განათლება Archives - City Magazine

კარი, რომელიც დარემში გაიღო
მე ჯერ მხოლოდ გზის დასაწყისში ვდგავარ. ეს ჩემი პირველი სტატია ჟურნალ  city-სთვის.

ზოგჯერ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი თავგადასავლები უბრალო ნაბიჯით იწყება.  შენ უბრალოდ იღებ ჩემოდანს, ემშვიდობები ნაცნობ სამყაროს  და მიდიხარ იქ, სადაც ყველაფერი ახალია- ქუჩებიც, ადამიანებიც, ხმებიც და სიჩუმეც კი. ჯერ კიდევ არ იცი, რამდენი უცნობი გზა გელის და რამდენჯერ მოგიწევს საკუთარ თავთან შეხვედრა.

უკვე მეორე წელია, რაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს დარემში ვატარებ,ინგლისის ამ უძველეს ქალაქში, რომლის ქვაფენილიან ქუჩებსა და დიდებულ ტაძარში თითქოს საუკუნეების სუნთქვა ჯერ კიდევ ცოცხლობს.

თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა HMC-ის სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებამ ჩემი ცხოვრების ახალი კარი გააღო და დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი გზა დამანახა. ასე აღმოვჩნდი ისტორიულ ქალაქ დარემში.

საკუთარ თავთან შეხვედრა

აქ ჩამოსვლისას წინ უამარავი ახალი კარი დამხვდა, თუმცა ყველა მათგანი მარტივად არ იღებოდა. იყო გამოწვევები, იყო გაურკვევლობა, იყო დღეები, როცა  მონატრებას საზღვარი არ ჰქონდა.

დარემში სწავლისა და დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებამ საკუთარი თავი ახლებურად დამანახა.

ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა სკოლის გარემო, სივრცე, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები ერთმანეთის კულტურებს ვეცნობით და განსხვავებულ შეხედულებებსა და გამოცდილებებს თამამად ვუზიარებთ ერთმანეთს. აქ სწავლა მხოლოდ საკლასო ოთახითა და სახელმძღვანელოებით არ შემოიფარგლება. უამრავი შესაძლებლობაა საკუთარი ინტერესების გამოსავლენად, ახალი უნარების შესაძენად. შემოქმედებითმა კლუბებმა და სხვადასხვა სასკოლო ინიციატივამ დამანახა, რომ განათლება მხოლოდ ცოდნის დაგროვება კი არა, საკუთარი თავის აღმოჩენაცაა

სწორედ ამ გარემოში მომეცა შესაძლებლობა, თავადაც ამეღო არა ერთი პასუხისმგებლობა და სკოლის ცხოვრებაში ჩემი წვლილი შემეტანა.

ამ გზაზე ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სკოლის მონიტორად არჩევას. სტატუსის გარდა, ჩემთვის ეს იყო ნდობა და პასუხისმგებლობა, რომ ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმედგინა.

ქართული რიტმი უცხო მიწაზე

რამდენჯერ მიფიქრია, რა უცნაურად იცის ცხოვრებამ გზების გადაკვეთა. თექვსმეტი წლის ასაკში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ამავე გარემოში თავად გავხდებოდი რაღაცის გამზიარებელი.

საქართველოზე, საქართველოს კულტურაზე სიყვარულით საუბარმა ერთ დღეს ასეთ განსაკუთრებულ შესაძლებლობამდე მიმიყვანა. ცეკვის კლუბის ხელმძღვანელობა მომანდეს, ეს არის შესაძლებლობა, უცხო ყვეყანაში მოსწავლეები იმ ქართული ცეკვის ხელოვნებას ვაზიარო, რომლითაც მე ცეკვის აკადემია „სუხიშვილებში“ გავიზარდე. საოცარი გრძნობაა, როცა საქართველოში სიყვარულით ნაკეთებ საქმეს ახლა სხვებს ვუზიარებ.

დაუწერელი თავგადასავალი

და თუ ოდესმე მკითხავენ, რა მომცა დარემმა, ვიტყვი, რომ მან შესაძლებლობების უამრავი კარი დამანახა და გასაღების პოვნის გზაც თავადვე მასწავლა. მასწავლა როგორ შვიყვარო ახალი ქვეყანა ისე, რომ მშობლიური ქვეყნის სიყვარული წამითაც არ გამინელდეს.

დარემი ჩემთვის მხოლოდ ქალაქი აღარ არის. ის სივრცეა, სადაც ყოველდღიურად ვიზრდები, ვსწავლობ და საკუთარ შესაძლებლობებს ვცდი. აქ ვაგროვებ მოგონენებს, რომლებიც ოდესმე, ალბათ, ჩემს მომავალს ისევე გაათბობს, როგორც დღეს საქართველოდან წამოღებული მოგონებები მათბობს მე.

ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. წინ კიდევ ბევრი უცნობი ქუჩაა… არ ვიცი სად მიმიყვანს ეს გზა, მაგრამ ერთი რამ უკვე ვიცი, ბედნიერება ყოველთვის იქ არ იწყება, სადაც ყველაფერი ნაცნობი და მარტივია.

The post კარი, რომელიც დარემში გაიღო appeared first on City Magazine.

მარანგონის დღიურები
რამდენად განსხვავდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის სკოლის რეალობა იმ სურათისგან, რომელსაც Instagram-ზე ვხედავთ?

გამარჯობა, მე ნიტა ვარ და ეს ჩემი პირველი ჩანაწერია City-სთვის. მინდა, საკუთარი გამოცდილებით გაგიზიაროთ, როგორია სწავლა მარანგონში და ზოგადად, რა ხდება მოდის უნივერსიტეტის კედლებს მიღმა.

