მათხოვებ შენს ტანსაცმელს? 

ორი ვარსკვლავი და ერთი Versace 

შეამჩნევდით Versace-ს სამოსის განმეორებას ვენეციის კინოფესტივალზე. ერთმანეთის მიყოლებით ორი ვარსკვლავი, ჯერ ჯულია რობერტსი და შემდეგ უკვე ამანდა სეიფრიდი ზუსტად ერთსა და იმავე სამოსში გამოჩნდნენ. ეს ახალი “ვერსაჩეა”, შექმნილი მისი ახალი კრეატიული დირექტორის, დარიო ვიტალეს, მიერ.

ამ ისტორიას “მამა მიას” ვარსკვლავი, ამანდა სეიფრიფი ასე განმარტავს: “მას შემდეგ, რაც ჯულიაზე ეს ტანსაცმელი ვნახე, ჩემს სტილისტს მივწერე და ვთხოვე, შეიძლებოდა თუ არა იგივე სამოსი მეც ჩამეცვა.

ჯულიას ეს იდეა ძალიან მოეწონა. გოგოები, მეგობრები, ერთმანეთს ხომ ვათხოვებთ ხოლმე ტანსაცმელს? რა მოხდა, რომ ეს წითელ ხალიჩაზეც გავაკეთოთ?” – ამბობს ამანდა. 

ერთნაირ სამოსში გამოწყობილი ფოტოები აიტაცა უკლებლივ ყველა გამოცემამ . ინსტაგრამის პოსტის ქვეშ ჯულია რობერტსი ამანდას გულებს უწერს, ამანდა პასუხობს “მადლობა, რომ მათხოვე შენი ტანსაცმელი”… 

ეს ამბავი არაერთი მემის შექმნის ინსპირაციაც გახდა. რამდენიმე მათგანს ჩვენც შემოგთავაზებთ. 

ისტორია კი უნდა დავასრულოთ ცნობილი კითხვით: ვის უფრო უხდება ახალი Versace, ჯულიას თუ ამანდას? 

ან იქნებ ასე: ეს ის შემთხვევაა, როცა გამარჯვებული მხოლოდ ერთია Versace და მისი კარგი სარეკლამო სვლა

ასევე წაიკითხეთ