როდესაც კავშირი აღარ არის პრობლემა, მოგზაურობა ბევრად მარტივი და კომფორტული ხდება!
თითქმის ყველას გვაქვს ჩვევა – როგორც კი თვითმფრინავი დაეშვება, ვამოწმებთ ტელეფონს, ველოდებით ინტერნეტს, ვცდილობთ პირველი ზარის განხორციელებას ოჯახის წევრებთან ან აუცილებელ საქმესთან დაკავშირებით.
უწყვეტი და ხარისხიანი მობილური კავშირი გახდა ის დეტალი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს კომფორტს ახალ ქვეყანაში. თანამედროვე სამყაროში, სადაც დროზე მნიშვნელოვანი რესურსი ალბათ არც არსებობს. სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება მარტივი, სწრაფი და ბიუჯეტური გადაწყვეტილებები და მომხმარებლის გამოცდილებაც სწორედ ამ ძირითადი კრიტერიუმებით ყალიბდება.
დღეს სწორედ იმ ქართულ სატელეკომუნიკაციო კომპანიაზე ვისაუბრებთ, რომელმაც ეს გამოცდილება რადიკალურად შეცვალა პოზიტიურისკენ. „გლობალ სელი“ გახდა ის საიმედო ტელეკომ ბრენდი, რომლის დახმარებითაც ყოველთვის დაკავშირებული ხარ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სხვა ნებისმიერ წერტილთან. 2025 წელი სატელეკომუნიკაციო ბაზრისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ეს იყო წელი, როდესაც „გლობალ სელმა“ საქართველოში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო – ეპოქა, სადაც როუმინგი აღარ არის ფუფუნება, ხოლო კომუნიკაცია უცხოეთში ისეთივე მარტივია, როგორც სახლში. უფრო ვრცლად ამ ამბავზე „სითი“ გიორგი მადუაშვილს, „გლობალ სელის“ დირექტორს ესაუბრა.

– რა იყო 2025 წლის ინოვაცია, რომელმაც სრულად შეცვალა როუმინგის წესები?
2025 წელს გაჩნდა სრულიად ახალი და ინოვაციური პროდუქტი – საერთაშორისო SIM და eSIM ბარათები ქართული ნომრით და უფასო ზარებით როუმინგში, რომლის იდეის ავტორი და შემქმნელი სწორედ „გლობალ სელია“. მანამდე მოგზაურები იყენებდნენ ჩვენს ევროპულ ნომრიან საერთაშორისო SIM-ბარათებს, რაც შედარებით მაღალი ტარიფებით ხასიათდებოდა. პრობლემას ასევე ქმნიდა ის, რომ საქართველოდან ევროპულ ნომერზე დარეკვა ოჯახის ბიუჯეტზე მაინც ნეგატიურად აისახებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აბონენტებისთვის შემავალი ზარი უფასო იყო. დღეს კი, ჩვენს აბონენტებს, საქართველოდან ადგილობრივი ფასით უკავშირდებიან მთელ მსოფლიოში და ჩვენი აბონენტებისთვისაც შემავალი ზარი სრულიად უფასოა, იმის მიუხედავად, მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფებიან.
ასევე, ბაზარზე არსებული სხვა ალტერნატიული სერვისები, მომხმარებლებს უმეტესად სთავაზობს მხოლოდ ელექტრონულ (eSIM) და ამავდროულად უნომრო ბარათებს, რომლითაც აბონენტები ვერ სარგებლობენ სტანდარტული ტელეკომ სერვისებით (ზარები, SMS-ები…); გარდა ამისა, აბონენტებს ყოველი მოგზაურობის წინ უწევთ ამ ბარათის ხელახლა შეძენა, გააქტიურება და სხვა ტექნიკურ თუ ფინანსურ საკითხებთან გამკლავება.

რა შეცვალა „გლობალ სელის“ ინოვაციურმა პროდუქტმა – ქართულნომრიანმა SIM / eSIM ბარათებმა მოგზაურთათვის: „გლობალ სელი“ ერთადერთი ავტორიზებული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც აბონენტებს ერთობლიობაში სთავაზობს:
– მუდმივ/უვადო საერთაშორისო SIM და eSIM ბარათს;
– მუდმივ/უვადო ქართულ ნომერს საერთაშორისო SIM და eSIM ბარათზე;
– უფასო შემომავალ ზარებს მთელ მსოფლიოში;
– ყველა სატელეკომუნიკაციო სერვისის ხელმისაწვდომობას მოგზაურობის დროს;
– ქსელზე ავტომატურ რეგისტრაციას, პარამეტრების ავტომატურ რეჟიმში გასწორებას და ა.შ.
ეს ყოველივე ქმნის დიდ კომფორტს მოგზაურობის დროს, როდესაც აღარ გვიწევს ფიქრი იმაზე, თუ რა როგორ გავააქტიუროთ, რა როგორ შევიძინოთ, რა როგორ გავასწოროთ პარამეტრებში და ა.შ.

