Beauty Studio by Kani 

სილამაზის ახალი გამორჩეული სივრცე თბილისში

კლინიკა კანისა და კანი ესთეტიკის გუნდმა საზოგადოებას ახალი პროექტი წარუდგინა – ეს მრავალფუნქციური სივრცეა სახელად Beauty Studio By Kani – სილამაზის მიმართულება, სადაც თავი მოიყარა ყველა იმ სფერომ, რასაც სილამაზე მოიცავს. 

გუნდს უდიდესი გამოცდილება აქვს, დაგროვილი წლების მანძილზე და სილამაზესთან ერთად აქ მთავარი აქცენტი სწორედ იმ გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც აქვთ აქ მომუშავე პროფესიონალებს. 

რას გვთავაზობს Beauty Studio by Kani

მომსახურების სრულ სპექტრს, რომელიც გათვლილია ადამიანზე, ვისაც უნდა დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება: თმა, ფრჩხილები, მაკიაჟი, წარბისა და წამწამის ლამინირება, სახისა და სხეულის მასაჟები. 

ეს ყველაფერი თავმოყრილია  ერთ სივრცეში, კომფორტულ გარემოში, სადაც მომხმარებელს გამოცდილი პროფესიონალები დახვდებიან. 

სალონის მთავარი იდეაა – პროფესიული მომსახურება, დეტალებზე ზრუნვა და ის გამოცდილება, რაც მომხმარებელს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს.

გახსნის საღამოს უამრავი სტუმარი ეწვია, გარემოც შესაბამისი ემოციით იყო დამუხტული და შესვლისთანავე სტუმარი თავს კომფორტულ, ლამაზ და მშვიდ გარემოში გრძნობდა; 

სივრცე იმთავითვე გადაინაწილეს სტუმრებმა: ზოგი  “ბიუთი სივრცეში” საღამოს მაკიაჟს იკეთებდა, ზოგი პროფესიონალებისგან დამატებით ინფორმაციას იგებდა სხვადასხვა მომსახურებაზე, გათამაშდა ბევრი პრიზი, დასაჩუქრდა უკლებლივ ყველა სტუმარი, უკრავდა საუცხოო მუსიკა, ადამიანები უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს და აგემოვნებდნენ შამპანურს.

„მინდოდა შემექმნა ადგილი, სადაც ადამიანები სილამაზეზე ზრუნვას შეძლებდნენ ერთ სივრცეში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სტუდიას ჰქონოდა ატმოსფერო, სადაც სტუმარი იგრძნობს, რომ ყურადღების ცენტრშია“, – აღნიშნა Beauty Studio by Kani-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა მაია წურწუმიამ.

ასევე წაიკითხეთ