მილანში მოდის სწავლა საინტერესო კონტრასტებით სავსე გამოცდილებაა: ერთ დღეს აუდიტორიაში ბრენდის სტრატეგიაზე მსჯელობ, მეორე დღეს კი იმავე ინდუსტრიას ქუჩაში, მოდის ჩვენებაზე ან კულისებში ეცნობი. სასწავლო წელი ახლახან დაიწყო და უნივერსიტეტში ჯერ კიდევ იგრძნობა საწყისი ქაოსი, თუმცა დროთა განმავლობაში ეს არეულობა საინტერესო ყოველდღიურობად იქცევა.

ახლა მარანგონის ეზოში ვზივარ. ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალ ადამიანებთან გაცნობით იწყება — სტუდენტებთან, ლექტორებთან და სხვადასხვა პროფესიული ინტერესის მქონე ადამიანებთან. პირველკურსელების ამოცნობაც მარტივია: ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ, ახალ გარემოს შეეგუონ. ზუსტად ასე ვიყავით ჩვენც პირველ წელს.

ერთ-ერთი პირველი რამ, რაც უნივერსიტეტში თვალში გხვდება, სტუდენტების განსხვავებული სამუშაო სტილია. მოდის დიზაინის სტუდენტებს ხშირად ჩემოდნებით დაინახავთ — ასე ყველაზე მარტივია მასალებისა და ნაჭრების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. სთაილინგის სტუდენტები კი დროის დიდ ნაწილს გადაღებებზე ატარებენ; მათი სამუშაო სივრცეებიდან ხშირად ფოტოაპარატის ხმა ისმის. ჩვენ, ბიზნესის სტუდენტები, შედარებით მარტივად ვართ აღჭურვილი — ჩანთაში ლეპტოპი გვიდევს და დროის დიდ ნაწილს ბიბლიოთეკაში ვატარებთ.

სწორედ ბიბლიოთეკაა მარანგონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სივრცე. აქ უამრავ კრეატიულ პროექტს შეხვდებით და ერთი შეხედვითაც იგრძნობთ, რამდენად განსხვავებული იდეები და ინტერესები იყრის თავს. ყველა საკუთარ საქმეზე მუშაობს, თუმცა ამ პროცესში აზრებსაც ვუზიარებთ ერთმანეთს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებასაც არ ვიშურებთ. საბოლოოდ, სწორედ ეს ურთიერთობა ქმნის სასწავლო გარემოს მნიშვნელოვან ნაწილს.

არანაკლებ საინტერესოა უნივერსიტეტის ტერასა, სადაც შესვენებებზე სხვადასხვა კურსისა და მიმართულების სტუდენტები იკრიბებიან. აქ შეხვდებით ადამიანებს, რომელთა სტილიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება: ზოგი ფერად სამოსს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი მონოქრომულ ჩაცმულობას ირჩევს, ზოგი კი მიმდინარე ტენდენციებს მიჰყვება. ეს მრავალფეროვნება არა მხოლოდ საინტერესო დაკვირვების შესაძლებლობას გვაძლევს, არამედ ხშირად ახალი იდეებისა და უნივერსიტეტისთვის დამახასიათებელი ვიზუალური კონტენტის შთაგონების წყაროც ხდება.

რაც შეეხება ჩემს მიმართულებას, მოდის ბიზნესის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრენდების PR-ს, მარკეტინგსა და ახალი კონცეფციების შექმნას ეთმობა. წერილობითი გამოცდების ნაცვლად, ხშირად ჯგუფურ პროექტებზე ვმუშაობთ, რომელთა შედეგებიც ჩვენს პორტფოლიოში აისახება. ამგვარი სწავლება საშუალებას გვაძლევს, თეორიულ ცოდნასთან ერთად გუნდური მუშაობისა და იდეების პრაქტიკაში განხორციელების გამოცდილებაც მივიღოთ.

ვფიქრობ, მოდის ინდუსტრიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა და პროფესიული კონტაქტების დამყარება. სხვადასხვა ადამიანთან თანამშრომლობა ახალ პერსპექტივებს გვიხსნის, გამოცდილებას გვმატებს და ხშირად მოულოდნელ შთაგონებასაც გვაძლევს. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი — საკუთარი ხედვისა და ხასიათის შენარჩუნება.

რა ხდება მაშინ, როცა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა რეალური მოდის ინდუსტრიას ეჯახება? ამაზე უკვე მომდევნო ჩანაწერში მოგიყვებით. მანამდე კი — დროებით.

ავტორი: ნიტა ბაღდავაძე

The post მარანგონის დღიურები appeared first on City Magazine.

მარიამ გოგნიაშვილის დასაწყისი
– იმის გაცნობიერება, რომ დიდი წვლილი შემიძლია შევიტანო ადამიანების ჯანმრთელობაში, საოცარია. ჩემი კვლევით და საქმით ერთი ადამიანის ცხოვრებაც რომ გაუმჯობესდეს, უბედნიერესი ვიქნები.

ალბათ, სწორედ აქ იწყება მარიამ გოგნიაშვილის ისტორია. არა გერმანიაში, სადაც სულ მალე ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს, არც იმ დღეს, როდესაც უნივერსიტეტიდან მიღებული პასუხი ნახა. მისი ისტორია გაცილებით ადრე იწყება – იმ ინტერესით, რომელსაც წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მიჰყვებოდა, იმ კითხვებით, რომლებზეც პასუხებს ეძებდა და იმ გზით, რომელიც არც კი იცოდა სად მიიყვანდა.

მარიამ გოგნიაშვილი მალე Constructor University-ში ბიოქიმიისა და უჯრედული ბიოლოგიის შესწავლას დაიწყებს. მის წინ სრულიად ახალი ეტაპია – სხვა ქვეყანა, უცხო ენა, ახალი უნივერსიტეტი, განსხვავებული აკადემიური გარემო და დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი დიდი გამოცდილება. ბავშვობიდან ყველაფერი აინტერესებდა – ხელოვნება, სპორტი, ისტორია, საბუნებისმეტყველო საგნები. ერთ კონკრეტულ სფეროში არასდროს ჩაკეტილა. პირიქით, სადაც ახალი შესაძლებლობა ჩნდებოდა, თითქმის ყველგან იყო. ეს ინტერესები კიდევ უფრო გააფართოვა ბაქსვუდის სკოლამ, სადაც მარიამს სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მიეცა. დროსთან ერთად კი, პროფესიულ გადაწყვეტილებაში დარწმუნდა.