– უკვე ყველაფერი წარმოუდგენლად მარტივია – თუ ხარ „გლობალ სელის“ აბონენტი, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სარგებლობ ექსკლუზიური და უწყვეტი ტელეკომ სერვისებით მთელ მსოფლიოში, თან ისე, თითქოს საქართველოში ხარ – ქართული ნომრით და უფასო ზარებით როუმინგში – გვიამბობს გიორგი მადუაშვილი.
სრული უსაფრთხოება – ISO სერტიფიცირება და ავტორიზებული
მომსახურება „გლობალ სელი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული მობილური ოპერატორია, რომლისგანაც სატელეკომუნიკაციო სერვისის მიღება ნიშნავს გარანტირებულ ხარისხს, სამართლებრივ დაცვას და ინფორმაციის უსაფრთხოებას. ეს არა მხოლოდ მომხმარებლის ინტერესს ემსახურება, არამედ მთლიანად სატელეკომუნიკაციო სექტორის სტაბილურ და განვითარებად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ასევე, 2025 წელს „გლობალ სელმა“ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს – კომპანიამ წარმატებით გაიარა ISO სერტიფიცირება რამდენიმე მიმართულებით. ეს გახლავთ: მონაცემთა უსაფრთხოების და ინფორმაციის გადაცემის მართვის სისტემები, ასევე, ხარისხის მართვის სისტემები. ეს არის ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ „გლობალ სელის“ სერვისები და მომსახურება უსაფრთხო, გამართული და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულია.

– სხვა რა მნიშვნელოვან სიახლეებს გამოყოფდით 2025 წელს?
„გლობალ სელი“ გახდა პირველი ქართული ტელეკომ ოპერატორი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო ტელეკომ კავშირის (ITU) წევრი გახდა საქართველოდან. მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ოჯახის წევრობა კი გვიქმნის წამყვან ტელეკომ ინდუსტრიებთან და უცხოურ ოპერატორებთან პირდაპირი ურთიერთჩართვისა და პარტნიორობის მარტივ შესაძლებლობას (შუამავალი კომპანიების გარეშე), რაც თავის მხრივ, საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს შევთავაზოთ იაფი ტარიფები, ბევრად უკეთესი, სწრაფი და სტაბილური კავშირი მთელ მსოფლიოში.
სპორტის მხარდაჭერა
ათასობით ქართველი სპორტსმენი საზღვარგარეთ „გლობალ სელის“ უფასო როუმინგით სარგებლობს.
2025 წელს „გლობალ სელსა” და საქართველოს სპორტის სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის შედეგადაც ყველა სპორტსმენი, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს საერთაშორისო შეჯიბრებებში, საზღვარგარეთ სრულიად უფასო ინტერნეტ კავშირით სარგებლობს.
უკვე რამდენიმე ათასმა სპორტსმენმა ისარგებლა ამ უნიკალური შესაძლებლობით. არ გვაქვს დაწესებული შეზღუდვა, თუ რამდენჯერ შეიძლება ისარგებლოს ერთმა სპორტსმენმა უფასო სერვისით. ჩვენთვის მთავარია, საქართველოს სახელი, დროშა, ეროვნული ჰიმნი რაც შეიძლება ხშირად ფიგურირებდეს მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენი მხრივ, მზად ვართ, უფასო სერვისის მისაწოდებლად ყველა საერთაშორისო ასპარეზობის მონაწილე სპორტსმენთათვის.
ასევე, 2025 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამაერთიანებელმა ჭადრაკის ევროპულმა ორგანიზაციამ (ევროპის ჭადრაკის კავშირმა) „გლობალ სელი” დააჯილდოვა სპეციალური პრიზით, როგორც ყველაზე საიმედო ტელეკომ პარტნიორი მთელ ევროპაში. „გლობალ სელი” ევროპის ჭადრაკის კავშირს და ჭადრაკის ევროპული საზოგადოების წევრებს უწევს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას მთელ ევროპაში.

სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები
ბავშვებისთვის შექმნილი პირველი სატელეფონო ზღაპრული არხი 2025-ში გაჩნდა კიდევ ერთი ინოვაცია, რომელიც საქართველოში აქამდე არ არსებობდა: GLOBALCELL KIDS – საბავშვო სატელეფონო ზღაპრების არხი (ქალაქის/თბილისის სატელეფონო ნომერი: 032 2 033 033). სრულიად უფასო მომსახურება საშუალებას აძლევს ბავშვებს მოუსმინონ ქართულ ზღაპრებს ხმოვანი ფორმატით. მშობლებისთვის ეს კომფორტული, ჯანმრთელი და ეკრანისგან დაცლილი გზა გახდა ძილის წინ მათი პატარებისთვის ზღაპრების მოსასმენად.
განახლებული ფილიალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში – 24/7
მომსახურება.
პანდემიის შემდეგ დახურული ფილიალი 2025 წელს განახლებული კონცეფციით დაუბრუნდა მგზავრებს. „გლობალ სელის“ ფილიალი აეროპორტის გამგზავრების დარბაზის მთავარ სივრცეშია განთავსებული და მოგზაურებს 24/7 რეჟიმში აძლევს საშუალებას ადგილზე გაიაქტიურონ SIM/eSIM ბარათი, შეიძინონ სასურველი პაკეტი და მიიღონ სრული კონსულტაცია.

