0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მოდელი და ბლოგერი, თათო გოგოლაშვილი სახის მოვლის რუტინას გიზიარებთ

მეუბნებიან, რომ კარგი სახის კანი მაქვს. ვისაც გაინტერესებთ, გიზიარებთ ჩემი სახის მოვლის რუტინას.

კომბინირებული სახის კანი მაქვს ამიტომ ისეთ პროდუქციას ვიყენებ, რომელიც მას შეეფერება. დილით და ღამით კანის მოვლა ჩემი რუტინაა. ძირითადად, ფრანგულ პროდუქციას ვიყენებ. 

დილით, როდესაც ვდგები ჩვეულებრივი პროცედურების შემდეგ, რასაც ადამიანები გაღვიძებისას აკეთებენ, ვიწმენდ სახეს. სახეზე დავიტან Nuxe -ის სახის გამწმენდს GEL-MASQUE NETTOYANT ULTRA -FRESH CLEANSING MASK-ს რომელიც  არბილებს და ატენიანებს კანს. ძალიან მომწონს მისი ვარდისფერი შეფუთვაც. 

Gel masque ultra frais

შემდგომ Qiriness -ის LOTION DIVINE მაჰიდრატირებელ ტონერს. 

Qiriness

ჩემი საყვარელი სახის მოვლის ბრენდებია: Nuxe და Soskin, ბევრი მათი პროდუქტი მაქვს, რომელიც ძალიან ხარისხიანია. 

ხშირად ვიყენებ Beauty and the Box-ის პროდუქტებსაც, რომელიც ძალიან მომწონს, ყოველთვის ახალი,  სეზონისთვის შესაფერისი პროდუქტებია. Beauty and the Box-ის ჩემი საყვარელი პროდუქტი დღემდე Yves Rocher Anti Pollution Serum- ია, რომელიც სახეს გარეთ არსებული მტვრისგან და ბაქტერიებისგან წმენდს. 

Elixir Botanique

ასევე, ვიყენებ Hailey Bieber– ის Rhode– ს პროდუქციას. სახეზე დავიტან Barrier Restore Cream და შემდეგ Peptide Glazing Fluid-ს. ძალიან მიყვარს და სიამოვნებით ვიყენებ Rhode-ის გლოსსაც.

rhode

ამ პროდუქტებს დავიტან სახეზე როგორც დღისით, ასევე ღამით. ძილის წინ, ვიყენებ იმავე Nuxe-ის და ღამის სახის დამატენიანებელს, რომელსაც სახეზე დავიტან თითით ან ბამბის დისკით. ასევე ვიყენებ Qiriness – ის ან სხვა,მაგალითად მაღაზია Buyers-ში ნაყიდ ძილის წინ დასადებ ღამის ნიღაბს. 

გოგოლაშვილი თათო

ვთვლი რომ სახის მოვლის რუტინა აუცილებელია ყველა გოგონასთვის და ქალბატონისთვის, იმისთვის რომ უფრო ჯანსაღი კანი ჰქონდეთ და უკეთესად იგრძნონ თავი. 

მაკიაჟი: somas_beauty/თინა შალიკაშვილი

ფოტო: STUDIO TWO/ თიკო ჭიღლაძე

ასევე წაიკითხეთ