– სამედიცინო სფერო საოცრებაა; უდიდესი სტრესი ყოველდღიურობაში, თავგანწირვა. დიდ პასუხისმგებლობას იღებ. სხვა ადამიანის ჯანმრთელობა შენს ხელშია. სამეცნიერო სფერო კი არის ამის საყრდენი. კვლევა ექსტრემია, სანამ ბაზარზე გავა, ამიტომაც მომეწონა…

– ახალი ეტაპი ყოველთვის მცირე გაურკვევლობასაც გულისხმობს. როგორ შეხვდი ამ განცდას?

– ასეთი ემოციები მანამდე არ მქონია. არ ვიცი, კარგიც და ცუდიც, კარგი უფრო მეტი. ზოგადად ახალს რომ იწყებ, ჯერ არ იცი რა მოხდება და ღელავ. ადრე სიახლეებიც ნაკლებად მიყვარდა. რომ არ მოგატყუოთ, უფრო მსტრესავდა, არ ვიცოდი რა მოხდებოდა. ახლა კი ვფიქრობ – რახან ასე ხდება, ესე იგი კარგთან ასოცირდება. ყველა სიახლე მახარებს: ახალ ხალხს რომ გავიცნობ, ახალ რაღაცებს რომ ვისწავლი, ახალ ქალაქში რომ ვიცხოვრებ. ვეცდები არ შევიცვალო. თან მიხარია და თან მანერვიულებს.

ახალ ქვეყანაში წასვლა მხოლოდ პროფესიული შესაძლებლობა არ არის. ჩნდება პასუხისმგებლობა ოჯახის, საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე.

– წარმოუდგენელია მხოლოდ პროფესიაში ყოფნა. ზოგი დღე და ღამე სამსახურზე ფიქრობს. მე ასე არ შემიძლია. საჭიროა ოჯახი, მეგობრები, ურთიერთობები, ჰობი, განტვირთვა. ყოველთვის მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ შეიძლება ვიღაცას იმედი გავუცრუო. სადაც არ მივდივართ ქართველები, ყველგან წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას… ჩემს მომავალ უნივერსიტეტშიც ბევრი ქართველია. იმედია გავუმკლავდებით ამ ყველაფერს, რომ საქართველო კარგად წარმოვაჩინოთ. ამას ნამდვილად ვგრძნობ, ყველაზე მეტად, ოჯახისგან. მარტივი არ იყო მათთვის ჩემი გაშვება ახალ ქვეყანაში. მაქსიმალურად მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო.

ოჯახში მეცნიერებისა და მედიცინის მიმართ ინტერესი უცხო არასდროს ყოფილა. მამა, გიორგი გოგნიაშვილი, ექიმია. მამის მხრიდან ბაბუა, ოთარ გოგნიაშვილი – „მეცხრე საავადმყოფოს” ფაქტობრივი დამფუძნებელი, ომარ ხუჯაძესთან ერთად. დედის მხრიდან ბაბუაც, ივანე ვერულაშვილი, ექიმია. თუმცა, ოჯახის ეს პროფესიული ისტორია მარიამისთვის წინასწარ განსაზღვრულ გზად არასდროს ქცეულა.

– ბაბუას, მამაჩემის მხრიდან, პირადად არ ვიცნობდი, ჩემამდე გარდაიცვალა, მაგრამ ისტორიები ვიცი. გარდა პროფესიისა, საოცარი პიროვნება იყო… დედის მხრიდანაც ბაბუა ექიმია. არ ვიცი, ისტორიები ისეთი მესმის, ამაყი ვარ. შთამბეჭდავია ეს ჩემთვის. ბაბუაჩემმა რომ გაიგო ბიოლოგია-ქიმიის განხრით მინდოდა ჩაბარება, ძალიან გაუხარდა და ეგრევე წიგნები მირჩია წასაკითხად. ჩემი გამზრდელი ბებიაც, ნინიკო ჩხეიძე, ბიოლოგია, თუმცა თავიდან ყველას ძალიან გაუკვირდა ჩემი არჩევანი. ზეწოლა არ ყოფილა ოჯახის მხრიდან. რამდენჯერაც სხვა პროფესიაზე დავფიქრდი, ყოველთვის მხოლოდ დიდი მხარდაჭერა მქონდა. ბიოლოგიაში მომზადება ბოლო წელს დავიწყე, მას შემდეგ, რაც ამ ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე. ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა ეს საგანი ინგლისურად ბაბუაჩემის, ოთარ გოგნიაშვილისა და ჩვენი ოჯახის ახლო მეგობრისგან, ბუციკო ჩხარტიშვილისგან მესწავლა. ეს დიდი პასუხისმგებლობაც იყო და საოცარი გამოცდილებაც.  ეს მიმართულება რომ ავირჩიე, ჩემი მშობლები ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს არჩევანს. ბიძაჩემს რომ ჰკითხეს, რომელიც ჩემთვის ძალიან მისაბაძი და საამაყო ადამიანია (თვითონ ძალიან დაინტერესებულია ამ სფეროთი, ჰარვარდში და სტენფორდში იღებს სხვადასხვა კურსს), მან უთხრა, რომ ეს არის მომავლის პროფესია. ალბათ, მალე ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ბევრ პროფესიას და ჩემი არჩევანი ძალიან მოეწონა. ჩემი მშობლებიც ცოტა დამშვიდდნენ.

საბოლოოდ, სწორედ ამ თავისუფლებაში იპოვა საკუთარი მიმართულება. ეს ინტერესი ახლა უკვე გერმანიაში გაგრძელდება. იქ, სადაც პროფესიულ განვითარებასთან ერთად, ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპიც იწყება. ახალი უნივერსიტეტი მისთვის მხოლოდ აკადემიური გამოწვევა არ იქნება. შეიცვლება ყოველდღიურობა, გარემო, რომელშიც აქამდე ცხოვრობდა.