ახალი სამოგზაურო პლატფორმა GLOBALCELL TRAVEL – ყველა საჭირო
რჩევა მოგზაურებისთვის
ასევე, კომპანიამ ახალი მედია-პლატფორმა შექმნა სახელწოდებით „GLOBALCELL TRAVEL – შენი გზამკვლევი მსოფლიოში“, რომელსაც „გლობალ სელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნანიკო ხაზარაძე უძღვება. რუბრიკა მოგზაურებს აწვდის პრაქტიკულ რჩევებს, უსაფრთხოების რეკომენდაციებსა და მიმოიხილავს საინტერესო ტურისტულ მიმართულებებს ცნობილ გიდებთან, ტუროპერატორებთან და ცნობად სახეებთან ერთად.”
ნანიკო ხაზარაძე იმ გამოცდილებაზე გვიყვება, რომელიც ამ გუნდთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში დააგროვა.
„გლობალ სელი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი აღმოჩნდა. კომპანიაში ისე უცნაურად მოვხვდი, თითქოს შემთხვევით, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ სწორედ ეს შემთხვევა იყო გარდამტეხი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეს გზა გამიხსნა. მიყვარს აქაურობა, გუნდი, ბრენდი – და ალბათ, იმ მიზეზითაც, რომ „გლობალ სელი“ სრულად ქართულია, განსაკუთრებულ სენტიმენტს მიჩენს. ჩემთვის ეს არა მხოლოდ სამსახური, არამედ მისიაა: რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნო ის პროდუქტი, რომელსაც რეალურად ვენდობი – გვიამბობს ნანიკო ხაზარაძე.

კავშირი, რომელიც ყველგან იმუშავებს
კომპანია 2026 წლისთვის გეგმავს დაფარვის გაფართოებას ისე, რომ კავშირი ხელმისაწვდომი იყოს ყველგან – როგორც ხმელეთზე, ისე ცაში (თვითმფრინავში), შუა ზღვასა და ოკეანეში (გემზე) და ა.შ. ამ გზით „გლობალ სელი“ ცდილობს, რომ ქართული ნომერი ყველანაირ საზღვრებს გასცდეს და კომუნიკაცია ყველგან ერთნაირად მარტივი იყოს.
„ყველაზე მეტად დამფუძნებლის სიტყვები დამამახსოვრდა: მისი ოცნებაა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაჩერებულ თვითმფრინავში ყველა მგზავრმა ჩართოს ქართული ტელეკომ ბრენდი „გლობალ სელი“ და ეს მომსახურება იყოს საუკეთესო მთელ მსოფლიოში. ეს ნამდვილად არის ბრენდი, რომელსაც ვენდობი, რომელსაც ვეკუთვნი და რომლის ნაწილად ყოფნაც მაბედნიერებს“ – ნანიკო ხაზარაძე.

„გლობალ სელი“ 16 წლისაა
სასიხარულოა, როცა ახალი კადრები გვემატებიან. სტაბილურობა საკადრო ნაწილში, თანამშრომლების შენარჩუნება და ახალი წევრების დამატება, რომლებიც ახალი სიცოცხლითა და ენერგიით შემოდიან ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატების გზაზე.
ასევე, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს: „გლობალ სელის“ ახალი წლის გათამაშება მომხმარებლებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა მოიგონ განსაკუთრებული სამოგზაურო პრიზები და სარგებლობდნენ კომპანიის სერვისებით სრულიად ახალი წლის განმავლობაში. გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია: ნებისმიერი აბონენტი, რომელიც შეავსებს ბალანსს, გააქტიურებს პაკეტს ან შეიძენს ახალ SIM/eSIM ბარათს, ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს. ბილეთი უნდა მოთავსდეს სპეციალურ ჯადოსნურ დოლურაში, საიდანაც 30 დეკემბერს, 12 საათზე, Facebook Live-ში შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მათ პირდაპირ ეთერში დაუკავშირდებიან „გლობალ სელის“ ქართულ ნომერზე და შეძლებენ მიიღონ პრიზები: ავიაბილეთი ევროპის მიმართულებით, სათავგადასავლო კამერა DJI, 1000 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი. გათამაშების ყველა გამარჯვებულს 2026 წელს ეძლევა უფასო და ულიმიტო ინტერნეტი „გლობალ სელისგან“ მთელ მსოფლიოში”,- გიორგი მადუაშვილი
„გლობალ სელი“ დღეს უკვე უბრალოდ ოპერატორი აღარ არის – ეს არის ბრენდი, რომელიც ქმნის კავშირს, ამარტივებს მოგზაურობას, ზრუნავს თითოეულ მომხმარებელზე და ტექნოლოგიას ადამიანურ გამოცდილებად აქცევს. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ქართული კომპანია მსოფლიო სტანდარტების მატარებელი გახდეს და ამავდროულად, ინოვაციისა და სანდოობის სიმბოლოდ დარჩეს.

ასეთი იყო 2025 წელი “გლობალ სელისთვის”! წინ 2026 წელია!
ტექსტი: კესო ბოჭორიშვილი
ფოტო: ნათია ასანიძე



