულით. “ვიტაფეროლი”, მისი უმაღლესი ბიოათვისებიდან გამომდინარე სწრაფად, ხანგრძლივი დროით და უსაფრთხოდ აღადგენს ორგანიზმში D ვიტამინის ბალანსს და აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას.

ფოტო: ზურაბ ცერცვაძე

ასევე წაიკითხეთ