– “არ ჩამოხვიდე, იქ ჯობია”,- ჩემთვის ხშირად უთქვამთ ეს სიტყვები, მაგრამ ამ ქვეყანას ვინ ჰყავს, თუ არა ჩვენ! საქართველო არ უნდა დავივიწყოთ. მგონია, რომ ძალიან დიდი ნაწილი უნდა მივდიოდეთ იმისთვის, რომ აქ ჩამოვიდეთ, აქ ჩამოვიტანოთ ცოდნა, განათლება და გამოცდილება. თუ მარტო ერთი-ორი დაბრუნდება, პროგრესი არ იქნება, მაგრამ თუ ყველა კოლექტიურად დავბრუნდებით უცხოური განათლებით, ტექნოლოგიებით, მეთოდებით…. მნიშვნელოვან ცვლილებას ჩამოვიტანთ საქართველოში.

მარიამმა იცის, რომ წინ არაერთი გამოწვევა ელოდება – უცხო ენა, ახალი აკადემიური გარემო, ოჯახთან დაშორება და ახალი პასუხისმგებლობების აღება. თუმცა, ალბათ, სწორედ ეს ხდის დასაწყისს განსაკუთრებულად ამაღელვებელს. ჯერ არ იცი, რა შესაძლებლობებს გაგიხსნის და როგორი იქნება შენი ცხოვრების ის ეტაპი, რომელსაც დღეს პირველად იწყებ. ყველაფერი წინ არის!

ტექსტი: კესო ბოჭორიშვილი

ფოტო: ნათია ასანიძე

The post მარიამ გოგნიაშვილის დასაწყისი appeared first on City Magazine.

სკოლა მერმისი – 1994 წლიდან დაწყებული ამბავი
ინტერვიუ სკოლის დირექტორთან,  მანანა მალაზონიასთან

სკოლა „მერმისმა“ ისტორიის სამი ათეული წელი შეასრულა. ამ სამ ათეულში კი გაერთიანებულია არაერთი თაობა, მათი სასწავლო პროცესი, აღზრდა და განვითარება. სკოლა „მერმისის“ კედლები სავსეა ბავშვების ისტორიებით, მოგონებებითა და ოცნებებით. დღეს მოსაყოლი ბევრია, მაგრამ გონებას და გულს შემორჩენილი თავგადასავლები, ალბათ, კიდევ უფრო მეტი…

„მე მინდოდა ისეთი სკოლა შემექმნა, რომელიც ბავშვებს ეყვარებოდათ” – ქეთი დოლიძე, სკოლის დამფუძნებელი.

სწორედ ეს სიტყვები იყო და არის სკოლის მთავარი პრიორიტეტის განმსაზღვრელი. ,,მერმისი’’ საქართველოში ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა.

სკოლის გახსნის იდეა ქეთევან დოლიძეს ეკუთვნოდა, ლალი ვაშაკიძესთან და მანანა მალაზონიასთან ერთად, რომელსაც ჯერ კიდევ 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი. სკოლა  დღემდე წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას.

დაწყებითი კლასის მოსწავლეები სკოლის ეზოში

განსაკუთრებულად თბილი გარემოა „მერმისში“, სადაც ყველაზე მთავარი არის ბავშვი და მისი მომავლისთვის ზრუნვა.  სკოლის პრიორიტეტია მოსწავლისთვის სწორი ღირებულებების გადაცემა და პრობლემებთან გამკლავების უნარის გამომუშავება – იხსენებს სკოლის დირექტორის მოადგილე, ირინა სოლტიში.

ეს სკოლა „მერმისია“, ჭეშმარიტად გულწრფელი ურთიერთობებითა და შემოქმედებითი პროცესით სავსე სივრცე. ადგილი, სადაც ბავშვობის ზარი ირეკება.

და მაინც,

რა გვხვდება სკოლა „მერმისში“ ?

სკოლისთვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.

პროფესიონალი პედაგოგები, მრავალფეროვანი და თანამედროვე მეთოდებით სწავლება, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მეგობრული დამოკიდებულება, მშობლებსა და სკოლას შორის ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის განსაზღვრავს სასურველ შედეგს – აღვზარდოთ ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე და შემოქმედებითი აზროვნების მქონე მომავალი თაობა. შევუქმნათ მათ უსაფრთხო სასწავლო გარემო.

მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში
ფოტოს ავტორი: ნათია ასანიძე

შედეგები

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სკოლის ისტორიაში, წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა, სკოლაში მიღებული განათლების საფუძველზე, წარმატებით შეძლეს საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების მაქსიმალურად გამოვლენა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. დღემდე ვმეგობრობთ და განსაკუთრებულად თბილ დამოკიდებულებას ვინარჩუნებთ  ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებთან. სიხარულით ვიზიარებთ მათ წარმატებას სხვადასხვა სფეროში.

ჩვენი კურსდამთავრებულები განაგრძობენ სწავლას როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

რა არის თქვენი სკოლის მთავარი უპირატესობა?

– მცირერიცხოვანი კლასები;
– უცხოური ენების გაძლიერებული სწავლება;
– ინგლისური ენა პირველი კლასიდან, TOEFL-ის პროგრამით III კლასიდან;  დამამთავრებელ კლასში მოსწავლეები ინგლისურ ენას სტანდარტთან შედარებით 2 საფეხურით მაღალ, C1- დონეზე ფლობენ;
– IV კლასიდან მეორე დამატებითი უცხო ენა (სავალდებულო);
– VII კლასიდან მესამე  დამატებითი უცხო ენა (არჩევითი);

ჩვენი პედაგოგები გამოირჩევიან თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომით.  უცხოელი მოსწავლეების მიმართაც,  ჩვენი გარემო მარტივად ადაპტირებადია. სპეციალურად მათთვის  გვაქვს ქართული ენის დამატებითი გაკვეთილები.

მოსწავლეები ჭადრაკის გაკვეთილზე
ფოტოს ავტორი: ნათია ასანიძე

ვცდილობთ სასკოლო გარემო და სასწავლო პროცესი იყოს სასიამოვნო და სახალისო.
გვაქვს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები:

– ბეჭდური, ელექტრონული, აუდიო-ვიდეო მასალა და სხვა;
– სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, საგნობრივი კაბინეტები;
– სკოლაში ფუნქციონირებს დებატების კლუბი, ხელოვნების კლუბი, წიგნის მოყვარულთა კლუბი;
– სკოლის მოსწავლეების ინიციატივით დაარსდა სასკოლო გაზეთი “მერმისი” & etc;
– თეატრალური სტუდია 1998 წლიდან;
ფსიქოლოგიური სამსახური აქტიურადაა ჩართული მოსწავლეებთან კომუნიკაციაში.

დაარსების დღიდან სკოლას ემსახურება ფსიქოლოგი, პროფესორი  ჯანა კახიანი.

ფსიქოლოგის ჩართულობით ტარდება სხვადასხვა სახის შეხვედრა მოსწავლეებისთვის აქტუალურ თემებზე, რაც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას,

რათა წახალისდეს ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების  მშვიდობიანად მოგვარების მეთოდების სწავლება.

სწავლის პარალელურად, აქტიურად ხდება მოსწავლეთა ჩართულობა გასვლით და ღია გაკვეთილებში, ექსკურსიებში, ეროვნულ  და საერთაშორისო პროექტებში, კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში, საქველმოქმედო აქციებსა და სპორტულ  შეჯიბრებებში.

უფროსკლასელები სკოლის ლაბორატორიაში
ფოტოს ავტორი: ნათია ასანიძე

სკოლის არსებობის განმავლობაში მთავარი მისია უცვლელია:

მერმისელებმა მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება, ჰქონდეთ პროგრესული აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და წარმატებული მომავალი.

სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მასწავლებელსა და თანამშრომელს წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის და ერთგულებისთვის, მშობლებს –  ნდობისთვის,  მოსწავლეებს — სიყვარულის და დაფასებისთვის.

„მერმისი“ წარმატების ისტორიაა, რომელიც სიყვარულით გრძელდება 1994 წლიდან.

ავტორი: კესო ბოჭორიშვილი

ფოტო: ნათია ასანიძე

The post სკოლა მერმისი – 1994 წლიდან დაწყებული ამბავი appeared first on City Magazine.

ჩემი ახალი მეგობრები
სტუმრობა ბორჯომის ტრენინგ ცენტრში

ყოველთვის მიყვარდა საკვირაო სკოლები.

არ მახსოვს პირველად სად და როდის წავიკითხე მათ შესახებ. პატარა ვიყავი, ალბათ. მახსოვს, წიგნებში აღწერილ კეთილ საკვირაო სკოლებს რაღაც ჯადოსნურ და ცოტა ზღაპრულ, მაგრამ მაინც სკოლას ვამსგავსებდი. ისეთს, როგორშიც მინდოდა სიარული. ის ხომ ჩვეულებრივი სკოლა არ არის, არ აქვს ყოველდღიურად სიარულის აუცილებლობა, არ იწერება ნიშნები. იდეაში, დიდად არც დავალებებს აძლევენ. აქ იცნობ ახალ ადამიანებს, უმეგობრდები მათ. თქვენ საერთო ინტერესები გაერთიანებით, საერთო, რაღაც ამოუცნობი თავისუფლება და ახლის შესწავლის სურვილი. განა აქ ნასწავლის შესახებ გაკვეთილებზე არ გსმენია და სკოლაში არ მოგიკრავს ყური, მაგრამ აქ, ახლებურად ისმინება და იკითხება. მერე, მასწავლებლებიც რაღაც სხვანაირები არიან: უფრო მეგობრები, თუ უფრო მასწავლებლები? თუ ორივე ერთად?

სივრცე, რომელზეც უნდა გიამბოთ ჰგავს ზემოხსენებულ სკოლას, თუმცა ის სხვა სპეციფიკისაა, აქ მოსწავლეები ყოველ დღე დადიან და მას ბორჯომის ტრენინგ ცენტრი ჰქვია.

ბორჯომში კვირას ჩავედით. მზიანი დღე იყო და მანქანიდან გადმოსულს პირველი, ამ ჟანგბადით დამძიმებული და მდიდარი ჰაერის ჩასუნთქვა მომინდა. ბორჯომის ადრინდელი ქარხნის ძველ, დიდ შენობასთან გავჩერდით. ფართო შესასვლელით, მაღალი ჭერით, დერეფნის აქეთ-იქით მიმობნეული ოთახებით. აქ 2012 წლიდან დაიდო ბინა ბორჯომის ტრენინგ ცენტრმა. მოსწავლეებთან შეხვედრამდე, აქაურობის მთავარი მასპინძელი და ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთი მცირე ექსკურსიას მიტარებს. თითოეულ ოთახში ცენტრის მიმართულებებზე მიყვება.

ვხვდები უფროსკლასელებს. ჩემამდე იმდენი საინტერესო სტუმრისთვის მოუსმენიათ, ცოტა ვღელავ. წესი მაქვს ასეთი, ვიდრე ამბის მოყოლას დავიწყებ, უნდა გავიცნო აუდიტორია.

– აბა, გამარჯობა. მოდით, ასე დავიწყოთ: გამეცანით, მითხარით თქვენი სახელი, გვარი, რამდენი წლის ხართ და თქვენი ინტერესების შესახებაც მომიყევით. ვის რა პროფესიისკენ გიჭირავთ თვალი.

მსგავს გამოკითხვას წლებია ვატარებ და მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ყველას ჟურნალისტობა უნდოდა. მერე ყველას მარკეტინგი და პიარი, და ბოლოს – ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. ჰოდა, ასე აღარ არის. პროფესიების და მიმართულებების მთელი პალიტრა გადაიშალა. თავისუფლად და ინტერესით გეგმავენ ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეები მომავალს. ჟურნალისტიკა უმცირესობაშია. მგონი, ღირს ეს დაფიქრებად.

ბევრი ვილაპარაკეთ. მისმენდნენ, ვუსმენდი. შეხვედრა რომ მორჩა, ფოტოების გადასაღებად სხვადასხვა ოთახში დავსეირნობდით.

– მოგწონთ აქაურობა?

– ძალიან, ერთი სული გვაქვს ცენტრის დღეები როდის მოვა, მართლა. აი, თქვენ რომ ჰყვებოდით საკვირაო სკოლაზე, ზოგჯერ ერთ დღეში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სკოლის ერთი კვირისას უდრისო – ასეა ზუსტად აქ. იმდენი რამ ვისწავლეთ და ყოველ ჯერზე ახალი და საინტერესო გველოდება. მთავარი მაინც ისაა, რომ აქ საერთო ინტერესებმა გაგვაერთიანა.

აღსაზრდელების წარმატებით ბორჯომის ტრენინგ ცენტრი საქართველოს ყველაზე პრესტიჟულ და ძლიერ სკოლებს შეეჯიბრება. თუმცა, აქაურობის მთავარი ორიენტირი მაინც, გარემოს შექმნაა – თავისუფალი, ლაღი, მეგობრული გარემოსი. ამაყად მიყვებიან ურთულესი პროექტების შესახებ, რომელსაც თავად ქმნიან და წერენ. ამ საქმეში ისეთი დახელოვნებულები არიან, ბევრ პროფესიონალს გაუკვირდება.

მე ასეთ ცენტრში არ მივლია. თუმცა, მივლია ეროვნული სასახლის სხვადასხვა წრეზე. ქართულის წრეზე დავდიოდი და იმ წრეს, იმ მასწავლებელს და იმ ბავშვებს უკავშირდება ბევრი რამ, რაც დღეს ჩემი ცხოვრების შემადგენელია. პირველი თავისუფალი თემა, პირველი გამოსვლა თავისუფალ თემაზე საჯაროდ, ნაწარმოების პირველი განხილვა თანამოაზრეებთან ერთად, ღმერთო, პირველი კოსტიუმირებული მეჯლისი და, მგონი, პირველი მოწონებაც ბიჭის. არა, არა, ეგ ამბავი პირველად ბაღში მოხდა.

დაუვიწყარი საკვირაო სკოლა ჰქონდათ ჩემს შვილებსაც. ისინი კვირაში ერთხელ დადიოდნენ და სახლში მობრუნებულები ერთმანეთს ასწრებდნენ იქ გაგონილი ამბების ჩვენთვის გაზიარებას. ამ მოგონებების და გამოცდილების საფუძველზე დავაფუძნე, ჩემს გუნდთან ერთად, ენგურს იქით ბავშვებისთვის ონლაინ საკვირაო სკოლა, სადაც შაბათ-კვირას ეკრანს მიღმა ჩვენი პატარა თანამემამულეების პირველ ნაბიჯებს ვუყურებდი ქართულისკენ, ინგლისურისკენ, ხელოვნებისკენ.

ეს სრულიად სხვა და ძალიან საჭირო სივრცეა. მას ხან აფხაზეთის ონლაინ სკოლა ჰქვია, ხან ეროვნული სასახლის წრეები და ხან ბორჯომის ტრენინგ ცენტრი. იქ არ არსებობს წარუმატებელი, უდისციპლინო… იქ საერთოდ არ არის ასეთი კატეგორიები. იქ თავისუფლებაა, შემეცნება, უფროსი მეგობარი მასწავლებელი, თანამოაზრეები და ახალი ინტერესები. ერთი სიტყვით, ისეთი სკოლაა, ჩვენი საყვარელი მწერლები რომ აღგვიწერდნენ წიგნებში ან ჩვენ რომ ფიქრებში ვგეგმავთ.

როგორ დასრულდა ჩვენი შეხვედრა? ჩახუტებებით, ტელეფონების გაცვლით, ფოტოების გადაღებით და, ალბათ, დამეგობრებით. მომერიდა, თორემ ცოტა ხნით ადგილს გავუცვლიდი რომელიმეს. გადავჯდებოდი მოსწავლეების მხარეს და რამე ახალს ვისწავლიდი. მაგალითად, თუნდაც პროექტის დაწერას. კარგი იქნებოდა…

ეკა ხოფერია

ფოტო: ნინი ჯოლოხავა

The post ჩემი ახალი მეგობრები appeared first on City Magazine.

თბილისი – ლონდონი
ირინა მამულაშვილი

22 ივნისს, 13:25 წუთზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგრანტო ორგანიზაციიდან  Chevening,  წერილი მივიღე. წინასწარ ვიცოდი რა სიტყვებით მინდოდა დაწყებულიყო წერილი – We are delighted to inform you… და რა სიტყვებით არ მინდოდა დაწყებულიყო –  We regret to inform you…. ვკითხულობ, We are delighted… იმ გრძნობის გადმოცემა, რაც ამ დროს დამეუფლა, შეუძლებელია. ეს იყო გამარჯვებისა და უდიდესი შრომის დაფასების შეგრძნება. მოვიპოვე 100%-იანი დაფინანსება, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ჩემი სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების სრულად დაფარვას გულისხმობდა. თუმცა, აქამდე მოსასვლელი გზა ძალიან რთული აღმოჩნდა.

აპლიკაციას 22 წლის  ვავსებდი. მეუბნებოდნენ, რომ პატარა ვარ და ეს დაფინანსება mid-career professional-ებისთვისაა, რომ არ მაქვს საკმარისი გამოცდილება,  ისინი ლიდერული უნარ-ჩვევების ადამიანებს ეძებენ, თანაც მსოფლიოს 70 000 აპლიკანტიდან მხოლოდ 2%-ს აფინანსებენ. მე მაინც ვცადე და გავაგზავნე აპლიკაცია. ჩემი თავის მჯეროდა და ჩემი ოცნებებისკენ სწრაფვა ძალას მაძლევდა.

ამ გრანტის საშუალებით დავიწყე სწავლა დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ფაკულტეტზე City University of London-ში. სამაგისტრო კურსი უმაღლესი შეფასებით დავასრულე. პროფესორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ჩემი დისერტაციის თემა აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს მიმართ რუსეთის  საგარეო პოლიტიკას ეხებოდა.

ჩემი ინტერესი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომმა განაპირობა. მაშინ 10 წლის ვიყავი და პირველად გავხდი რუსეთის აგრესიის თვითმხილველი. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე საერთაშორისო პოლიტიკის სფერო შემესწავლა. ჩავაბარე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად, დავიწყე პრაქტიკული გამოცდილების მიღება – გავიარე სტაჟირებები საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროებში, აშშ-ს საელჩოში, გავხდი ახალგაზრდული ევროპარლამენტის დელეგატი და მის მოდელირებაში ვიღებდი მონაწილეობას. შემდეგ გავხდი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მკვლევარი ISFED-ში, რაც დიდი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემი მიზნების მიღწევის გზაზე.

დიდმა ბრიტანეთმა, სწავლის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა ჩემს ცხოვრებაში. დავიწყე სტაჟირება ევროპარლამენტში, სადაც ვმუშაობდი სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოებაზე და ვესწრებოდი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის  კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვებს. ალბათ ის ირინკა, რომელიც ახალგაზრდული პარლამენტის მოდელირებაში იყო ჩართული, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე წელში ევროპარლამენტის რეალურ სხდომებს ბრიუსელსა და სტრასბურგში დაესწრებოდა, რეზოლუციების წერაში წვლილს შეიტანდა და მსოფლიო ლიდერებს შეხვდებოდა.

ჩემმა ინტერესმა კიდევ ერთ საოცრად საინტერესო გამოცდილებამდე მიმიყვანა.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში დავიწყე მუშაობა. შენობა, რომელიც ლონდონის ხსენებაზე პირველი გვახსენდება, ჩემი სამუშაო სივრცე გახდა. ეს იყო ადგილი, რომელიც მხოლოდ ისტორიის წიგნებსა და ფილმებში მქონდა ნანახი. მისტიკურობით მოცული შენობა იმდენად რთულად შესაღწევ სივრცესთან ასოცირდებოდა, რომ მისი გარედან დანახვაც კი დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. ისტორიულ შენობაში ყოველ გავლაზე ვიხსენებდი, რომ აქ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა უინსტონ ჩერჩილი, მარგარეტ ტეტჩერი, სიტყვით გამოდიოდა ნელსონ მანდელა და სხვა მსოფლიო ლიდერები. ამ ადგილით აღფრთოვანებას დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაზეც ვმუშაობდი პარლამენტში – გავხდი  დიდი ბრიტანეთის ისტორიული პრეცედენტების მკვლევარი. ვიკვლევდი ნაცისტური გერმანიისთვის სანქციების დაწესების საკითხებს,  მაშინდელი ლორდთა პალატის შეხვედრებს, დისკუსიებს და კანონმდებლობას, რათა ეს წარსული გამოცდილება დიდ ბრიტანეთში რუსეთის ქონების სანქცირებისთვის გამოგვეყენებინა, რაც უკრაინის აღდგენას მოხმარდებოდა. ამ პროექტის ფარგლებში ვესწრებოდი შეხვედრებს, სადაც ბორის ჯონსონი, ოლენა ზელენსკა და ქვეყნის სხვა ლიდერები იღებდნენ მონაწილეობას. თითქმის ერთი წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ, მაგრამ ახლაც სიზმარი მგონია ეს გამოცდილება.

დავბრუნდი საქართველოში, რათა ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო. აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო საზოგადოებრივ საკითხებში ISFED-ში, ვწერ სტატიებს ბრიტანულ ჟურნალ Global Weekly-ში, ასევე ვარ მსოფლიოში ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, Chatham House-ის Commons Futures Conversation-ის წევრი. სულ ახლახან დავიწყე საკონსულტაციო შეხვედრები დიდ ბრიტანეთში სწავლასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება და მივცე რეკომენდაციები. საკონსულტაციოს Agora Consulting დავარქვი. აგორაზე ძველი ბერძნები იკრიბებოდნენ და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ. ეს სახელიც ამიტომ შევარჩიე. არაფერი მგონია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე განათლება და განვითარებაა. ვატარებ ინდივიდუალურ შეხვედრებს დიდ ბრიტანეთში ჩაბარებასთან, Chevening Scholarship-ის მოპოვებასთან, CV-ს და სამოტივაციო წერილის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვცდილობ, ჩემი დაგროვილი ცოდნა ადამიანებს გავუზიარო, რათა მათაც შეძლონ ისწავლონ და მნიშვნელოვან ორგანიზაციებში მიიღონ გამოცდილება.

ჩემი გზა დაბრკოლებებით და მრავალი უძილო ღამით იყო სავსე. იყო შემთხვევები, როცა გარშემომყოფების მხრიდან სკეპტიციზმსა და ურწმუნოებას ვგრძნობდი. იყო მომენტები, როდესაც დატვირთვასა და სწავლის სირთულეს მეგონა რომ ვეღარ გავუძლებდი. ასეთ დღეებში არ მასვენებდა კითხვა – იყო თუ არა ეს გზა ნამდვილად ჩემთვის განკუთვნილი. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა დანებების ზღვარზე ვიყავი, თავს ვახსენებდი ურყევ მიზანს, რომელიც მამოძრავებდა, ოცნებას, რომლის მიღწევაც ასე ძალიან მინდოდა და იმ მნიშვნელოვან კონტრიბუციას, რაც ჩემი ქვეყნისთვის შემეძლო გამეღო. სხვადასხვა სამოტივაციო ხერხებს მივმართავდი – ვეცნობოდი წარმატებული ადამიანების ისტორიებს, ვკითხულობდი მათ ბიოგრაფიებს, ვუსმენდი მუსიკას, ხშირად ვიცვლიდი გარემოს – ხან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან ვმუშაობდი, ხან პარკიდან, ხან კაფედან. ასევე, ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა მეპოვა ბალანსი სწავლასა და ჩემს ქმართან თუ მეგობრებთან ურთიერთობაში. ამიტომაც, ვცდილობდი მათთან დროის გატარებას. ვსეირნობდი, მუზეუმებსა თუ თეატრებში დავდიოდი. ოცნებებზე ფიქრი და ეს სასიამოვნო ელემენტები მაძლიერებდა და რთულ პერიოდებს მალახვინებდა.

მივხვდი, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა არასდროსაა იოლი. სირთულეებმა შეიძლება რეალურად გააძლიეროს ადამიანის გადაწყვეტილება. ყველას, ვინც კარიერულ გზაზე მსგავსი ეჭვების წინაშე დგას, მინდა გითხრათ, რომ არასოდეს დანებდეთ. გახსოვდეთ, რომ ამას აკეთებთ თქვენი ოცნებისთვის და რომ თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება. ასე რომ, დასახეთ მიზნები, იყავით მოტივირებული, იშრომეთ ბევრი და არასოდეს დაკარგოთ თქვენი თავის რწმენა და მაშინ ყველაფერი გამოვა.

The post თბილისი – ლონდონი appeared first on City Magazine.

“თბილისის თავისუფალი აკადემია” – იყავი გამორჩეული შენი განათლებით
სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, სად ვისწავლით, როგორ გარემოში და რას წამოვიღებთ იქიდან, მუდმივად არის რთული და დასაფიქრებელი არჩევანი. მომავალი სტუდენტებისთვის ამ დილემის გასაადვილებლად, ჩვენი ჯგუფი “თბილისის თავისუფალ აკადემიას” და მის რექტორს – სალომე პირველს ესტუმრა.

“იყავი გამორჩეული შენი განათლებით” – ეს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების სლოგანია, რომელიც მთლიანად სტუდენტების ინტერესებზეა მორგებული. აკადემიის მთელი გუნდი მობილიზებულია ერთი მიზნისათვის – ხელი შეუწყოს სტუდენტებს საკუთარი მისიისა და მიზნების განხორციელებაში.

“თბილისის თავისუფალი აკადემია”, საგანმანათლებლო სივრცეს 1991 წლიდან შეუერთდა. 2019 წელს, აკადემიამ შეცვალა ბრენდის მახასიათებლები და სრული რებრენდინგი განახორციელა. მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება მუდმივად ორიენტირებულია აკადემიის სტრატეგიული ამოცანების დაგეგმვასა და გენერირებაზე. უმნიშვნელოვანესია, რომ დღეს, აკადემიის მთავარი ღირებულება – სტუდენტის აკადემიური თავისუფლებაა. აკადემიას აქვს პოტენციალი და მუდმივად ინარჩუნებს ხარისხის კულტურას, ქმნის უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას, ახორციელებს შრომისა და განათლების ბაზრის შესატყვის სასწავლო პროგრამებს, მუდმივ რეჟიმში ზრუნავს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც, სამომავლოდ, სტუდენტთა მაღალი კვალიფიკაციის გარანტია. “თბილისის თავისუფალი აკადემიის” საბოლოო მიზანი ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაა.

სალომე პირველი – 2019 წლიდან ვიკავებ “თბილისის თავისუფალი აკადემიის” რექტორის პოზიციას. დიდი გამოწვევაა იყო იმ უნივერსიტეტის რექტორი, რომლის მთავარი პრიორიტეტი სწრაფად მზარდი განვითარება და კონკურენტუნარიან გარემოში გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაა. აღსანიშნავია, რომ ეს პოზიცია იყო ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რამეთუ, დასახული მისიის მიღწევა და უკიდურესად კონკურენტულ გარემოში სათანადოდ პოზიციონირება, ჩვენი გუნდის მთავარი სტრატეგიაა.

მუდმივი ამბიცია თუ რატომ უნდა აირჩიონ სტუდენტებმა “თბილისის თავისუფალი აკადემია”, ჩემი, როგორც რექტორის, ძირითადი საფიქრალია. სტუდენტი არის ქვეყნის ხვალინდელი დღე, ამდენად, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს კონკურენტუნარიანი, მოახდინოს თვითრეალიზაცია, დასაქმდეს, იყოს “გაყიდვადი”, ხოლო მისი გონებრივი შესაძლებლობები – გამოყენებადი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამდენად, ჩვენ _ “თბილისის თავისუფალი აკადემიის” მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება და ამ პროცესში ჩართული ყველა მხარე, მუდმივად ვქმნით თანამედროვე სასწავლო გარემოს ინოვაციური მეთოდების დანერგვით და ცვალებად ციფრულ ეპოქაში უზრუნველვყოფთ შრომის ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური და სოციალურად მაღალი ცნობიერების მქონე თაობების მომზადებას.

და ბოლოს, “თბილისის თავისუფალი აკადემია” სრულად სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული ინსტიტუციაა. კერძოდ: ეს არის სწავლის საფასურის სტუდენტზე მორგებული გადახდის სისტემა, განახლებული მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, შრომის ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, ბიბლიოთეკის ბეჭდურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული, მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი ფონდი, უახლესი მემორანდუმები და ხელშეკრულებები სტრატეგიულ პარტნიორებთან, აკადემიური თავისუფლების პრიორიტეტულობა, მაღალკვალიფიციური პერსონალი, კორპორაციული კულტურის მდგრადობა, სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობა და სტუდენტთა კარიერული წინსვლის უზრუნველყოფა.

ტექსტი: ნათია გაბუნია

ფოტო: LIG Studio

The post “თბილისის თავისუფალი აკადემია” – იყავი გამორჩეული შენი განათლებით appeared first on City Magazine.